„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა სისტემის რეფორმის ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 ნოემბრის №1981 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2565
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.020415
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 08/12/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2565

2015 წლის 27 ნოემბერი

ქ. თბილისი

 „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა სისტემის რეფორმის ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 ნოემბრის №1981 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალ­დარ­­ღვევათა სისტემის რეფორმის ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 ნოემბრის №1981 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტისა და 29-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა სისტემის რეფორმის მიზნით შეიქმნას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა სისტემის რეფორმის ხელშემწყობი სამთავრობო კომისია (შემდგომში − კომისია) შემდეგი შემადგენლობით:

 

შალვა თადუმაძე

 

 

საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი, კომისიის თავმჯდომარე;

ალექსანდრე ბარამიძე

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე;

შალვა ხუციშვილი

ვალერი კვარაცხელია

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე;

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე;

გიორგი ბაქრაძე

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე;

მაია ბითაძე

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე;

ირაკლი ხმალაძე

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე;

ცოტნე ყავლაშვილი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე;

ნოდარ კერესელიძე

 

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე;

ბესიკ ლოლაძე

 

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე;

თამარ ხულორდავა

 

 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილე;

თენგიზ შერგელაშვილი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე.“.

 

 

  პრემიერ-მინისტრი                                                       ირაკლი ღარიბაშვილი