თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ანგარიში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ინფორმაციის თავისუფლების შესახებ დებულებების შესრულების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის
ანგარიში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის
ინფორმაციის თავისუფლების შესახებ დებულებების
შესრულების თაობაზე
საანგარიშო პერიოდის განმავლობაში თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოსულია 63 განცხადება .
თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობაში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე შენიშვნა და შესწორების შეტანის თაობაზე მოთხოვნა არ დაფიქსირებულა.
საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირია ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ნინო აფციაური.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად მიმდინარე წლის 10 დეკემბრამდე საჯარო ინფორმაციის გაცემაზე მუნიციპალიტეტის გამგეობაში შემოსული 57 მოთხოვნა იქნა დაკმაყოფილებული.
ესენია:
1. მოქალაქე იზოლდი მჭედიშვილის მოთხოვნა ა.ა.ი.პ. აკურის სამუსიკო სკოლაში შიდა აუდიტის მიერ შემოწმების შედეგის შესახებ;
2. ,,საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს’’ ზუგიდის რეგინალური წარმომადგენლობის კოორდინატორის არჩილ თოდუას მოთხოვნა 2014 წელს გამგეობის თანამშრომლებზე გაცემული პრემიების, ჯილდოს, დახმარების ან/და სახელფასო დანამატის შესახებ;
3. მოქალაქე ნინო პოპიაშვილის მოთხოვნა გამგეობაში განხორციელებული რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ;
4. მოქალაქე ნინო პოპიაშვილის მოთხოვნა მუნიციპალიტეტის გამგეობაში გათავისუფლებულთა შესახებ;
5. ,,ღია გარემოსდაცვითი სამოქალაქო ინიციატივის’’ კოორდინატორი კახეთის რეგიონში კახაბერ სუხიტაშვილის მოთხოვნა მდინარე სტორის ხეობაში სვიანას რეკრეაციული ზონის მოწყობასთან დაკავშირებით გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროდან მოღებული წერილების ასლები;
6. ,,ნაბიჯი მომავლისკენ’’ თელავის ოფისის კოორდინატორის კახი გემაზაშვილის მოთხოვნა 2015 წლის ბიუჯეტში ჯანდაცვის და სოციალურ საკითხებზე გათვალისწინებული ხარჯების შესახებ;
7. ,,ღია გარემოსდაცვითი სამოქალაქო ინიციატივის’’ კოორდინატორი კახეთის რეგიონში კახაბერ სუხიტაშვილის მოთხოვნა გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროდან მიღებული წერილების ასლები --- ,,ტორის’’ ხეობაში სვიანას რეკრეაციული ზონის მოწყობის საკითხთან დაკავშირებით;
8. მოქალაქე ნათია იზორიას მოთხოვნა ნაფარეულის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული ბაგა-ბაღის შენობის შესახებ;
9. ტელეკომპანია მაესტროს ცხრიანის კახეთის ბიუროს ჟურნალისტი ალეკო გეთიაშვილის მოთხოვნა გამგებელზე და საკრებულოს თავჯდომარეზე ბოლო ექვსი თვის განმავლობაშ გაცემული პრემიებისა და დანამატების შესახებ თოთოეული თვის მიხედვით;
10. მოქალაქე ვერა კობიაშილის მოთხოვნა მიეცეს ცნობა ლიკვიდირებულ თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობაში საკუთარი სამუშაო გამოცდილების შესახებ;
11. მოქალაქე ვერა კობიაშილის მოთხოვნ თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობაში თავისი სამუშაო გამოცდილების შესახებ;
12. მოქალაქე ნიკოლოზ შარვაშიძის მოთხოვნა 2014 წელს შალაურის ადმინისტრაციულ ერთეულში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების ჩამონათვალის, ბიუჯეტიდან დახარჯული თანხების და სამუშაოების შემსრულებელი კომპანიების შესახებ;
13. მოქალაქე იზოლდი მჭედიშვილის ა.ა.ი.პ. აკურის სამუსიკო სკოლის დირექტორის ახსნა-განმართებითი ბარათის მოთხოვნა;
