საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ანგარიში
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III თავის (ინფორმაციის თავისუფლება) მოთხოვნათა შესრულების შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III თავის 49-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (შემდგომში – კომისია) მიერ შესწავლილ და გაანალიზებულ იქნა კომისიაში ინფორმაციის თავისუფლების უზრუნველყოფის, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, აგრეთვე ამავე კოდექსის მე-40 მუხლით გათვალისწინებული საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულების შესრულებისა და კოდექსში მითითებული ვადების დაცვის მდგომარეობა.
საანგარიშო პერიოდად აღებულია2014წლის 1დეკემბრიდან2015წლის1 დეკემბრამდე პერიოდი.
საანგარიშო პერიოდში კომისიაში საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე შემოვიდა სულ 76 წერილობითი მოთხოვნა, აქედან სრულად დაკმაყოფილდა 48, ნაწილობრივ – 23 და არ დაკმაყოფილდა – 5. ნაწილობრივ დაკმაყოფილება გამოწვეული იყო მოთხოვნილი ინფორმაციების კომისიაში არ არსებობით,ცალკეული ინფორმაციის კონფიდენციალურობით და გაურკვეველი მოთხოვნით, ხოლო უარის თქმა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე – ასევე მოთხოვნილი ინფორმაციების კომისიაში არარსებობით ან შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობით.
„საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში არსებული საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის განსაზღვრის შესახებ“საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის 2014 წლის3 იანვრის №3 ბრძანების შესაბამისად, კომისიაში არსებული საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირად განისაზღვრა კომისიის აპარატის ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების დეპარტამენტის დირექტორი ელეონორა ლაგვილავა. საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნასთან დაკავშირების საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირი აწარმოებდა როგორც კომისიის ელექტრონული ფოსტით (publicinfo@gnerc.org), ასევე კანცელარიით საჯარო ინფორმაციის გაცემის ან განმარტების მოთხოვნის თაობაზე შემოსული წერილების რეესტრს.
რაც შეეხება საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნათა რაოდენობას, საანგარიშო პერიოდში მსგავსი მოთხოვნის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
საანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციასთან დაკავშირებით კომისიაში შემოსული 76 (სამოცდათექვსმეტი) კორესპონდენციიდან მოთხოვნილი იყო:
● საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს მიერ17.12.2014წ. №6444/01 წერილით – „ელექტროენერგიის გატარების ტარიფების შესახებ“ კომისიის 06.07.2007წ. №11 და „ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიების მომხმარებლების მიერ ინდივიდუალური მრიცხველის გარეშე მოხმარებული
ელექტროენერგიის რაოდენობის განსაზღვრის დროებითი წესის დამტკიცების შესახებ“ კომისიის 30.05.2007წ. №9 დადგენილებების მიღებასთან დაკავშირებული მასალები – უფლებამოსილ პირთა განცხადებები, კომისიის სხდომის ოქმები, გადაწყვეტილებები და სხვა დოკუმენტები
(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად);
12.10.2015წ.№7840/01წერილით –ინფორმაცია იმის თაობაზე,კომისიის მიერ მიღებულია თუ არა გადაწყვეტილება სს „თელასსა“ და შპს „მარტვილს“ შორის არსებულ დავაზე, რომელიც ეხება სს „თელასის“ წარმომადგენლების მიერ 2003 წლის 28 ნოემბერს შპს „მარტვილის“ მიმართ ჩატარებული ელექტროენერგიის აღრიცხვიანობის შემოწმების შედეგად შედგენილ №010047 აქტს და მის საფუძველზე დამატებით დარიცხულ თანხას. კომისიაში ამ გადაწყვეტილების არსებობის შემთხვევაში ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლი და სადავო საკითხთან დაკავშირებით კომისიაში არსებული სრული დოკუმენტაცია, მათ შორის, მოდავე მხარეების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების და კომისიაში შემოსული და გასული წერილების დამოწმებული ასლები
(მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. განემარტა, რომ კომისიას აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია და შპს „მარტვილის“ მიერ კომისიაში შემოტანილი განცხადება და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია კომისიაში არ იძებნება, რის გამოც კომისია მოკლებულია შესაძლებლობას, მიაწოდოს მოთხოვნილი ინფორმაცია);
02.11.2015წ. №8557/01 წერილით – ინფორმაცია იმის თაობაზე, კომისიის მიერ სს„თელასსა“ და შპს „მარტვილს“ შორის არსებულ დავაზე 2004 წლიდან დღემდე მიღებულია თუ არა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (გადაწყვეტილება).ერთ-ერთი მოდავე მხარის მიერ საქმეზე წარმოდგენილი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2005 წლის 26 იანვრის №4/02-6/5-57 წერილი, რომელიც ეხება აღნიშნულ დავას, წარმოადგენს თუ არა აღნიშნულ საკითხზე კომისიის გადაწყვეტილებას და წერილში დაფიქსირებული კომისიის მოთხოვნების შესრულება რამდენად სავალდებულო იყო სს„თელასის“ მიერ
(მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. განემარტა, რომ კომისიას აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილება 2004 წლიდან დღემდე არ მიუღია. რაც შეეხება 2005 წლის 26 იანვრის №4/02-6/5-57 წერილს, იგი არ წარმოადგენს კომისიის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.მსგავსი ხასიათის წერილები წარმოადგენდა ე.წ.„სარეკომენდაციო ხასიათის მითითებას“,რომლის შეუსრულებლობის შემთხვევაში დავა შეიძლებოდა განხილულიყო კომისიის საჯარო სხდომაზე, ხოლო ზეპირი მოსმენის შედეგად კომისიას, როგორც კოლეგიურ ორგანოს, შეეძლო გამოეცა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი როგორც რეკომენდაციაში მითითებული საფუძვლებით, ასევე მისგან განსხვავებულით);
● საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მხარდაჭერის დეპარტამენტის მიერ
19.02.2015წ. №1215/01 წერილით – ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების ტარიფების შესახებ ინფორმაცია
(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად);
13.11.2015წ. №9005/01წერილით –ინფორმაცია სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების, ბუნებრივი
აირის გამანაწილებელ ქსელზე მიერთებისა და ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის 10 პრიმა მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით შესყიდვის უზრუნველსაყოფად ზემოაღნიშნული მიმწოდებელი ლიცენზიატი კომპანიების შესახებ, რომელთაც გააჩნიათ შესაბამისი მომსახურების მიწოდების ვალდებულება, ყოველი კომპანიის მომსახურების გაწევის ტერიტორიული ფარგლების,ლიცენზირებული საქმიანობის ვადის დასრულების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესახებ ინფორმაცია, ასევე იმის თაობაზე, არსებობს თუ არა რომელიმე კონკრეტულ ტერიტორიაზე ალტერნატიული ლიცენზიატი პირი
(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად);
26.11.2015წ. №9602/01წერილით –ინფორმაცია სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ ბუნებრივი აირის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების,„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო შესყიდვის უზრუნველსაყოფად,გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში ლიცენზიატი კომპანიის შესახებ, რომელსაც გააჩნია შესაბამისი მომსახურების მიწოდების ვალდებულება, ლიცენზიატის საქმიანობის ვადის დასრულების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესახებ ინფორმაცია, ასევე იმის თაობაზე, არსებობს თუ არა ზემოაღნიშნულ სოფელში ალტერნატიული ლიცენზიატი
(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად);
● სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის მიერ
30.11.2015წ. №9735/01 წერილით – ინფორმაცია ელექტროენერგიის გამანაწილებელი ლიცენზიატების (სს „თელასი“,სს „ენერგო-პრო ჯორჯია“, სს „კახეთის ენერგოდისტრიბუცია“) SAIDI-სა და SAIFI-ს მაჩვენებლების შესახებ ქალაქების, დაბებისა და სოფლების ტერიტორიებისათვის ცალ-ცალკე, ძაბვის საფეხურებისა და წყვეტის ტიპების მიხედვით 2011-2015 წლებში თვეების მიხედვით
(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად);
● საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის მიერ 01.07.2015წ.
