ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 27.11.2015
ძალის დაკარგვა 14.02.2019
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №28-116
სარეგისტრაციო კოდი 280080020.35.101.016230
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/12/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,025 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.11.2015 მიღება
14.02.2019 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 2 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №28-116 2015 წლის 27 ნოემბერი ქ. თბილისი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“   მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ფ“ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 64-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტისა,  68-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,კ“ ქვეპუნქტის და „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: 1. დამტკიცდეს: ა)  „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფარი ფართით  უზრუნველყოფის წესი“,  დანართი №1-ის შესაბამისად; ბ) „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციის განაცხადის ფორმა” დანართი №2-ის შესაბამისად. 2. დადგენილება ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე.  ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ალიბეგაშვილი დანართი №1 „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის წესი“ მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი     1.  ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციის და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს რეგისტრაციის კრიტერიუმებს, პროცედურებს და თავშესაფარი ფართით დაკმაყოფილების პირობებს. 2. ეს წესი არ ვრცელდება იმ პირებზე, რომელთა რეგისტრაცია ან/და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფა, შესაბამისი კანონმდებლობით, სხვაგვარად არის დარეგულირებული. 3.  ამ წესის განხორციელების მიზნით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა ქმნის „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის კომისიას“ (შემდგომში – კომისია) და ამტკიცებს მის დებულებას. მუხლი 2🔗. უსახლკარო პირად რეგისტრაციისა და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმები: ფიზიკური პირი (შემდგომში – პირი) უსახლკაროდ დარეგისტრირდება, თუ ის აკმაყოფილებს ყველა შემდეგ  კრიტერიუმს: ა) რეგისტრირებულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე; ბ) არ აქვს საკუთრების, მართლზომიერი მფლობელობისა თუ სარგებლობის უფლება საცხოვრებელ სადგომზე ან სხვა ფართზე; გ) საკუთრებაში, მართლზომიერ მფლობელობაში ან  სარგებლობაში არ აქვს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქონების გარდა სხვა უძრავი ქონება  ან, როცა პირს ასეთი ქონება გააჩნია და იგი ასაბუთებს, რომ აღნიშნული ქონება სხვა შემოსავლებთან ერთობლიობაში არ არის საკმარისი საცხოვრებლითა და საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფისათვის; დ)  არ აქვს შემოსავალი, ან შემოსავლის არსებობის შემთხვევაში, პირი  ასაბუთებს, რომ აღნიშნული შემოსავალი სხვა ქონებასთან ერთობლიობაში არ არის საკმარისი საცხოვრებლითა  და საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფისათვის; ე) არ ფიქსირდება მის მიერ სახელმწიფო საზღვრის ინტენსიური გადაკვეთა, გარდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული შემთხვევების გამო სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისა, რაც დასტურდება განმცხადებლის მიერ, შესაბამისი ცნობის წარმოდგენით. 2. უსახლკაროდ რეგისტრაცია შესაძლოა გამოირიცხოს ქონებრივი, საოჯახო ან/და სხვა, ისეთი გარემოებების გამოვლენისას, რომლებიც ადასტურებენ განმცხადებლის შესაძლებლობას უზრუნველყოფილი იყოს საცხოვრისით ან მის მიმართ მესამე პირის ვალდებულებას საცხოვრისით უზრუნველყოფაზე (გარდა იმ შემთხვევისა, როცა ამ ვალდებულების შესრულება სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებების გამო შეუძლებელია). უსახლკაროდ რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველია ასევე, ნებისმიერი ისეთი ფაქტის გამოვლენა, რომელიც ადასტურებს განმხცადებლის მხრიდან არასრული ან არასწორი ინფორმაციის მიწოდებას ან ნებისმიერ არაკეთილსინდისიერ ქმედებას, რომლის შედეგადაც განმცხადებელმა თავშესაფარი ფართის მიღების მიზნით, ხელოვნურად წარმოქმნა მისი უსახლკაროდ რეგისტრაციის საფუძველი. 3. უსახლკაროდ რეგისტრაცია უქმდება, თუ პირი აღარ აკმაყოფილებს ამ წესის მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული რეგისტრაციის კრიტერიუმებს. რეგისტრაციის გაუქმება იწვევს თავშესაფარი ფართით სარგებლობის შეწყვეტას. 4. უსახლკაროდ რეგისტრაცია, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისთვის არ წარმოშობს უსახლკაროდ რეგისტრირებულის თავშესაფარი ფართით რაიმე კონკრეტულ ვადაში აუცილებელი დაკმაყოფილების ვალდებულებას. უსახლკაროდ რეგისტრირებული პირის თავშესაფარი ფართით დაკმაყოფილება მოხდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის შესაძლებლობებისა და უსახლკარო პირთა თავშესაფარი ფართების არსებული რესურსის შესაბამისად. 5. თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფისთვის განისაზღვრება უსახლკაროდ რეგისტრირებულ პირთა რიგითობა: მათი  ქონებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი პირობების, ჯანმრთელობისა და სხვა ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშედარების საფუძველზე. ურთიერთშედარებას ექვემდებარება იმ პირთა მონაცემები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან უსახლკაროდ და ჯერ არ სარგებლობენ თავშესაფარი ფართით. ასეთ შემთხვევაში პრიორიტეტი  ენიჭებათ: ა) მკვეთრად ან მნიშვნელოვნად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვან პირებს და მათი ოჯახის წევრებს; ბ) ვეტერანს, რომელიც რეგისტრირებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში; გ) მარჩენალდაკარგულის სტატუსის მქონე პირს; დ)მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირს და მის არასრულწლოვან შვილ(ებ)ს; ე) მრავალშვილიან ოჯახს; ვ) „საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების დაწესების შესახებ“ საქართველოს კანონით საფუძველზე დაჯილდოებულ პირებს, ქალაქ თბილისის საპატიო მოქალაქის წოდების ან ქალაქ თბილისზე მზრუნველის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 დეკემბრის №16-39 დადგენილებით დამტკიცებულ „საპატიო წოდებებისა და ჯილდოების მინიჭების შესახებ“ დებულების საფუძველზე მინიჭებული სხვა სტატუსის მქონე  პირს. 6. უსახლკაროდ რეგისტრირებული პირის თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფა ხდება ფართის ოპტიმალური გადანაწილების პრინციპის საფუძველზე. ერთ ადამიანზე გასათვალისწინებელი საორიენტაციო საცხოვრებელი ფართი შეადგენს ექვს კვადრატულ მეტრს.  მუხლი 3🔗. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფარი ფართით უზრუნველოფის პროცედურა 1. პირმა თავშესაფარი ფართის მიღების მიზნით, უსახლკაროდ რეგისტრაციისთვის განცხადებით უნდა მიმართოს კომისიას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი განაცხადის ფორმით, რომელსაც თან უნდა ერთოდეს: ა) პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა/დაბადების მოწმობა  ან პასპორტი) ასლი; ბ) შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და სხვა) ასეთის არსებობის შემთხვევაში; გ) ნებისმიერი სხვა დოკუმენტი, რომელმაც შეიძლება დაადასტუროს უსახლკაროდ რეგისტრაციისთვის მოთხოვილი გარემოებების არსებობა ან/და განმცხადებლის მიერ მითითებული ინფორმაცია. 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში შემოსულ განცხადებებს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციასთან დაკავშირებით, განიხილავს კომისია ამ წესისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და იღებს ერთ-ერთ შემდეგ რეკომენდაციას: ა) უსახლკაროდ რეგისტრაციის თაობაზე; ბ) უსახლკაროდ რეგისტრაციაზე უარის თაობაზე; 3. პირის უსახლკაროდ რეგისტრაციაზე ან უსახლკაროდ რეგისტრაციაზე უარის თქმის თაობაზე, კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე გადაწყვეტილებას იღებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური (შემდგომში – სამსახური). 4. უსახლკაროდ რეგისტრაციის თაობაზე დადებითი რეკომენდაციის შემთხვევაში – კომისია გასცემს რეკომენდაციას: ა) უსახლკაროდ რეგისტრირებული პირის თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის შესახებ – ამ წესით დადგენილი პრიორიტეტების გათვალისწინებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიმდინარე შესაძლებლობებისა და არსებული რესურსების შესაბამისად. ბ)  რეგისტრირებული პირის მომლოდინეთა სიაში ჩასმის შესახებ – იმ შემთხვევაში, თუ პირი რეგისტრირდება უსახლკაროდ, მაგრამ მოცემულ ეტაპზე ვერ ხდება მისი დაკმაყოფილება თავშესაფარი ფართით. 5. კომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციის საფუძველზე, უსახლკაროდ რეგისტრირებული პირის თავშესაფარი ფართით დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა. დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ხდება უსახლკაროდ რეგისტრირებული პირის თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფა. 6.  კომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციის საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის გადაწყვეტილებით უსახლკაროდ რეგისტრირებულ პირს უწყდება თავშესაფარი ფართით სარგებლობის უფლება ან/და კომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციის საფუძველზე, სამსახურის გადაწყვეტილებით, უწყდება უსახლკაროდ რეგისტრაცია, თუ უსახლკაროდ რეგისტრირებული პირი ვეღარ აკმაყოფილებს ამ წესის მე-2 მუხლით განსაზღვრულ კრიტერიუმებს. 7. კომისია საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ 3 თვეში ერთხელ ამოწმებს, აკმაყოფილებს თუ არა თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფილი პირი ამ წესის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ უსახლკაროდ რეგისტრაციის კრიტერიუმებს. 8. თავშესაფარი ფართით სარგებლობის პირობები და წესი დგინდება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის განკარგულებით, რომლის დარღვევა შეიძლება გახდეს თავშესაფარი ფართით სარგებლობის შეწყვეტის საფუძველი. 9. უსახლკაროდ რეგისტრაციაზე უარის ან უსახლკაროდ რეგისტრაციის შეწყვეტის შემთხვევაში პირს, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, უფლება აქვს იმავე საკითხზე  განმეორებით მიმართოს კომისიას.  მუხლი 4🔗. გარდამავალი და დასკვნითი დებულებები თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის პრიორიტეტი ენიჭებათ ასევე „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონების ტერიტორიაზე საცხოვრებელ ფართებში უკანონოდ შესახლებული პირების რაიონის გამგეობების მიერ ბინის ქირით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2015 წლის 13 მაისის  №19.18.560 განკარგულების დანართით განსაზღვრულ პირებს, თუ ისინი აკმაყოფილებენ ამ დებულების მე-2 მუხლით გათვალისწინებულ, უსახლკაროდ რეგისტრაციის კრიტერიუმებს.