14. ადვოკატ ალექსი ტუსნიაშვილის მოთხოვნა თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის თანამშრომლების შესახებ;
15. თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატის მერაბ თუშიშვილის მოთხოვნა ადმინისტრაციულ ერთეულებში გათვალისწინებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესახებ;
16. საინფორმაციო ცენტრების ქსელის რედაქტორის გელა მთივლიშვილის მოთხოვნა საქართველოს პარლამენტის წევრის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს განთავსების შესახებ;
17. ,,ტოლერანტობა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის’’ დირექტორის ეკატერინე ჭითანავას მოთხოვნა მუნიციპელიტეტის მიერ საპატრიარქოსა და რელიგიურ გაერთიანებებისთვის გადაცემული მატერიალური და არამატერიალური სიკეთის შესახებ;
18. საინფორმაციო ცენტრების ქსელის რედაქტორის გელა მთივლიშვილის მოთხოვნა მუნიციპალიტეტის მიერ სარესტორნო და სასტუმრო მომსახურებაზე გაწეული თანხების შესახებ 2013 წლის 1 იანვრიდან 2015 წლის მარტის ჩათვლით.
19. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თელავის ოფისის ხელმძღვანელის მარეხ მგალობლიშვილის მიერ მოთხოვილი ინფორმაცია კონკურსის ჩატარების შემდეგ დროებით მოვალეობის შემსრულებლად დანიშნული საჯარო მოხელეების რაოდენობის შესახებ;
20. ,,საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს’’ აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგაურის მოთხოვნა 2014 წელს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გაცემული შრომის ანაზღაურებისა და დასაქმებულთა შესახებ;
21. საინფორმაციო ცენტრების ქსელის რედაქტორის გელა მთივლიშვილის მოთხოვნა მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებული აუქციონების შესახებ 2015წლის 30 იანვრის N4 დადგენილების და 2015 წლის 27 თებერვლის N14 განკარგულების მიხედვით;
22. თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატის, ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ თავჯდომარის ზაქარია გრიშიკაშვილის მოთხოვნა 2015 წელს გაფორმებული ხელშეკრულებების შესახებ;
23. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თელავის ოფისის ხელმძღვანელი მარეხ მგალობლიშვილის მოთხოვნა 2015 წლის 1 აინვრიდან გამგეობაში გაცემული პრემიების შესახებ;
24. მოქალაქე ნინო პოპიაშვილის მოთხოვნა გამგეობაში დასაქმებულთა და კონკურსის გამოცხადების შესახებ 2015 წლის 25 ივნისის მდგომარეობით;
25. მოქალაქე ნინო პოპიაშვილის მოთხოვნა 2014 წლის 1 ოქტომბრიდან 2015 წლის 15 ივნისამდე გამოცხადებული კონკურსის შესახებ;
26. მოქალაქე თორნიკე გრიშკაშვილი მოთხოვნა თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 18 მარტის #26 განკარგულებით დამტკიცებული თელავის მუნიციოპალიტეტის გამგეობის საშტატო ნუსხა და საშტატო ნუსხაში შტატების რაოდენობის ზრდის შესახებ;
27. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მოთხოვნა მუნიციპალიტეტში არსებული ადმინისტრაციული ერთეულების შესახებ;
28. მოქალაქე ნიკოლოზ ვარდოშვილის მოთხოვნა მუნიციპალიტეტის გამგეობასა და შ.ს.ს. დაცვის პოლიციას შორის დადებული ხელშეკრულებების ასლები და ელექტრონული ტენდერის დოკუმენტაცია;
29. მოქალაქე თორნიკე გრიშკაშვილის მოთხოვნა თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის მთავარი სპეციალისტის ზურაბ ლაფერიშვილის გათავისუფლების და მის ადგილზე მოვალეობის შემსრულების დანიშვნის შესახებ;
30. რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მოთხოვნა გარემოსდაცვით საკითხებზე უფლებამოსილი პირების შესახებ;
31. თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატის, ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ თავჯდომარის ზაქარია გრიშიკაშვილის მოთხოვნა თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლებზე გაცემული პრემიებისა და სახელფასო დანამატების შესახებ;
32. ადვაკატ ზურაბ ბეგიაშვილის მოთხოვნა შ.პ.ს. ,,ვინივერიას’’ მიერ ,,შატო მერეს’’ მიმდებარე ტერიტორიაზე შენობა-ნაგებობის ექსპლოატაციის შესახებ;
33. თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატის, ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ თავჯდომარის ზაქარია გრიშიკაშვილის მოთხოვნა 2015 წელს ადმინისტრაციულ ერთეულებში განხორციელებული და მიმდინარე პროექტების შესახებ;
34. ,,სამოქალაქო აქტივობების ცენტრის აღმასრულებელი დირექოტორის’’ ეთერ ფანგანის მოთხოვნა თელავის მუნიციპალიტეტში არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების შესახებ, რომელიც უზრუნველყოფენ სოციალურად დაუცველ პირთა კვებას;
35. საინფორმაციო ცენტრების ქსელის რედაქტორის გელა მთივლიშვილის მოთხოვნა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განხორციელებული სამშენებლო პროექტების შესახებ;
36. საინფორმაციო ცენტრების ქსელის რედაქტორის გელა მთივლიშვილის მოთხოვნა 2013 წლის 1 იანვრიდან 2015 წლის 1 აგვისტომდე ფიზიკური პირების მიერ დასუფთავების გადასახადის შესახებ;
37. ,,ინფორმაციის თავისუფლების განვითარების’’ ინსტიტუტის დირექტორის გიორგი კლდიაშვილის მოთხოვნა მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ 2014 2015 წელს გაწეული ხარჯების შესახებ;
38. საინფორმაციო ცენტრების ქსელის რედაქტორის გელა მთივლიშვილის მოთხოვნა მუნიციპალიტეტის მიერ დაფინანსებული უფასო კვების პროგრამების შესახებ;
39. საინფორმაციო ცენტრების ქსელის რედაქტორის გელა მთივლიშვილის მოთხოვნა მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირებისა და სხვა საჯარო მოხელეების მივლინებით ყოფნის შესახებ;
40. თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი სესე ჩახუტაშვილის მოთხოვნა ართანის ადმინისტრაციულ ერთეულის სასმელი წყლის ანალიზის შესახებ;
41. საინფორმაციო ცენტრების ქსელის რედაქტორის გელა მთივლიშვილის მოთხოვნა 2015 წლის 1 იანვრიდან მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეების დაწინაურების შესახებ;
42. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თელავის ოფისის ხელმძღვანელი მარეხ მგალობლიშვილის მოთხოვნა მოსახლეობის რაოდენობის, ტურისტების რაოდენობის, ქუჩებისა და საზოგადოებრივი ტუალეტების რაოდენობის შესახებ;
43. საინფორმაციო ცენტრების ქსელის რედაქტორის გელა მთივლიშვილის მოთხოვნა მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების შესახებ;
44. თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატის მოთხოვნა 2015 წელს ტრაქტორ ,,კამაცუს’’ მიერ შესრულებული ყველა სახის სამუშაოს შესახებ;
45. ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ აღმასრულებელი დირექტორის მ/შ-ის სერგო რატიანის მოთხოვნა მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარის გამგებლის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტების, იურიდიული პირების, სახელმწიფო შესყიდვებით დადებული ხელშეკრულებების რაოდენობის შესახებ;
46. ,,დემოკრატიის ინსტიტუტის’’ აღმასრულებელი დირექტორის არჩილ ხახუტაიშვილის მოთხოვნა სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების შესახებ;