№4980/01 წერილით – ინფორმაცია, თუ რა ინვესტიციები აქვს განხორციელებული„ხრამი 1“-სა და „ხრამი 2“-ს და სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“, იყო თუ არა საქართველოს ენერგეტიკულ სივრცეში სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ შემოსვლამდე ტარიფის გაძვირება გამართლებული, სახელმწიფო ჰესებისთვის სარეაბილიტაციო თანხები სახელმწიფო ბიუჯეტიდან სესხად აღებული და ამ სესხის მომსახურება ხომ არ იყო ამ ჰესებისთვის ტარიფის გაზრდის მიზეზი
(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად);
●საქართველოს პარლამენტის აპარატის მიერ 23.10.2015წ. №8253/01წერილით –ინფორმაცია კომისიის თავმჯდომარისა და წევრების ყოველთვიური სარგოს შესახებ
(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად);
● საქართველოს პარლამენტის წევრ თ. მაისურაძის მიერ 12.11.2015წ. №8949/01 წერილით – განმარტება იმის თაობაზე,თუ რომელი დოკუმენტები არეგულირებს მომხმარებლისათვის ელექტროენერგიის ძაბვისა და სიხშირის მიწოდებას, არსებობს თუ არა სტანდარტი, რომელიც არეგულირებს, თუ რა სახის სტანდარტი უნდა მიეწოდოს მომხმარებელს, თუ არსებობს ისეთი რეგულაცია, რომელიც შეეხება არასტანდარტული პროდუქტის მიწოდებას, რომელი დოკუმენტი არეგულირებს ამ ხასიათის მომსახურებას და რა ვალდებულებები და პასუხისმგებლობა(საჯარიმო სანქციები)ეკისრება მიმწოდებელს
(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად);
● ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის მიერ 10.02.2015წ. №959/01 წერილით – მოსახლეობისთვის დადგენილი ტარიფები ელექტროენერგიისა და გაზის მოხმარებაზე, მიწოდებული გაზის არარეგულირებული ტარიფი,მოსახლეობისთვის მიწოდებული ელექტროენერგიისა და გაზის ოდენობა, მოსახლეობაზე დარიცხული გადასახადის ოდენობა და რეალურად მიღებული გადახდილი თანხა (გაზისა და ელექტროენერგეტიკის სექტორში),ელექტროენერგეტიკისა და გაზის სექტორში განხორციელებული ინვესტიციების ოდენობა 2000 წლიდან დღემდე
(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად);
● ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის„ლანჩხუთი ევროატლანტიკური მომავლისთვის“ მიერ 02.09.2015წ. №6841/01 წერილით – ინფორმაცია, თუ რომელი სამართლებრივი აქტითაა განსაზღვრული ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში საყოფაცხოვრებო მოხმარების და სასმელი წყლის ტარიფი, რამდენს შეადგენს ის და რა სახის გათვლის შედეგად არის მიღებული
(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად);
● შპს „საქართველოს ფოსტის“ მიერ 16.03.2015წ. №1864/01 წერილით – საქართველოში ყველა იმ კომპანიის მონაცემი, რომლებიც კომისიისგან მინიჭებულ რეჟიმში ახორციელებენ ენერგო- და წყალმომარაგებასთან დაკავშირებულ მომსახურებას
(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად);
● საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მიერ 07.05.2015წ. №3458/01 წერილით – სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ სატარიფო განაცხადი, თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად
(მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: უარი ეთქვა მხოლოდ კომერციულ საიდუმლოებად მიჩნეული ინფორმაციისა და სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაციიდან ღიად მიჩნეული ინფორმაციის გაცემაზე, რომელიც საჯაროდ ხელმისაწვდომი გახდებოდა შესაბამისი გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის გასვლის – 2015 წლის 1 ივნისის შემდეგ, თუ ინფორმაციის წარმდგენი პირი ამ ვადის გასვლამდე სასამართლოში არ გაასაჩივრებდა ინფორმაციის ღიაობის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას);
07.05.2015წ. №3459/01 წერილით – შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სატარიფო განაცხადი, თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად
(მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: უარი ეთქვა მხოლოდ კომერციულ საიდუმლოებად მიჩნეული ინფორმაციისა და შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაციიდან ღიად მიჩნეული ინფორმაციის გაცემაზე, რომელიც საჯაროდ ხელმისაწვდომი გახდებოდა შესაბამისი გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის გასვლის – 2015 წლის 2 ივნისის შემდეგ, თუ ინფორმაციის წარმდგენი პირი ამ ვადის გასვლამდე სასამართლოში არ გაასაჩივრებდა ინფორმაციის ღიაობის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას);
04.08.2015წ. №6072/01 წერილით – სს „თელასის“ სატარიფო განაცხადი, რომლის საფუძველზეც კომისიის 2015 წლის 31 ივლისის № 41/3 გადაწყვეტილებით დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოსაცემად
(მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: უარი ეთქვა მხოლოდ კომერციულ
საიდუმლოებად მიჩნეული ინფორმაციისა და სს „თელასის“ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციიდან ღიად მიჩნეული ინფორმაციის გაცემაზე,
რომელიც საჯაროდ ხელმისაწვდომი გახდებოდა შესაბამისი გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ);
ლიცენზიებისა და ნებართვების მფლობელი პირების მიერ:
● შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ მიერ
28.11.2014წ. №6015/01 წერილით – კომისიის 2014 წლის 13 და 20 ნოემბრის სხდომების ოქმებიდან ამონარიდები მოქალაქე ზვიად ქორიძესა და შპს ,,ყაზტრანსგაზ-თბილისს“ შორის არსებული დავის შესახებ
(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად);
05.12.2014წ. №6155/01 წერილით – კომისიის 2014 წლის 27 ნოემბრის სხდომაზე შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ მონაწილეობით განხილული საქმეების საოქმო და აუდიოჩანაწერი
(მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: სხდომის ოქმის აუდიოჩანაწერის სახით მიწოდებაზე განემარტა, რომ მის წარმოებას არც ერთი ნორმატიული აქტი არ ითვალისწინებს, რის გამოც კომისია მოკლებულია შესაძლებლობას, მიაწოდოს აღნიშნული ჩანაწერი);
30.01.2015წ. №640/01 წერილით – შპს „ალაზან 1“-სა და შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისს“ შორის არსებულ დავაზე კომისიის 2015 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილება, სხდომის აუდიო და საოქმო ჩანაწერი; შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ მიმართ მოქ. დ. ქოქიაშვილისა და მოქ. დ. ახვლედიანის დავებზე კომისიის 2015 წლის 15 იანვრის გადაწყვეტილებები, სხდომების აუდიო- და საოქმო ჩანაწერები
(მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: სხდომების ოქმების აუდიოჩანაწერის სახით მიწოდებაზე განემარტათ, რომ მის წარმოებას არც ერთი ნორმატიული აქტი არ ითვალისწინებს, რის გამოც კომისია მოკლებულია შესაძლებლობას, მიაწოდოს აღნიშნული ჩანაწერი);
