კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტებისათვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს
გენერალური დირექტორის
ბრძანება №2/30 6
2015 წლის 30 ოქტომბერი
ქ. თბილისი
კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტებისათვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე
საქართველოს უმნიშვნელოვანეს ისტორიულ-კულტურულ ფასეულობათა სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 51-ე, 52-ე, 53-ე მუხლების, ,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული 2014 წლის 8 აპრილის №1 ადმინისტრაციული ხელშეკრულების 1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად,ვბრძანებ:
1. მიენიჭოს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი ამ ბრძანების დანართში მითითებულ ობიექტებს.
2. დაევალოს სააგენტოს იურიდიულ სამსახურს ამ ბრძანების ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში , ბრძანების დანართში მითითებული ობიექტების მონაცემების კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინტერნეტგვერდზე ასახვის მიზნით , შესაბამისი ღონისძიების განხორციელება .
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული მხარის მიერ ოფიციალური გაცნობიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში (მისამართი: ქ. თბილისი, სანაპიროს ქუჩა№4).
გენერალური დირექტორი ნ . ანთიძე
| № | ფოტო | სახელწოდება
| ადგილმდებარეობა | სახეობა | თარიღი |
| 1. |
|
რუსთავის თეატრი |
ქ. რუსთავი, ფიროსმანის ქ. №7 ( 02.05.07.335 საკადასტრო ერთეულში არსებულ N1 შენობას)
|
არქიტექტურული |
1950-იან წლები |
| 2. |
|
საცხოვრებელი სახლი |
ქ. რუსთავი, მ. კოსტავას ქ. №1 02.05.07.062. საკადასტრო ერთეულში არსებულ N1 შენობას |
არქიტექტურული |
XX საუკუნის შუა წლები |
| 3. |
|
საცხოვრებელი სახლი |
ქ. რუსთავი, მ. კოსტავას ქ. №2 02.05.06.037 საკადასტრო ერთეულში არსებულ მრავალსართულიან შენობას |
არქიტექტურული |
XX საუკუნის შუა წლები |
| 4. |
|
საცხოვრებელი სახლი |
ქ. რუსთავი, მ. კოსტავას ქ. №18 18-02.05.06.018. საკადასტრო ერთეულში არსებულ მრავალსართულიან შენობას |
არქიტექტურული |
XXს-ის 50-60-იანი წლების ტიპური ნაგებობაა.
|
| 5. |
|
საცხოვრებელი სახლი |
ქ. რუსთავი, მ. კოსტავას ქ. №19 02.05.07.031. საკადასტრო ერთეულში არსებულ მრავალსართულიან შენობას |
არქიტექტურული |
XXს-ის 50-60-იანი წლების ტიპური ნაგებობაა.
|
| 6. |
|
საცხოვრებელი სახლი |
ქ. რუსთავი, მ. კოსტავას ქ. №21 02.05.07.697. საკადასტრო ერთეულში არსებულ N1 შენობას |
არქიტექტურული |
XX საუკუნის შუა წლები |
| 7. |
|
საცხოვრებელი სახლი |
ქ. რუსთავი, მ. კოსტავას ქ. №22 02.05.06.063. საკადასტრო ერთეულში არსებულ მრავალსართულიან შენობას |
არქიტექტურული |
XX საუკუნის შუა წლები |