სასარგებლო წიაღისეულის (მადანგამოვლინება) შესწავლა-მოპოვების ლიცენზიების გაცემისათვის მოთხოვნების დადგენის შესახებ

მიღების თარიღი 19.11.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №2473
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.020358
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/12/2015
matsne.gov.ge 787 სიტყვა · ~4 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

სასარგებლო წიაღისეულის (კვარცის) შესწავლა-მოპოვების ლიცენზიის გაცემისათვის მოთხოვნების დადგენის შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 96% 31.03.2016 სასარგებლო წიაღისეულის (მადანგამოვლინება) შესწავლა-მოპოვების ლიცენზიების გაცემისათვის მოთხოვნების დადგენის შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 95% 16.10.2015 სასარგებლო წიაღისეულის (მადანგამოვლინება) შესწავლა-მოპოვების ლიცენზიის გაცემისათვის მოთხოვნების დადგენის შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 92% 13.06.2016 შპს „კავკასიის სამთო ჯგუფზე“ გაცემულ სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვების ლიცენზიაში ცვლილებების შეტანის თაობაზე სსიპ - გარემოს ეროვნული სააგენტოსათვის თანხმობის მიცემის შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 85% 09.09.2016 შპს „კავკასიის სამთო ჯგუფზე“ გაცემულ სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვების ლიცენზიაში ცვლილების შეტანის თაობაზე სსიპ − გარემოს ეროვნული სააგენტოსათვის თანხმობის მიცემის შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 85% 12.10.2015