47. საინფორმაციო ცენტრების ქსელის რედაქტორის გელა მთივლიშვილის მოთხოვნა 2014 წლის 15 ივლისის შემდეგ მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლებისთვის შეძენილი მობილური ტელეფონების რაოდენობის შესახებ;
48. საინფორმაციო ცენტრების ქსელის რედაქტორის გელა მთივლიშვილის მოთხოვნა 2014 წლის 1 იანვრიდან მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობების შესახებ;
49. საინფორმაციო ცენტრების ქსელის რედაქტორის გელა მთივლიშვილის მოთხოვნა შიდა აუდიტის მიერ მონიტორინგის შედეგად ამსახველი ყველა შემაჯამებლი დოკუმენტის შესახებ;
50. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თელავის ოფისის ხელმძღვანელი მარეხ მგალობლიშვილის მოთხოვნა მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ სამეწარმეო იურიდიული პირის დაფუძნების შესახებ;
51. საინფორმაციო ცენტრების ქსელის რედაქტორის გელა მთივლიშვილის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია ,,სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს’’ შესახებ;
52. საინფორმაციო ცენტრ ,,16 100’’ -ის მენეჯერის ეკატერინე წიწრიაშვილის მოთხოვნა მუნიციპალიტეტის თანამშრომლების შესახებ;
53. საქართველოს რეგიუნული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მოთხოვილი ინფორმაცია წვევამდელების შესახებ;
54. ,,საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოს’’ რეგიონული ოფისების კოორდინატორის მალხაზ ჭკადუას მოთხოვნა 2014-2015 წლებში მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლებზე გაცემული პრემიების შესახებ;
55. საინფორმაციო ცენტრების ქსელის რედაქტორის გელა მთივლიშვილის მოთხოვნა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამების განთავსების შესახებ;
56. შ.პ.ს. ,,ვინივერიას’’ წარმომადგენლების პაატა გოგოლაძისა და ქეთევან ჭუაძის მოთხოვნა მიღებულია თუ არა ექსპლოატაციაში ღვინის ქარხნის შ.პ.ს. ,,ჯიველის’’ მიერ მშენებლობის ნებართვის ფარგლებში აშენებული შენობა-ნაგებობა;
57. საინფორმაციო ცენტრების ქსელის რედაქტორის გელა მთივლიშვილის მოთხოვნა შიდა აუდიტის სამსახურის საქმიანობის შესახებ;
საჯარო ინფორმაციის 3 (სამი) მოთხოვნას ეთქვა უარი დაკმაყოფილებაზე:
ესენია:
1. ა.ა.ი.პ. ,,ხალხის ხმა ხელისუფლებას’’ კავშირის თავჯდომარე გელა შაშიაშვილის მოთხოვნა წარმომადგენლობითი ხარჯებიდან საკვებ პროდუქტებზე გახარჯული თანხების შესახებ;
2. ,,საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირის’’ იურისტის ირაკლი პაპავას მოთხოვნა მუნიციპალიტეტის გამგებლის და თანამდებობის პირებზე გაცემული ნარკოლოგიური შემოწმების ცნობის შესახებ;
3. საინფორმაციო ცენტრების ქსელის რედაქტორის გელა მთივლიშვილის მოთხოვნა განხორციელებული პროექტების შესახებ.
საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის თაობაზე 3 (სამი) წერილზე ჩვენ მიერ წერილობით გაგზავნილია შუალედური პასუხი მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებით. საჭიროების თაობაზე (საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის ,,ა’’ პუნქტი), ვინაიდან მოთხოვნილი ინფორმაცია მოიცავს დიდი რაოდენობით ასლის გაგზავნის საჭიროებას, რაზეც პასუხი დღემდე არ მიგვიღია.
ესენია:
1. საინფორმაციო ცენტრების ქსელის რედაქტორის გელა მთივლიშვილის მოთხოვნა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესახებ;
2. ა.ა.ი.პ. საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციის თავჯდომარის თემურ ლაჭყეპიანის მოთხოვნა მუნიციპალიტეტში წარმოებული ყველა დოკუმენტაციის ასლის გამოთხოვის თაობაზე.
3. საინფორმაციო ცენტრების ქსელის რედაქტორის გელა მთივლიშვილის მოთხოვნა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესახებ.