სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №598 |
|
2015 წლის 27 ნოემბერი ქ. თბილისი |
|
1. ეს წესი შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად და ადგენს სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ (შემდგომში – საწარმო) მიერ საქონლისა (დანართი №1) და მომსახურების (დანართი №2) შესყიდვების სპეციალურ წესს.
2. ამ წესის მიზანია, საწარმოს მიერ ნედლი ნავთობის შესყიდვისა და მასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა შეუფერხებლად განხორციელება.
3. შესყიდვა, რომელზეც არ ვრცელდება ეს წესი, რეგულირდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) შესყიდვა – საწარმოს მიერ ამ წესის დანართი №1-ითა და დანართი №2-ით განსაზღვრული საქონლისა და მომსახურების შესყიდვა;
ბ) შემსყიდველი ორგანიზაცია – სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“;
გ) შესყიდვის ობიექტი – შესასყიდი საქონელი, მომსახურება;
დ) საქონელი – წესის დანართ №1-ში მოცემულ ჩამონათვალში მითითებული საქონლის სახეები;
ე) მომსახურება – წესის დანართ №2-ში მოცემულ ჩამონათვალში მითითებული მომსახურების სახეები;
ვ) მიმწოდებელი – პირი, რომელმაც შემსყიდველ ორგანიზაციასთან დადო ხელშეკრულება შესყიდვის შესახებ;
ზ) გამარტივებული შესყიდვა – შესყიდვის საშუალება, როდესაც დასაშვებია მიმწოდებლის პირდაპირი შერჩევა;
თ) შესყიდვის ობიექტის სახელშეკრულებო ღირებულება – ამ წესის შესაბამისად დასადები ხელშეკრულების ღირებულება.
1. საწარმო უფლებამოსილია:
ა) შეარჩიოს მიმწოდებელი და დადოს მასთან შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება (შემდგომში – ხელშეკრულება);
ბ) განახორციელოს მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლი და ზედამხედველობა;
გ) შეწყვიტოს ხელშეკრულების მოქმედება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების არსებობისას.
2. საწარმო ვალდებულია:
ა) განახორციელოს შესყიდვის პროცედურები საწარმოს მიერ შესყიდვებისათვის დამტკიცებული ბიზნესგეგმის ფარგლებში, ამ წესით გათვალისწინებული პირობების დაცვით;
ბ) საქონლის მიწოდების, მომსახურების გაწევისთანავე აუნაზღაუროს მიმწოდებლებს საქონლის, მომსახურების ღირებულება, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
1. გამარტივებული შესყიდვის საშუალების გამოყენებით ხორციელდება ამ წესის დანართი №1-ითა და დანართი №2-ით განსაზღვრული ნედლი ნავთობისა და მასთან დაკავშირებული მომსახურების შესყიდვა.
2. წინამდებარე წესის დანართებში მითითებული საქონლისა და მომსახურების შესყიდვის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საწარმოს დირექტორთა საბჭო.
3. საწარმოს დირექტორთა საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მხოლოდ ნედლი ნავთობის შესყიდვის თაობაზე, კონკრეტული შესყიდვის განხორციელებამდე, წერილობით უნდა შეთანხმდეს შემსყიდველი ორგანიზაციის მმართველ პირთან − საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსთან, რომელიც იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას შესყიდვის საკითხთან დაკავშირებით.
1. ამ წესის დანართ №1-სა და დანართ №2-ში მითითებული საქონლისა და მომსახურების შესყიდვის მიზნით, შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის იდება ხელშეკრულება, რომელიც შესაძლებელია გაფორმდეს, როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ან სხვა უცხო ენებზე.
2. შემსყიდველს არ აქვს ვალდებულება, ამ წესით განხორციელებულ შესყიდვებზე მიღებული გადაწყვეტილება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით შეათანხმოს სსიპ − სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან. ასევე არ აქვს ვალდებულება, განახორციელოს ბიზნესგეგმის, ხელშეკრულების, ფაქტობრივი გადახდებისა და ხელშეკრულების შესრულების მიმდინარეობის ანგარიშის წარდგენა.
შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებაში გათვალისწინებულ უნდა იქნეს შემდეგი აუცილებელი ელემენტები და პირობები:
ა) ხელშეკრულების მხარეების ზუსტი დასახელება და რეკვიზიტები;
ბ) ხელშეკრულების ობიექტის დასახელება, ტექნიკური პარამეტრები, ძირითადი მახასიათებლები, რაოდენობა, ერთეულის ან/და მთლიანი ღირებულება;
გ) შესყიდვის ობიექტის ერთეულის ფასი და ხელშეკრულების ჯამური ღირებულება (ფასდათმობების, გადასახადების, ტრანსპორტირების, დაზღვევისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით);
დ) შესასყიდი საქონლის ან მომსახურების ხარისხი. საჭიროების შემთხვევაში, არსებულ სტანდარტებთან შესაბამისობა;
ე) საქონლის მიწოდებისა და მომსახურების გაწევის ვადები ან/და ეტაპობრივი ვადები და ადგილი;
ვ) საქონლის ან მომსახურების მიღება-ჩაბარების წესი;
ზ) ანგარიშსწორების ფორმა და გრაფიკი (ვადები);
თ) ხელშეკრულების შესრულების გარანტია (ამ მექანიზმის გამოყენების შემთხვევაში);
ი) მხარეთა უფლება-მოვალეობანი;
კ) მხარეთა პასუხისმგებლობა ხელშეკრულების პირობების დარღვევისათვის;
ლ) ფორსმაჟორული სიტუაციები;
მ) ხელშეკრულების პირობების, მათ შორის, ფასების გადასინჯვის შესაძლებლობა;
ნ) ხელშეკრულების მოქმედების ვადა;
ო) დავების გადაწყვეტის წესი;
პ) შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ინსპექტირების პირობები.
1. შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების კონტროლის განხორციელების მიზნით, შემსყიდველი ორგანიზაცია გამოყოფს შესაბამის პირთა ჯგუფს (ინსპექტირების ჯგუფი).
2. შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების კონტროლის განმახორციელებელი ინსპექტირების ჯგუფის ფუნქციებია:
ა) ხელშეკრულების შესრულების კონტროლი;
ბ) საქონლისა და მომსახურების შესყიდვის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულებების პირობების ჯეროვანი შესრულების კონტროლი, უფლებამოსილი პირის მიერ მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერამდე დადგენილი მოცულობის, ხარისხისა და მიწოდების ვადების შესრულებასთან შესაბამისობის დადასტურება;
გ) საქონლის ან/და მომსახურების მიმწოდებელთან ანგარიშსწორების პროცესის რეგულირება;
დ) საჭიროების შემთხვევაში, ხელშეკრულების მიმდინარეობის ამსახველი პერიოდული დოკუმენტაციის წარმოება;
ე) ხელშეკრულების მიმდინარეობის კონტროლის მიზნით, კანონმდებლობით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელება.
3. უფლებამოსილი პირის მიერ ჩასაბარებელი საქონლის ან/და მომსახურების შესახებ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე, აუცილებლობის შემთხვევაში, შესყიდვის ობიექტის სპეციფიკიდან გამომდინარე, შემსყიდველი ორგანიზაციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი შესყიდული საქონლის ან/და მომსახურების მოთხოვნასთან შესაბამისობას ადასტურებს ინსპექტირების ჯგუფის მიერ მომზადებულ დასკვნაზე ხელმოწერით.
4. შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, აწარმოოს საქონლის ან მომსახურების ხარისხის ინსპექტირება შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების ნებისმიერ ეტაპზე, მათ შორის, ნედლეულისა და მაკომპლექტებელი ნაწილების ხარისხისა და სუბკონტრაქტორების მიერ შესრულებული სამუშაოების (მომსახურების) ინსპექტირება.
წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
|
|