დოკუმენტის ტექსტი

სასარგებლო წიაღისეულის (მადანგამოვლინება) შესწავლა-მოპოვების ლიცენზიების გაცემისათვის მოთხოვნების დადგენის შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:0in; line-height:107%; font-size:11.0pt; } p.MsoFootnoteText, li.MsoFootnoteText, div.MsoFootnoteText { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; } span.MsoFootnoteReference {vertical-align:super;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.5pt; } p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; font-weight:bold;} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; } p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:.5in; line-height:107%; font-size:11.0pt; } span.MsoSubtleReference {font-variant:small-caps; color:windowtext;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} span.PlainTextChar { } span.BalloonTextChar { } span.CommentTextChar { } span.CommentSubjectChar { font-weight:bold;} span.FootnoteTextChar { } span.HeaderChar { } span.FooterChar { } p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:62.95pt 56.7pt 62.95pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს მთავრობის განკარგულება №2473 2015 წლის 19 ნოემბერი ქ. თბილისი სასარგებლო წიაღისეულის (მადანგამოვლინება) შესწავლა-მოპოვების ლიცენზიების გაცემისათვის მოთხოვნების დადგენის შესახებ  „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტისა და „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკი­ცე­ბის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-14 პუ­ნქ­ტ­ის საფუძველზე, სასარგებლო წიაღისეულის (მადანგამოვლინება) შესწავლა-მოპოვების ლიცენზიების გაცემისთვის დადგინდეს შემდეგი მოთხოვნები: 1. ონის მუნიციპალიტეტის სოფელ გადამშის მიმდებარე ტერიტორიაზე, სასარგებლო წიაღისეულის (მადანგამოვლინება) შესწავლა-მოპოვების ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია: ა) ძებნა-ძიებითი სამუშაოების სრულყოფილი ჩატარების მიზნით, 5 (ხუთი) წლის ვადაში, დახარჯოს არანაკლებ 5 000 000 (ხუთი მილიონი) ლარი; ბ) უზრუნველყოს შესწავლის პერიოდში ადგილობრივი მოსახლეობის (არანაკლებ 50 ადამიანის) დასაქმება; გ) ლიცენზიის ძალაში შესვლიდან შესწავლის პერიოდის განმავლობაში, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მოთხოვნის შესაბამისად, მის მიერ დადგენილი ვადებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით, რეგიონულ ან ადგილობრივ დონეზე განახორციელოს გარემოსდაცვითი ღონისძიებები 100 000 (ასი ათასი) ლარის ოდენობის თანხის ფარგლებში; დ) ლიცენზიის ძალაში შესვლიდან 2 წლის განმავლობაში, სოფელ სორში ააშენოს საბავშვო ბაღი, მუნიციპალიტეტის მიერ მითითებულ ადგილზე და პირობებით; ე) შესწავლის პერიოდის დასრულებიდან ერთი თვის ვადაში, სსიპ – გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარადგინოს კარგი საერთაშორისო რეპუტაციის მქონე აუდიტორული კომპანიის მიერ მომზადებული დასკვნა, რომელიც მოიცავს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული თანხის ხარჯვის ანგარიშს; ვ) ხელი არ შეუშალოს სალიცენზიო ფართობში მოქმედი სხვა ლიცენზიებით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელებას; ზ) მოქალაქეებს არ შეუზღუდოს სალიცენზიო ტერიტორიაზე გადაადგილების შესაძლებლობა; თ) ხელი არ შეუშალოს სახელმწიფო და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას; ი) სასარგებლო წიაღისეულის მარაგების დამტკიცების შემდგომ, უზრუნველყოს საბადოს კომპლექსური ათვისება; კ) ლიცენზიის ძალაში შესვლიდან 1 თვის ვადაში, ლიცენზიის გამცემს წარუდგინოს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ, შესწავლის პერიოდში განსახორციელებელი 5 000 000 (ხუთი მილიონი) ლარის ოდენობის თანხის ხარჯვის გეგმა-გრაფიკი, რომელიც უნდა მოიცავდეს დეტალურ და დასაბუთებულ ინფორმაციას შესწავლის პერიოდში ჩასატარებელი სამუშაოებისა (ღონისძიებების) და ამ სამუშაოებისათვის გასაწევი ხარჯების შესახებ, მათ შორის კონკრეტული სამუშაოს შესრულებისათვის საჭირო ვადის ხანგრძლივობის შესახებ. წარდგენილი ინფორმაცია გახდება ლიცენზიის ფარგლებში სავალდებულოდ შესასრულებელი პირობა და მისი შეუსრულებლობა გამოიწვევს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობის ზომებს. 2. სახელმწიფო უფლებამოსილია, ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებული სალიცენზიო ფართობის გეოლოგიური შესწავლისათვის გამოყოფილ ტერიტორიაზე, გასცეს სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა/მოპოვების ლიცენზიები, რომლებიც არ იქნება დაკავშირებული ამ ლიცენზიით განსაზღვრული წიაღისეულით სარგებლობასთან. 3. მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ სგურიშის მიმდებარე ტერიტორიაზე, სასარგებლო წიაღისეულის (მადანგამოვლინება) შესწავლა-მოპოვების ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია: ა) ძებნა-ძიებითი სამუშაოების სრულყოფილად ჩატარების მიზნით, 5 (ხუთი) წლის ვადაში, დახარჯოს არანაკლებ 5 000 000 (ხუთი მილიონი) ლარი; ბ) შესწავლის პერიოდის განმავლობაში, უზრუნველყოს ადგილობრივი მოსახლეობის (არანაკლებ 50 ადამიანის) დასაქმება; გ) ლიცენზიის ძალაში შესვლიდან შესწავლის პერიოდის განმავლობაში, სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად, მის მიერ დადგენილი ვადებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით, რეგიონულ ან ადგილობრივ დონეზე განახორციელოს გარემოსდაცვითი ღონისძიებები 100 000 (ასი ათასი) ლარის ოდენობის თანხის ფარგლებში; დ) შესწავლის პერიოდის დასრულებიდან ერთი თვის ვადაში, სსიპ – გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარადგინოს კარგი საერთაშორისო რეპუტაციის მქონე აუდიტორული კომპანიის მიერ მომზადებული დასკვნა, რომელიც მოიცავს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული თანხის ხარჯვის ანგარიშს; ე) ხელი არ შეუშალოს სალიცენზიო ფართობში მოქმედი სხვა ლიცენზიებით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელებას; ვ) მოქალაქეებს არ შეუზღუდოს სალიცენზიო ტერიტორიაზე გადაადგილების შესაძლებლობა; ზ) ხელი არ შეუშალოს სახელმწიფო და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას; თ) სასარგებლო წიაღისეულის მარაგების დამტკიცების შემდგომ, უზრუნველყოს საბადოს კომპლექსური ათვისება; ი) ლიცენზიის ძალაში შესვლიდან 1 თვის ვადაში, ლიცენზიის გამცემს წარუდგინოს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ, შესწავლის პერიოდში განსახორციელებელი 5 000 000 (ხუთი მილიონი) ლარის ოდენობის თანხის ხარჯვის გეგმა-გრაფიკი, რომელიც უნდა მოიცავდეს დეტალურ და დასაბუთებულ ინფორმაციას შესწავლის პერიოდში ჩასატარებელი სამუშაოებისა (ღონისძიებების) და ამ სამუშაოებისათვის გასაწევი ხარჯების შესახებ, მათ შორის კონკრეტული სამუშაოს შესრულებისათვის საჭირო ვადის ხანგრძლივობის შესახებ. წარდგენილი ინფორმაცია გახდება ლიცენზიის ფარგლებში სავალდებულოდ შესასრულებელი პირობა და მისი შეუსრულებლობა გამოიწვევს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობის ზომებს. 4. სახელმწიფო უფლებამოსილია, ამ განკარგულების მე-3 პუნქტში მითითებული სალიცენზიო ფართობის გეოლოგიური შესწავლისათვის გამოყოფილ ტერიტორიაზე, გასცეს სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა/მოპოვების ლიცენზიები, რომლებიც არ იქნება დაკავშირებული ამ ლიცენზიით განსაზღვრული წიაღისეულით სარგებლობასთან. პრემიერ-მინისტრი                                   ირაკლი ღარიბაშვილი