20.02.2015წ. №1270/01 წერილით – შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ წერილის დანართში მითითებული მომხმარებლების თაობაზე, 211 (ორას თერთმეტ) სუბიექტსა და შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისს“ შორის დავის საკითხზე კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები
(მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ზოგიერთი საქმის წარმოებაში არსებობის და ნაწილის – დაუზუსტებლობის გამო: მიეწოდა ინფორმაცია 122 (ას ოცდაორ) სუბიექტთან/მოქალაქესთან დავის საკითხზე კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებისა და ზოგიერთი საქმის წარმოებაში არსებობის თაობაზე, ხოლო დანარჩენი აბონენტების შესახებ ეთხოვათ მოთხოვნის დაზუსტება – მათი სრული სახელისა და გვარისა და კომისიაში თითოეული საქმის გადმოგზავნის პერიოდის მითითება. სხდომების ოქმების აუდიოჩანაწერის სახით მიწოდებაზე განემარტათ, რომ მის წარმოებას არც ერთი ნორმატიული აქტი არ ითვალისწინებს, რის გამოც კომისია მოკლებულია შესაძლებლობას, მიაწოდოს აღნიშნული ჩანაწერი);
● სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ
17.12.2014წ. №6445/01 და 15.01.2015წ. №230/01 წერილებით – კომისიის 2014 წლის 31 ოქტომბრის, 13, 20 და 27 ნოემბრის, 4 და 11 დეკემბრის სხდომების ოქმების ასლები, მათ შორის, კომისიის სხდომების მიმდინარეობის აუდიო-ვიდეო მასალები შპს „ვტდ“-სა და სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ შორის დავის საკითხზე
(მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სხდომების ოქმების აუდიო- და ვიდეოჩანაწერის სახით მიწოდებაზე განემარტათ, რომ მის წარმოებას არც ერთი
ნორმატიული აქტი არ ითვალისწინებს, რის გამოც კომისია მოკლებულია შესაძლებლობას, მიაწოდოს აღნიშნული ჩანაწერი);
15.05.2015წ. №3591/01 წერილით – 2015 წლის 7 მაისის კომისიის საჯარო სხდომის საოქმო ჩანაწერი სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე
(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად);
31/07.2015წ. №5947/01 წერილით – „ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ კომისიის
2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ (შპს
„ჯიფაუერისთვის“ ელექტროენერგიის ტარიფების დადგენის თაობაზე) კომისიის 2015 წლის 22 ივლისის, „ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ (სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის შესასყიდი ზღვრული ტარიფის კორექტირების თაობაზე) კომისიის 2015 წლის 23 ივლისის, სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ 2014 წელს განხორციელებულ ზოგიერთ საინვესტიციო პროექტზე ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების შესახებ საექსპერტო დასკვნების წარმოდგენის თაობაზე კომისიის 2015 წლის 24 ივლისის სხდომების ოქმების ასლები და აუდიო-ვიდეო ჩანაწერები
(მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: სხდომების ოქმების აუდიო- და ვიდეოჩანაწერის სახით მიწოდებაზე განემარტათ, რომ მის წარმოებას არც ერთი ნორმატიული აქტი არ ითვალისწინებს, რის გამოც კომისია მოკლებულია შესაძლებლობას, მიაწოდოს აღნიშნული ჩანაწერი);
● სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ
14.01.2015წ. №213/01 წერილით – სადისტრიბუციო ენერგოკომპანიების (სს „თელასი“, სს
„ენერგო-პრო ჯორჯია“, სს „კახეთის ენერგოდისტრიბუცია“) მიერ მოწოდებული ინფორმაცია ელექტროენერგიისა და აბონენტების რაოდენობების შესახებ, საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო სექტორების მიხედვით
(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად);
10.03.2015წ. №1709/01 წერილით – კომისიის 2014 წლის 17 აპრილის №10 დადგენილებით დამტკიცებულ „ქსელის წესებში“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე ადმინისტრაციულ წარმოებასთან დაკავშირებით კომისიის დადგენილების პროექტზე წერილობითი შენიშვნების/მოსაზრებების მიწოდება
(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად);
● შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ
12.03.2015წ. №1771/01 წერილით – შპს „კახელებსა“ და შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ შორის და მოქალაქე ე. ძამაშვილსა და შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ შორის არსებულ დავებზე კომისიის 2015 წლის 12 თებერვლისა და 26 თებერვლის სხდომების ოქმები
(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად);
19.05.2015წ. №3724/01 წერილით – შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისთვის“ წყალმომარაგების ტარიფის დადგენასთან დაკავშირებით კომისიის 18.05.2015 წ. დადგენილებაზე განმარტებითი ბარათის ასლი
(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად);
21.05.2015წ. №3749/01 წერილით – შპს „მცხეთის წყლისთვის“ წყალმომარაგების ტარიფის დადგენასთან დაკავშირებით კომისიის 20.05.2015წ. დადგენილებაზე განმარტებითი ბარათის ასლი
(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად);
25.05.2015წ. №3865/01 წერილით – შპს „მცხეთის წყლისთვის“ წყალმომარაგების ტარიფის დადგენასთან დაკავშირებით საჯარო წარმოების მასალები და კომისიის
20.05.2015 წ. საჯარო სხდომის ოქმი
(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად);
● სს „ჯიფაუერის“ მიერ 01.06.2015წ. №3984/01 წერილით – შპს „ჯიფაუერის“ მიერ 2015 წლის 22 მაისის №5006798 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე კომისიის 2015 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით კომისიის 2015 წლის 28 მაისის სხდომის საოქმო ჩანაწერი
(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად);
● სს „მტკვარი ენერგეტიკის“ მიერ 05.08.2015წ. №6134/01 წერილით – „მტკვარი ენერგეტიკის“ კუთვნილი მე-9 ენერგობლოკისათვის დადგენილი გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების ზღვრული ტარიფის (ზედა ზღვარი) დეტალური გაანგარიშებები, რომელიც დადგინდა „ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კომისიის 2015 წლის 22 ივლისის №17 დადგენილებით
(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად);
● სს „თელასის“ მიერ 10.11.2015წ. №8896/01 წერილით – სს „თელასის“ სახელზე 1998 წლის
28 დეკემბერს გაცემული განაწილების ლიცენზია №3/01 დანართებითურთ, დამოწმებული სახით
(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად);
● შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ მიერ 27.11.2015წ. №9650/01 წერილით – შპს „ბიდიოს“ მიერ მომზადებული ანგარიში შეთანხმებული პროცედურების შესახებ შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ რეგულირებადი აქტივების ღირებულების განსასაზღვრად 2014 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით
(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად);
საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ:
● ა(ა)იპ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მიერ
28.11.2014წ. №6006/01 წერილით – განმარტება სს „თელასის“ ქსელზე ახალ აბონენტად მიერთების შესახებ
(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად);
15.10.2015წ. №7973/01 წერილით – ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რა მოცულობას შეადგენს 2005-2015 წლებში საქართველოს ბუნებრივი აირის მთლიანი მოხმარება (წლების მიხედვით); რა ოდენობას შეადგენს 2005-2015 წლებში საქართველოს ბუნებრივი აირის იმპორტის მთლიანი მოცულობა (თითოეული მომწოდებლიდან მიღებული მოცულობის შესახებ ცალ-ცალკე, წლების მიხედვით); რა არის იმპორტირებული კუბური მეტრი ბუნებრივი აირის ღირებულება (ჩაშლილად, ცალ-ცალკე თითოეული მომწოდებლის და წლების მიხედვით); ახორციელებს თუ არა „გაზპრომი“ საქართველოში ბუნებრივი აირის იმპორტს, თუ კი, მიეწოდოს ასევე ინფორმაცია მოწოდებული ბუნებრივი აირის მოცულობისა და კუბური მეტრის ღირებულების შესახებ (რუსეთიდან სომხეთში განხორციელებული ბუნებრივი აირის ტრანზიტიდან მიღებული მოცულობის ჩათვლით)
(მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მხოლოდ იმპორტირებული ბუნებრივი
აირის ღირებულების შესახებ ინფორმაციის გაცემაზე ეთქვა უარი იმ მოტივით, რომ იმპორტის განმახორციელებელი პირების მოთხოვნის შესაბამისად და
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ნორმების გათვალისწინებით, კომისიის სხვადასხვა გადაწყვეტილების თანახმად, ეს ინფორმაცია ცნობილია კომერციულ საიდუმლოებად, რის გამოც კომისია შეზღუდულია კანონით, გასცეს კომერციულ საიდუმლოებად მიჩნეული ინფორმაცია);
23.10.2015წ. №8252/01 წერილით – ინფორმაცია იმის თაობაზე, არსებობს თუ არა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში სტრუქტურა, რომელიც „ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ და „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონების თანახმად, კომისიაში დასაქმებული საჯარო მოხელეების ინტერესთა შეუთავსებლობის საკითხების შესწავლითაა დაკავებული; ასეთი სტრუქტურის არსებობის შემთხვევაში მიეწოდოს მისი დებულება, ასევე ინფორმაცია, როდის შეიქმნა ის და სტრუქტურის ჩამოყალიბებიდან დღემდე ინტერესთა შეუთავსებლობის რა ტიპის და რამდენი შემთხვევაა გამოვლენილი; ხოლო აღნიშნული სტრუქტურის არარსებობის შემთხვევაში განემარტოს, თუ რომელ უწყებას ევალება აღნიშნული საკითხების შესწავლა და თავად მარეგულირებელ კომისიაში რატომ არ არსებობს ამ საკითხების შემსწავლელი სამსახური; 2010-2015 წლებში კომისიაში „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული არასათანადო ზემოქმედებისა და არასამართლებრივი ჩარევის ან ამგვარი ზემოქმედების და ჩარევის მცდელობის რამდენი შემთხვევა დაფიქსირდა, კომისიაში ასევე ამ მიზეზით რამდენი გადაწყვეტილება გამოცხადდა ბათილად; „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლით განსაზღვრული ეთიკის ნორმების დარღვევის რამდენი შემთხვევა დაფიქსირდა კომისიაში 2010-2015 წლებში – წლების მიხედვით, შესაბამისი დარღვევის, კანონის ქვეპუნქტის მითითებით
(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად);
● ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ მიერ
16.03.2015წ. №1863/01 წერილით – 2014 წელს კომისიის წევრებსა და აპარატის თანამშრომლებზე დარიცხული პრემიებისა და სახელფასო დანამატის ოდენობის შესახებ; კომისიის თავმჯდომარეზე პრემიებისა და სახელფასო დანამატის გაცემის შესახებ სამართლებრივი აქტების ასლები; 2014 წელს გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯების შესახებ, კონკრეტული ღონისძიებების ჩამონათვალის, თითოეულზე დახარჯული თანხის, ღონისძიების ჩატარების დროისა და ადგილის მითითებით; 2014 წელს კომისიის წევრების მიერ როუმინგულ მომსახურებაზე გაწეული ხარჯების შესახებ; 2014 წელს კომისიის წევრების ქვეყნის გარეთ განხორციელებულ ოფიციალურ და სამუშაო ვიზიტებზე გაწეული სამივლინებო ხარჯების შესახებ, მივლინების თარიღის, მივლინების მიზნისა და ქვეყნის მითითებით; 2014 წელს გადაუდებელი აუცილებლობით განხორციელებული შესყიდვების სიის შესახებ, შესყიდვის სახეობის, მოცულობის, ობიექტისა და თანხის მითითებით; 2015 წელს კომისიის უფლებამოსილი პირის სამსახურებრივი ელექტრონული ფოსტიდან გადაუდებელი აუცილებლობით განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული მიმოწერის შესახებ;
2014 წელს ავტომობილების შესყიდვის, ავტოსატრანსპორტო საშუალებების იმავე ან გაუმჯობესებული პარამეტრების მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ჩანაცვლების შესახებ; 2014 წელს განხორციელებული აუდიტორული შემოწმების აქტები; გენდერულ ჭრილში შტატით გათვალისწინებულ და შტატგარეშე თანამშრომელთა რაოდენობა; ხელმძღვანელ პოზიციებზე დასაქმებულთა რაოდენობა
გენდერულ ჭრილში; 2014 წელს გათავისუფლებულ თანამშრომელთა რაოდენობის შესახებ, გათავისუფლების მიზეზების მითითებით
(მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, უარი ეთქვა მხოლოდ სახელფასო დანამატთან, 2015 წელს კომისიის უფლებამოსილი პირის სამსახურებრივი ელექტრონული ფოსტიდან გადაუდებელი აუცილებლობით განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვებთან, ავტომობილების შესყიდვასა და ჩანაცვლებასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდებაზე, განემარტა, რომ აღნიშნული ინფორმაცია კომისიაში არ არსებობს);
24.08.2015წ. №6579/01 წერილით – კომისიის გამგებლობაში არსებული მონაცემთა ბაზებისა და რეესტრების ჩამონათვალი და მათი აღწერილობა; კომისიის ვებგვერდზე განთავსებული მონაცემთა ბაზებისა და რეესტრების ჩამონათვალი; კომისიის მიერ ღია მონაცემების პორტალზე - data.gov.ge განთავსებული მონაცემთა ბაზებისა და რეესტრების ჩამონათვალი; კომისიის გამგებლობაში არსებული მონაცემთა ბაზებისა და რეესტრების ღია მონაცემების პორტალზე - data.gov.ge განთავსებასთან დაკავშირებით სსიპ მონაცემთა გაცვლის სააგენტოსთან არსებული მიმოწერის ასლები; კომისიის გამგებლობაში არსებული მონაცემთა ბაზებისა და რეესტრების ჩამონათვალი, რომელიც განთავსებულია ინფორმაციის ერთიან სახელმწიფო რეესტრში; ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად 2012-2015 წლებში სსიპ მონაცემთა გაცვლის სააგენტოსთან გაგზავნილი შეტყობინებების ასლები; ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად 2012-2015 წლებში სსიპ მონაცემთა გაცვლის სააგენტოსთან გაგზავნილი შეტყობინებების ასლები; ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად 2012-2015 წლებში სსიპ მონაცემთა გაცვლის სააგენტოდან მიღებული რეკომენდაციების ასლები
(მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, უარი ეთქვა მონაცემთა ბაზებთან
დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდებაზე შესაბამისი დოკუმენტებისა და მონაცემების კომისიაში არარსებობის გამო. განემარტა, რომ კომისიაში იწარმოება მხოლოდ მიღებული, შექმნილი, დამუშავებული და გამოცემული ინფორმაციის, აგრეთვე უწყებრივი სალიცენზიო რეესტრები, კომისიას მოთხოვნილ პერიოდში სსიპ მონაცემთა გაცვლის სააგენტოსთან რაიმე კორესპონდენცია არ უწარმოებია, ინფორმაციის ერთიან სახელმწიფო რეესტრში და ღია მონაცემების პორტალზე მონაცემთა ბაზებისა და რეესტრების ჩამონათვალი არ განუთავსებია);
● ა(ა)იპ „დემოკრატიის ჟანგბადის“ მიერ
15.04.2015წ. №2654/01 წერილით – 2012 წლის 1 დეკემბრიდან 2013 წლის 1 ნოემბრამდე საქართველოში არსებული ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის ტარიფების ყოველთვიური ან კვარტალური ოდენობის შესახებ ინფორმაცია
(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად);
29.09.2015წ. №7499/01 წერილით – ინფორმაცია იმის თაობაზე, მოიმატა თუ არა ბუნებრივი გაზის ტარიფმა თბილისში 2015 წელს სამომხმარებლო ან ბიზნეს სექტორისთვის, 2015 წელს გამოსცა თუ არა სემეკმა დადგენილება ტარიფის ზრდასთან დაკავშირებით და არის თუ არა სხვაობა ტარიფის თვალსაზრისით თბილისსა და სხვა რეგიონებს შორის
(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად);
● საქართველოს ენერგეტიკის მუშაკთა პროფესიული კავშირის მიერ
05.02.2015წ. №841/01 წერილით – ინფორმაცია კომისიის მიერ სს „ენერგო-პრო ჯორჯიასათვის“ დამტკიცებული 2015 წლის ხარჯების შესახებ
(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად);
02.04.2015წ. №2413/01 წერილით – სემეკის მიერ სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ 2015 წელს ტარიფში ასახული ხარჯები: შესყიდული ელექტროენერგია, მათ შორის საკუთარი გენერაციიდან, ლარებში; საოპერაციო ხარჯები (მათ შორის, სახელფასო ფონდი, ძირითადი საშუალებების რემონტი, კომუნალური, სადაზღვევო, საკანცელარიო და სხვა); დაგეგმილი საერთო მოგება, მათ შორის მოზიდული ფინანსური საშუალება; საშტატო განრიგი ხელფასებით (მათ შორის, მაღალი მენეჯმენტის ხელფასები); აქტივების ღირებულება 2007 წელს და 2014 წელს; ასევე სრული შემოსავალი ელექტროენერგიის გაყიდვებიდან, კომერციული და სამრეწველო სექტორისათვის
(მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, უარი ეთქვა მხოლოდ მონაცემებზე
საწარმოს საშტატო განრიგსა და ხელფასებთან დაკავშირებით, რადგან ეს ინფორმაცია შეიცავს სს „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ დასაქმებული პირების პერსონალურ მონაცემებს და ამის გამო კომისია მოკლებულია შესაძლებლობას გასცეს იგი ამ პირების წერილობითი თანხმობის ან სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების გარეშე, თანახმად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 44-ე მუხლისა);
● საქართველოს ენერგეტიკის ვეტერანთა კავშირის მიერ 02.07.2015წ. №5025/01 წერილით –
ინფორმაცია მცირე ჰესებზე არსებული პერსონალის რაოდენობის შესახებ
(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად);
● ასოციაცია „მწვანე ალტერნატივის“ მიერ 29.04.2015წ. №3108/01 წერილით – კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ 2015 წლის 15 იანვარს გამოქვეყნებულ ცნობებთან დაკავშირებით შემდეგი სახის ინფორმაცია: საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე; განცხადება და მასზე დართული დოკუმენტები; დასკვნა ან მოსაზრება, რომელიც ამ განცხადებასთან დაკავშირებით იქნა წარდგენილი ადმინისტრაციულ ორგანოში; იმ დოკუმენტების ნუსხა, რომლებიც არ არის საჯარო გაცნობისთვის წარდგენილი; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 1062 მუხლის შესაბამისად გამოქვეყნებული დადგენილებების პროექტების ასლი; კომისიის ვებგვერდის შესაბამისი ბმულები, სადაც ეს დოკუმენტებია განთავსებული
(მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, უარი ეთქვა მხოლოდ კომერციულ საიდუმლოებად მიჩნეული ინფორმაციისა და შპს „მცხეთის წყლისა“ და შპს
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაციიდან ღიად მიჩნეული ინფორმაციის გაცემაზე, რომელიც საჯაროდ ხელმისაწვდომი გახდებოდა შესაბამისი გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის გასვლის – 2015 წლის 2 ივნისის შემდეგ, თუ ინფორმაციის წარმდგენი პირი ამ ვადის გასვლამდე სასამართლოში არ გაასაჩივრებდა ინფორმაციის ღიაობის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას);
● საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ
30.04.3015წ. №3189/01 წერილით – შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ლიცენზიასთან დაკავშირებული მასალები: როდის და რა სახის ლიცენზია გაიცა; საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მიერ შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისისთვის“ საქმიანობის ლიცენზიის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების ასლი; საქართველოს ენერგეტიკის
სამინისტროსა და შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისს“ შორის დადებული ხელშეკრულების ასლი
(მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, უარი ეთქვა მხოლოდ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისს“ შორის ხელშეკრულების ასლის მიწოდებაზე, რადგან კომისია არ ფლობს ინფორმაციას მსგავსი ხელშეკრულების არსებობის თაობაზე და შესაბამისად, ამ სახის ინფორმაციას ვერ მიაწოდებს კომისიაში მისი არარსებობის გამო, ასევე განემარტა, რომ შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სახელზე ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზია გაიცა არა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს, არამედ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის მიერ 2006 წელს);
11.05.2015წ. №4430/01 წერილით – საქართველოს მთავრობის 2014 წლის 7 ნოემბრის №2023 განკარგულების საფუძველზე, სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებული ინფორმაცია: ვისთან გაფორმდა ხელშეკრულებები სახელმწიფო შესყიდვების შესახებ; ხელშეკრულებების გაფორმების და შესრულებული სამუშაოების თაობაზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტების თარიღები; რა იყო ხელშეკრულების საგანი; რამდენს შეადგენდა შესყიდვების სახელშეკრულებო და ფაქტიური ღირებულება; როგორ განხორციელდა ანგარიშსწორება
– წინასწარ სრულად, წინასწარ და ეტაპობრივად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შემდეგ და ა. შ.
(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად);
● ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის მიერ 07.07.2015წ. №5194/01 წერილით – განაცხადების ასლები, რომლითაც აპრილის თვეში თბოსადგურებმა ტარიფის გაზრდის მოთხოვნით მიმართეს კომისიას
(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად);
● ა(ა)იპ სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის მიერ 23.06.2015წ. №4715/01 წერილით – ინფორმაცია ი. ნადირაშვილის შესახებ: რომელ წელს დაიწყო სამსახური სტრუქტურაში, რომელ წლამდე მუშაობდა, მისი ყოველწლიური და ყოველთვიური სარგო სტრუქტურაში მუშაობის განმავლობაში, რა პერიოდში ერიცხებოდა პრემიები და დანამატები, მისი მივლინების შესახებ და მივლინების ხარჯები, თანამდებობები
(მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა: განემარტა, რომ აღნიშნული მოქალაქე კომისიასა
და კომისიის აპარატში დასაქმებული არასოდეს არ ყოფილა, რის გამოც აღნიშნულ ინფორმაციას ვერ მიაწოდებენ კომისიაში მისი არარსებობის გამო);
● „ჟურნალისტის განვითარების ცენტრის“ მიერ 25.06.2015წ. №4760/01 წერილით – ინფორმაცია, ელექტროენერგიის რა ტარიფით სარგებლობს შპს „ჯორჯიანს სერვერს ინქორფორეითიდ“ ქალაქ გორში და აბონენტის ნომერი, რომლითაც კომპანია ელექტროსისტემაშია ჩართული, როგორც მომხმარებელი
(მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, უარი ეთქვა მხოლოდ აბონენტის
ნომერთან დაკავშირებით, განემარტა, რომ აბონენტად რეგისტრირება წარმოადგენს განაწილების ლიცენზიატის ვალდებულებას და შესაბამისად, თითოეულ აბონენტთან დაკავშირებულ, აღნიშნული სახის საინფორმაციო ბაზებს აწარმოებს ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატი);
სხვადასხვა:
● შპს „ბაკურის“ მიერ 28.11.2014წ. №6003/01 წერილით – შპს „ბაკურის“ მიერ კომისიაში გამოგზავნილი წერილი თანდართული მასალებითურთ
(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად);
● სტუდია „მონიტორის“ მიერ 12.12.2014წ. №6325/01 წერილით – კომისიის 2011 წლის 1
თებერვლის №2 დადგენილება და მეთოდოლოგია, რის საფუძველზეც მოხდა სამელიორაციო ტარიფების დადგენა
(მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, უარი ეთქვა მხოლოდ მელიორაციის ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის მიწოდებაზე. განემარტა, რომ მელიორაციის სამართლებრივი და სატარიფო რეგულირება არ შედის კომისიის უფლებამოსილების ფარგლებში, რის გამოც აღნიშნული მეთოდოლოგია კომისიაში არ არსებობს, ხოლო კომისიის 2011 წლის 1 თებერვლის №2 დადგენილების გამოცემა გამომდინარეობდა საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონიდან „მიწების მელიორაციის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“, რაც შესრულდა ხსენებული კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ ვადებში);
● პოლიტიკური პარტია „თავისუფალი საქართველოს“ მიერ 13.01.2015წ.
