შპს „ჯონოული 1“-ის მიერ საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ საბანკო გარანტიის წარმოდგენის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№586
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.023399
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/03/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №586

2017 წლის 24 მარტი

ქ. თბილისი

შპს „ჯონოული 1“-ის მიერ საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ

საბანკო გარანტიის წარმოდგენის თაობაზე

 

1. ცნობად იქნეს მიღებული ინფორმაცია საქართველოს მთავრობას, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორსა“ და შპს „ხვამლს“ შორის 2015 წლის 1 აპრილს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმით ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველყოფის მიზნით შპს „ჯონოული 1“-ის მიერ ახალი საბანკო გარანტიის (№BGMP0524/070317, გარანტი − სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“, გაცემის თარიღი − 07.03.2017, ოდენობა − 110,000.00 აშშ დოლარი) საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ წარმოდგენის თაობაზე.

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტის გათვალისწინებით, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ უზრუნველყოს შპს „ხვამლის“ მიერ ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებული მემორანდუმის ფარგლებში საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ წარმოდგენილი საბანკო გარანტიის (№1144926-8285306, გარანტი − სს „თიბისი ბანკი“, გაცემის თარიღი − 09.03.2016, ოდენობა − 110,000.00 აშშ დოლარი) დაბრუნება.

3. ამ განკარგულების მეორე პუნქტში განსაზღვრული საბანკო გარანტიის დაბრუნების თაობაზე გარანტიის გამცემ ბანკში წარსადგენ შესაბამის წერილზე საქართველოს მთავრობის სახელით ხელმოწერის უფლებამოსილება მიენიჭოს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრს, კახა კალაძეს.

 

პრემიერ-მინისტრი                                                    გიორგი კვირიკაშვილი  

 

 

 

 

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „შპს „ჯონოული 1“-ის მიერ საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ საბანკო გარანტიის წარმოდგენის თაობაზე“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „შპს „ჯონოული 1“-ის მიერ საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ საბანკო გარანტიის წარმოდგენის თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 24.03.2017.
როდის იქნა მიღებული „შპს „ჯონოული 1“-ის მიერ საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ საბანკო გარანტიის წარმოდგენის თაობაზე“?
„შპს „ჯონოული 1“-ის მიერ საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ საბანკო გარანტიის წარმოდგენის თაობაზე“ მიღებულია 24.03.2017. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №586. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.023399.
სად არის „შპს „ჯონოული 1“-ის მიერ საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ საბანკო გარანტიის წარმოდგენის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 24.03.2017 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „შპს „ჯონოული 1“-ის მიერ საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ საბანკო გარანტიის წარმოდგენის თაობაზე“, №586, 24.03.2017, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.023399 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.03.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3624424/