აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის 2015 წლის ანგარიში საჯარო ინფორმაციის გაცემის მდგომარეობის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
მთავრობის წარმომადგენლობის 2015 წლის ანგარიში საჯარო ინფორმაციის გაცემის მდგომარეობის შესახებ
საანგარიშო პერიოდში აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა საქმიანობას ახორციელებდა საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობის საფუძველზე, მათ შორის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ნორმების მოთხოვნათა თანახმად.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, წარმოგიდგენთ ანგარიშს აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობაში საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე:
ა) 2013 წლის საანგარიშო პერიოდში წარმომადგენლობაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოვიდა 185 (ას ოთხმოცდახუთი) წერილი, საჯარო ინფორმაციის შესწორების შეტანის მოთხოვნით - 0;
ბ) დადებითი პასუხით დაკმაყოფილდა 185 (ასოთხმოცდახუთი) წერილი, ხოლო უარყოფითი პასუხით 0;
გ) წარმომადგენლობას გააჩნია მონაცემთა ბაზა, რომელიც შეიცავს წარმომადგენლობის მოხელეთა პერსონალურ მონაცემებს, ასავე ბაზა, რომელიც შეიცავს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ პერსონალურ მონაცემებს, აღნიშნულ ბაზებზე წვდომა გააჩნიათ წარმომადგენლობის შესაბამისს სტრუქტურულ ერთეულებს (ხელმძღვანელებს);
დ) საანგარიშო პერიოდში წარმომადგენლობის თანამშრომლებს არ დაურღვევიათ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები, შესაბამისად არ მომხდარა დისციპლინური სახდელის დადება;
ე) წარმომადგენლობამ საჯარო ინფორმაცია გასცა უსასყიდლოდ.
ვ) გადაწყვეტილების მიმღები საჯარო მოსამსახურე – აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის აპარატის უფროსის მოადგილე, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი – ლევან ბარათელი.
წარმომადგენლობის ხელმძღვანელი დემურკეკელია