„სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 27 ნოემბრის №598 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№610
სარეგისტრაციო კოდი
300160070.10.003.018997
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 09/12/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №610

2015 წლის 4 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 27 ნოემბრის №598 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, „სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 27 ნოემბრის №598 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 02.12.2015 წ.,  300160070.10.003.018984) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის:

1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ წესის მიზანია, საწარმოს მიერ ნედლი ნავთობის და/ან ნედლი ნავთობის ტრანსპორტირების/გადაზიდვის მომსახურების შესყიდვების, მასთან დაკავშირებული სხვა შესყიდვებისა და ღონისძიების შეუფერხებლად განხორციელება.“.

2. მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გამარტივებული შესყიდვის საშუალების გამოყენებით ხორციელდება ამ წესის №1 და №2 დანართებით განსაზღვრული საქონლის  და/ან მომსახურების შესყიდვა.“.

3. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საწარმოს დირექტორთა საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ნედლი ნავთობის და/ან ნედლი ნავთობის ტრანსპორტირების/გადაზიდვის მომსახურების შესყიდვის თაობაზე, კონკრეტული შესყიდვის განხორციელებამდე, წერილობით უნდა შეთანხმდეს შემსყიდველი ორგანიზაციის მმართველ პირთან – საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსთან, რომელიც იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას შესყიდვის საკითხთან დაკავშირებით.“.

4. ამ წესის დანართი №2 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დანართი №2

სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ შესასყიდი მომსახურების ჩამონათვალი

№

მომსახურების დასახელება

1

ნედლი ნავთობის გადაზიდვასთან/ტრანსპორტირებასთან

დაკავშირებული მომსახურება

2

ნედლი ნავთობის გადაზიდვის მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული მომსახურების შესყიდვა (სატერმინალო მომსახურება, გადამზიდავი ტექნიკის ქირავნობა, გზის მომსახურების გადასახადები და სხვა)

3

ნედლი ნავთობის გადაზიდვების მომსახურების გაწევისათვის საჭირო საერთაშორისო დაზღვევის მომსახურება, ჰეჯირება

4

ნედლი ნავთობის შესყიდვასთან და/ან გადაზიდვასთან/ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული და მისგან გამომდინარე საექსპერტო, საკონსულტაციო, აუდიტორული და იურიდიული   მომსახურება

5

ნედლი ნავთობის შესყიდვასთან და/ან გადაზიდვასთან/ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული საბანკო, საკრედიტო და სხვა საფინანსო დაწესებულებების მომსახურება

6

ნედლი ნავთობის შემდგომი რეალიზაციისთვის საჭირო მომსახურება, მათ შორის, საექსპერტო, საკონსულტაციო, აუდიტორული, იურიდიული და სხვა მომსახურება.“.

 

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 27 ნოემბრის №598 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 27 ნოემბრის №598 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 04.12.2015.
როდის იქნა მიღებული „სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 27 ნოემბრის №598 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 27 ნოემბრის №598 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 04.12.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №610. სარეგისტრაციო კოდი — 300160070.10.003.018997.
რამდენი მუხლისგან შედგება „სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 27 ნოემბრის №598 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 27 ნოემბრის №598 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 27 ნოემბრის №598 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 04.12.2015 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 27 ნოემბრის №598 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №610, 04.12.2015, სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.018997 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.12.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3078734/