შპს „კასლეთი 1-ის“ მიერ წარდგენილი საბანკო გარანტიის ჩანაცვლების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№708
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.023503
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 20/04/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №70 8

2017 წლის6 აპრილი

ქ. თბილისი

შპს „კასლეთი 1-ის“ მიერ წარდგენილი საბანკო გარანტიის ჩანაცვლების თაობაზე

1. მიღებულ იქნეს ცნობად საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაცია შპს „კასლეთი 1-ის“ მიერ საქართველოს მთავრობას, შპს „ჰიდროლეას“, შპს „კასლეთი 1-ს“, შპს „ენერგოტრანსსა“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის 2017 წლის 27 იანვარს დადებული შეთანხმების პირობების შესაბამისად წარდგენილი წინასამშენებლო საბანკო გარანტიის (40,500 აშშ დოლარის ოდენობით) იდენტური პირობების მქონე, ახალი საბანკო გარანტიით ჩანაცვლების თაობაზე.

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტის გათვალისწინებით, დაუბრუნდეს შპს „კასლეთი 1-ს“ მის მიერ წარდგენილი წინასამშენებლო საბანკო გარანტია (40,500 აშშ დოლარის ოდენობით).

3. ამ განკარგულების მეორე პუნქტით განსაზღვრული საბანკო გარანტიის დაბრუნების თაობაზე გარანტიის გამცემ ბანკში წარსადგენ შესაბამის წერილზე საქართველოს მთავრობის სახელით ხელმოწერის უფლებამოსილება მიენიჭოს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრს, კახა კალაძეს.

 

 

პრემიერ -მინისტრი                                            გიორგი კვირიკაშვილი