სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის 2015 წლის ანგარიში საჯარო ინფორმაციის გაცემის მდგომარეობის შესხებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№09/12/2015
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/12/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის 2015 წლის ანგარიში საჯარო ინფორმაციის გაცემის მდგომარეობის შესახებ

 

საანგარიშო პერიოდში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა საქმიანობას ახორციელებს საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობის საფუძველზე, მათ შორის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ნორმების მოთხოვნათა თანახმად.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, წარმოგიდგენთ ანგარიშს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობაში საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე:

ა) 2015 წლის საანგარიშო პერიოდში წარმომადგენლობაში საჯარო ინფორმაციის გაცემის თხოვნით შემოვიდა 210 წერილი, საჯარო ინფორმაციის შესწორების შეტანის მოთხოვნით - 0;

ბ) დადებითი პასუხით დაკმაყოფილდა 210 წერილი;

გ) წარმომადგენლობას გააჩნია მონაცემთა ბაზა, რომელიც შეიცავს წარმომადგენლობის მოხელეთა პერსონალურ მონაცემებს, ასევე ბაზა, რომელიც შეიცავს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ პერსონალურ მონაცემენს, აღნიშნულ ბაზაზე წვდომა გააჩნიათ წარმომადგენლობის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;

დ) საანგარიშო პერიოდისთვის წარმომადგენლობაში დასაქმებულთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მოთხოვნების დარღვევისა და პასუხისმგებელ პირებზე შესაბამისი დისციპლინური სახდელის დადების ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

ე) წარმომადგენლობამ საჯარო ინფორმაცია გასცა უსასყიდლოდ;

ვ) გადაწყვეტილების მიმღები საჯარო მოსამსახურე – სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის აპარატის უფროსი, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი –  ბესიკ გეგია;

 

ხელმძღვანელის მოვალეობის

შემსრულებელი                                                                      ალექსანდრე ჩიკვაიძე