შპს „ZINI“-სათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იჯარის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2453
2015 წლის 19 ნოემბერი
ქ. თბილისი
შპს „ZINI“-სათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იჯარის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, შპს „ZINI“-ს (ს/კ: 430797836) იჯარის უფლებით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 (ექვსი) თვის ვადით, ყოველთვიური საიჯარო ქირით - 700 (შვიდასი) ლარად გადასცეს ქ. თბილისში, გორგასლის ქ. №24-ში, შენობა-ნაგებობა №1-ის პირველ სართულზე მდებარე 340 კვ.მ ფართი და მასზე წილობრივად დამაგრებული მიწის ფართობი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: № 01.18.05.002.078).
2. ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებული უძრავი ქონების შპს „ZINI“-სათვის იჯარით გადაცემის პირობად განისაზღვროს - სარგებლობაში გადაცემულ ფართში იჯარის მოქმედების პერიოდში კვების ობიექტის ფუნქციონირება.
3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.
4. განკარგულება ძალაში შევიდეს 2015 წლის 27 ნოემბრიდან.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი