სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2 531
2015 წლის 24 ნოემბერი
ქ. თბილისი
სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
1. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 159-ე მუხლის,164-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფუძნების, სამეთვალყურეო საბჭოს განსაზღვრისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ოქტომბრის №558 დადგენილები თ დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა უზრუნველყოს:
ა) ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ვერხვების დასახლებაში სანიაღვრე ქსელის რეაბილიტაციის მიზნით სამუშაოების შესყიდვა;
ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული 2015 წელს განსახორციელებელი ღონისძიებების დაფინანსება „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონის საფუძველზე, სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის დამტკიცებული „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი პროექტები“ ქვეპროგრამით (პროგრამული კოდი: 25 03 01) განსაზღვრული ასიგნებებიდან;
გ) სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 10 1 მუხლის 3 1 პუნქტის შესაბამისად, ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით განხორციელება.
2. სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, 2016 წელს შესასრულებელი ღონისძიებების დაფინანსება განახორციელოს მისთვის შესაბამისი წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 24.11.2015.
- როდის იქნა მიღებული „სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“?
- „სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ მიღებულია 24.11.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №2531. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.020371.
- სად არის „სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 24.11.2015 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“, №2531, 24.11.2015, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.020371 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.11.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3064243/