სს „ენერგია XXI“-ის კრედიტორთა კრების მოწვევის

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/2587-08
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/11/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/2587-08

 

განჩინება

 

საქართველოს სახელით

 

2015 წლის 9 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი

 

მოვალე – სს ,,ენერგია XXI’

გენერალური დირექტორი – ელიზბარ ლომინაძე

წარმომადგენელი – მირანდა გურგენიძე

გაკოტრების მმართველი – აღსრულების ეროვნული ბიურო

წარმომადგენელი – ირაკლი წიკლაური

 

სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და

 

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განხილვაშია გაკოტრების საქმის წარმოება მოვალე სს ,,ენერგია XXI’’-ის მიმართ.

2015 წლის 5 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა გაკოტრების მმართველმა – აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელმა ირაკლი წიკლაურმა, რომელმაც წარმოადგინა მოვალე სს ,,ენერგია XXI’’-ის გაკოტრების საბოლოო ანგარიში.

სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ განცხადებას, მიაჩნია, რომ უნდა დაინიშნოს კრედიტორთა კრება შემდეგ გარემოებათა გამო:

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ 42-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გაკოტრების საქმის წარმოება დასრულდება გაკოტრების მმართველის მიერ სამეურვეო ქონების რეალიზაციისა და რეალიზაციით მიღებული თანხის ამ კანონის შესაბამისად განაწილებისთანავე.

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-7, მე-8, 27-ე 42-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. კრედიტორთა კრება მოწვეულ იქნეს 2015 წლის 27 ნოემბერს, 17:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6) სხდომის დარბაზი №1 შემდეგი დღის წესრიგით:

1.1. დაგვიანებული კრედიტორების მოთხოვნათა განხილვა;

1.2. გაკოტრების მმართველის ანგარიში და სამეურვეო ქონების რეალიზაციის შედეგები და განაწილება;

1.3. სს ,,ენერგია XXI’’-ის სამეწარმეო რეესტრიდან ამოშლის და საქმის წარმოების დასრულების შესახებ.

2. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საკანონმდებლო მაცნეში’’, სასამართლოს დაფაზე და ვებგვერდზე www.tcc.gov.ge.

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

    

მოსამართლე                                                  თამარ ჭუნიაშვილი