საპატიო წოდებებისა და ჯილდოების მინიჭების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №16-39 |
|
2014 წლის 5 დეკემბერი ქ. თბილისი |
|
2. საპატიო წოდებები და ჯილდოები ენიჭებათ:
ა) საქართველოს მოქალაქეებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტატის წინაშე გაწეული განსაკუთრებული დამსახურებისათვის. ქვეყნის აღმაშნებლობის საქმეში ხანგრძლივი და უმწიკვლო სამსახურისა და მაღალი პროფესიული ოსტატობისათვის. შესაბამის პროფესიულ სფეროში (დარგში) თავისი ხანგრძლივი ან/და წარმატებული საქმიანობის გამო, თბილისზე უანგარო ზრუნვისა და მისი განვითარების საქმეში შეტანილი გამორჩეული წვლილისთვის, ასევე თბილისელების ერთგული სამსახურისთვის;
ბ) უცხო ქვეყნის მოქალაქეებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებს - განსაკუთრებული დამსახურებისათვის საქართველოსა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის წინაშე თბილისთან მეგობრული კავშირების განმტკიცებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის.
3. საპატიო წოდებებისა და ჯილდოების მინიჭება შეუძლია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერს, მისივე ბრძანებით შექმნილი საპატიო წოდებებისა და ჯილდოების მინიჭების საბჭოს დასკვნის საფუძველზე.
ა) თბილისის საპატიო მოქალაქე;
ბ) თბილისზე მზრუნველი და სხვა.
ა) მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიითი შემადგენლობის 1/3-ს;
ბ) საკრებულოს თავმჯდომარეს;
გ) თბილისის მუნიციპალიტეტის მერს;
დ) საზოგადოებრივ გაერთიანებას და სხვა.
2. საბჭოს შემადგენლობას და საქმიანობას განსაზღვრავს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერი.
2. საპატიო წოდებისა და ჯილდოს მინიჭებისას პირს გადაეცემა შესაბამისი მოწმობა და მედალი ან სიმბოლური გასაღები (შემდგომში სიმბოლური გასაღები) წარწერით „თბილისის საპატიო მოქალაქე“.
3. საპატიო წოდებებისა და ჯილდოების მინიჭება და შესაბამისად მოწმობისა და ჯილდოს გადაცემა ხდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მიერ, დაწესებულ სახალხო დღესასწაულზე „თბილისობის“ ზეიმზე ყოველწლიურად ან წელიწადის ნებისმიერ დროს.
2. საპატიო წოდებებისა და ჯილდოების მინიჭების შესახებ ჩანაწერები კეთდება სპეციალურ წიგნში.