№191/01 წერილით – კომისიის გადაწყვეტილებები შპს „ესჯიგაზ - კომპანის“ დაჯარიმებისა (5000 და 15000 ლარით) და შპს „ესჯიგაზ - კომპანის“ აბონენტებისათვის ადმინისტრაციული სახდელის – გაფრთხილების გაუქმების შესახებ; შპს „ეს ჯი გაზ - კომპანის“ მიერ დამატებით წარმოდგენილი ინფორმაცია ზოგადად მოქალაქეთა მიმართ; ინფორმაცია დაკისრებული ჯარიმების შესაბამის ანგარიშზე გადახდაზე
(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად);
● საქართველოს ლეიბორისტული პარტიის მიერ 29.05.2015წ. №3971/01 წერილით –
„წყალმომარაგების ტარიფების შესახებ“ კომისიის 2010 წლის 17 აგვისტოს №17 დადგენილებაში 2015 წლის 20 მაისის №14 დადგენილებით ცვლილების შეტანის შესახებ საჯარო ადმინისტრაციული წარმოების მასალები
(მოთხოვნა დაკმაყოფილდანაწილობრივ, უარი ეთქვა მხოლოდ შპს „მცხეთის წყლის“ მიერ კომისიისთვის წარმოდგენილი ფინანსური და ტექნიკური ხასიათის დოკუმენტაციის მიწოდებაზე, რადგან იგი მიჩნეულია კომერციულ საიდუმლოებად და კომისია მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს იგი საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადოს);
● საკონსულტაციო კომპანია „ეფტისას“ მიერ 03.02.2015წ. №754/01 წერილით – ინფორმაცია, რა იყო 1 კუბური მეტრი წყლის თვითღირებულება 2014 წელს, მუდმივი და ცვლადი დანახარჯების ჩათვლით და დღგ-ს გარეშე ქ. ფოთში
(მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, უარი ეთქვა მოთხოვნილი ინფორმაციის მიწოდებაზე კომისიაში მისი არარსებობის გამო);
● არქიტექტურული სამშენებლო კომპანია „სასკოს“ მიერ 29.05.2015წ. №3976/01 წერილით – 2014 წლის 10 ოქტომბერს სს „თელასსა“ და შპს „სასკოს“ შორის დაწყებული დავის შესახებ კომისიის 2015 წლის 23 აპრილის №23/8 გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული მასალები, რაზეც ხელი აქვს მოწერილი შპს „სასკოს“ წარმომადგენელს გ. მარკოზიას:
2014 წლის 10 ოქტომბრის განცხადება; 2014 წლის 13 ოქტომბერს შპს „სასკოსა“ და სს
„თელასს“ შორის დადებული შეთანხმება მიერთების სამუშაოების ვადის გადაწევის თაობაზე; 2014 წლის 18 დეკემბერს შპს „კვანტის“ მიერ სამუშაოების დასრულების დამადასტურებელი ცნობა/განცხადება; 2015 წლის 19 თებერვლის №TELASI 5 15 00010387 წერილი
(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად);
● საადვოკატო ბიურო „კონსალტინგის“ მიერ
09.06.2015წ. №4308/01 წერილით – ბუნებრივი აირის მინიმალური/მაქსიმალური და საშუალო შეწონილი ტარიფების შესახებ 2015 წლის 1 იანვრიდან დღემდე შემსყიდველი იურიდიული პირებისათვის; ინფორმაცია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ ბუნებრივი აირის მიმწოდებლებზე ტარიფების განსაზღვრისა და რეგულირების შესახებ; ქ. თბილისში
ბუნებრივი აირის ყველა რეგისტრირებული მიმწოდებლის თაობაზე და მათი სატარიფო განაკვეთების შესახებ; ბუნებრივი აირის მიმწოდებლების მიერ ტარიფების უსამართლოდ ზრდისა და არაკონკურენტულ გარემოში ჩაყენებისგან დაცვის სამართლებრივი მექანიზმების შესახებ
(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად);
19.06.2015წ. №4618/01 წერილით – ინფორმაცია ბუნებრივი გაზის მინიმალური/მაქსიმალური და საშუალო ტარიფების შესახებ 2015 წლის 1 იანვრიდან დღემდე შემსყიდველი იურიდიული პირებისათვის; განმარტება, ავალდებულებს თუ არა მოქმედი კანონმდებლობა ბუნებრივი გაზის მიმწოდებელს ან/და გამანაწილებელს შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისთვის ლიცენზიის მიღებას
(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად);
● ტელეკომპანია GDS-ის მიერ 01.09.2015წ. №6795/01 წერილით – 2015 წლის იანვრიდან
ივნისის ჩათვლით კომისიაში შემოსული იმ საჩივრების სტატისტიკა, რომლებიც სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ეხება, კერძოდ, კომისიის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ შესახებ კომისიაში შემოსული 81 განცხადების შინაარსის თაობაზე
(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად);
● ქართველ არქიტექტორთა ინსტიტუტის მიერ 11.09.2015წ. №7074/01 წერილით –
საქართველოს ტერიტორიაზე არსებული გაზიფიცირებული და გაზგაყვანილობის გარეშე არსებული სოფლების რუკის KMZ/KML ფორმატის ფაილები ან იგივე მონაცემების - გაზიფიცირებული და გაზგაყვანილობის გარეშე არსებული სოფლების ჩამონათვალი MS Excel ფორმატში; საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ელექტროენერგიის მქონე და ელექტროენერგიის გარეშე არსებული სოფლების რუკის KMZ/KML ფორმატის ფაილები ან იგივე მონაცემების - ელექტროენერგიის მქონე და ელექტროენერგიის გარეშე არსებული სოფლების ჩამონათვალი MS Excel ფორმატში; რაიონებისა და მუნიციპალიტეტების მიხედვით ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის და წყლის მიმწოდებლის ჩამონათვალი MS Excel ფორმატში; რაიონებისა და მუნიციპალიტეტების მიხედვით აბონენტთა რაოდენობა და საშუალო წლიური გადასახადი
(მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კომისიაში არარსებობის გამო უარი ეთქვა მხოლოდ შემდეგი ინფორმაციის მიწოდებაზე: საქართველოს ტერიტორიაზე არსებული გაზიფიცირებული და გაზგაყვანილობის გარეშე არსებული სოფლების რუკის KMZ/KML ფორმატის ფაილები ან იგივე მონაცემების - გაზიფიცირებული და გაზგაყვანილობის გარეშე არსებული სოფლების ჩამონათვალი MS Excel ფორმატში; საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ელექტროენერგიის მქონე და ელექტროენერგიის გარეშე არსებული სოფლების რუკის KMZ/KML ფორმატის ფაილები ან იგივე მონაცემების - ელექტროენერგიის მქონე და ელექტროენერგიის გარეშე არსებული სოფლების ჩამონათვალი MS Excel ფორმატში; რაიონებისა და მუნიციპალიტეტების მიხედვით ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის და წყლის მიმწოდებლის ჩამონათვალი MS Excel ფორმატში; აგრეთვე გაზგაყვანილობის გარეშე არსებული სოფლების, ელექტროგაყვანილობის მქონე სოფლების, მუნიციპალიტეტების მიხედვით არსებული აბონენტებისა და მათი საშუალო წლიური გადასახადის შესახებ);
● მედიის განვითარების ცენტრის მიერ 18.09.2015წ. №7269/01 წერილით – 2013-2015 წლებში მედია საშუალებებისთვის ინფორმაციის გავრცელების, სარეკლამო და სხვა სახის მომსახურების გაწევის მიზნით, გადარიცხული თანხების საერთო რაოდენობის შესახებ, ასევე ინფორმაცია ინდივიდუალური მედია საშუალებებისთვის გადარიცხული თანხების შესახებ, მათ შორის შესყიდვების შემდეგი კოდებით: ახალი ამბების სააგენტოების (92400000), სარეკლამო და მარკეტინგული (79340000), სატელევიზიო
პროგრამების წარმოებასთან დაკავშირებული (92221000), ფოტოგრაფიული და დამატებითი (79960000), ტელეპროგრამირება (92226000), ასევე აღნიშნული ინფორმაციის შესაბამისი ხელშეკრულებებისა და მიღება-ჩაბარების აქტების ასლები
(მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. უარი ეთქვა მხოლოდ წერილში მითითებული კოდებით 79340000, 92221000 და 92226000 გათვალისწინებულ მომსახურებაზე ინფორმაციის მიწოდებაზე, განემარტა, რომ კომისიას ხელშეკრულებები არ გაუფორმებია და, შესაბამისად, სარეკლამო და მარკეტინგული, ტელეპროგრამირებისა და სატელევიზიო პროგრამების წარმოებასთან დაკავშირებით მომსახურება არ შეუძენია);
● საქართველოს ეროვნული ენერგეტიკული აკადემიის მიერ 13.10.2015წ. №7933/01 წერილით – ინფორმაცია იმის თაობაზე, უნდა შეასრულოს თუ არა GWP-მ (მალტიპლექს ენერჯი ლიმითედი) თბილისთან მიმართებაში სახელმწიფოსთან 2008 წლის 14 მაისის ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები (პუნქტი 11, ქვეპუნქტი „ზ“) ქალაქის ახალი საზღვრების ფარგლებში (კერძოდ, ბაგები) 2015 წლიდან და შემდგომად უწყვეტად 24-საათიან მომარაგებაზე; შესრულებულია თუ არა GWP-ს მიერ იგივე ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნა (პუნქტი 11, ქვეპუნქტი
„თ“), რომ 2012 წლისთვის GWP-ს მიერ ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში აღმოფხვრილ იქნეს კანალიზაციის ჩადინება
(მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. განემარტა, რომ კომისია არ ახდენს წილის ნასყიდობის ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების მონიტორინგს ან კონტროლს, რადგან კომისია არ წარმოადგენს ხელშეკრულების ხელმომწერ მხარეს და, შესაბამისად, ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში კანალიზაციის ჩადინებასთან დაკავშირებული ინფორმაციის მისაღებად უნდა მიმართონ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების სამინისტროს ან/და ქ. თბილისის მთავრობას; ასევე განემარტა, რომ შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ სასმელი წყლით უწყვეტი მომარაგების უზრუნველყოფა ეკისრებოდა არა მხოლოდ წილის ნასყიდობის ხელშეკრულებით, არამედ კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილებით დამტკიცებული „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ 27-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით);
● შპს „ტრანსსერვისის“ მიერ 26.10.2015წ. №8319/01 წერილით – განმარტება, თუ რა ოდენობის საზღაური ეკუთვნის შპს „ენერგოტრანსს“ სს „ენერგო-პრო ჯორჯიასგან“ თავის საკუთრებაში არსებულ ელექტროგადამცემ ხაზებში გატარებული ყოველი ერთი კილოვატსაათისთვის: დაფარვის ზონა: სამტრედია: ზონა 34, სექტორი 00, ხაზოვანი ობიექტები: 293 - 380 მ; 294 - 1389 მ; 295 - 2500 მ; 296 - 2460 მ; 297 - 2859 მ; 299 - 1190 მ
(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად);
ფიზიკური პირების მიერ:
● დ. ნოზაძის 29.01.2015წ. №590/01 წერილით – დ. ნოზაძის მიერ კომისიაში შემოტანილი
19.11.2014წ. №5819/01 წერილისა და კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ასლები
(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად);
● დ. ფასურიშვილის 15.01.2015წ. №920/01 წერილით – კომისიის 2014 წლის 31 ოქტომბრის
№26 დადგენილებით დამტკიცებული მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის, აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის საფასურში შემავალი თითოეული კომპონენტის ღირებულების მითითება; კომისიის 2104 წლის 31 ოქტომბრის №26 დადგენილების მიღებასთან დაკავშირებით კომისიის სხდომის ჩანაწერი
(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად);
● დ. ყიფიანის 27.01.2015წ. №502/01 წერილით – კომისიის 2009 წლის 9 ივლისის №12
დადგენილებით დამტკიცებულ "ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესებში"
2014 წლის 23 იანვარსა და 31 ოქტომბერს შეტანილი ცვლილებების დამტკიცებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია: 2014 წლის 23 იანვრისა და 2014 წლის 31 ოქტომბრის სხდომების ოქმები; 2014 წლის 23 იანვრისა და 2014 წლის 31 ოქტომბრის სხდომებზე წარმოდგენილი სრული დოკუმენტაცია, მათ შორის, ტარიფში განხორციელებული ცვლილებების ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება; ლიცენზიატების მიერ წარმოდგენილი, სემეკის მიერ შემუშვებული ფორმების მიხედვით, შესაბამისი დანართებით წლიური საბუღალტრო ბალანსი; ტარიფის დაანგარიშებისას დაინტერესებული მხარეების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები; სხდომაზე განხილვისას კომისიის წევრებისა და დაინტერესებული მხარეების მიერ გამოთქმული შენიშვნები და კომენტარები; სხვა დოკუმენტები, რომლებიც გამოყენებულ იქნა აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისას
(მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: გამომდინარე იქიდან, რომ ბუნებრივი გაზის განაწილების საქმიანობას ახორციელებს სულ 33 ლიცენზიატი საწარმო, რომლებიც, თავის მხრივ, კომისიაში წლის განმავლობაში წარმოადგენენ რამდენიმე ანგარიშგებას, მოეთხოვა განმარტება მოთხოვნის დაზუსტების მიზნით, კერძოდ, იმის შესახებ, თუ რომელი საწარმოს მიერ და რა პერიოდში წარმოდგენილი ანგარიშგების ასლის მიღება სურთ);
● ნ. გურგენიძის 25.03.2015წ. №2150/01 წერილით – ნ. გურგენიძის 26.08.2014წ. №4148/01 განცხადების და 05.09.2014წ. კომისიის საპასუხო წერილის გამოთხოვა
(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად);
● თ. ილურიძის 07.04.2015წ. №2533/01 წერილით – 2015 წლის 19 მარტს კომისიის მიერ
განმცხადებლის საჩივრის განხილვის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების ასლი და საქმის მასალები
(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად);
● კ. ჭიაბრიშვილის 17.04.2015წ. №2776/01 წერილით – კომისიის 2015 წლის 22 და 29
იანვრის სხდომების ოქმებიდან ამონარიდები შპს „სითი პარკსა“ და სს „თელასს“ შორის არსებული დავის შესახებ მწვანე
(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად);
● ნ. ყრუაშვილის 13.05.2015წ. №3548/01 წერილით – ნ. ყრუაშვილისა და ი/მ თამაზ
კუპრაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით კომისიის 07.05.2015წ. გადაწყვეტილებისა და საქმის მასალების ასლი
(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად);
● თ. ბიბილურის 22.05.2015წ. №3773/01 წერილით – სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ 2006, 2007,
2008 და 2009 წლების სატარიფო განაცხადები, მათთან დაკავშირებული დოკუმენტაცია და ამავე წლების წლიური ანგარიშების ფინანსური ანგარიშგების ნაწილი
(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად);
● შ. ნათელაშვილის 30.07.2015წ. №5892/01 წერილით – „ელექტროენერგიის ტარიფების
შესახებ“ კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ კომისიის 2015 წლის 23 ივლისის №199 დადგენილებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების მასალები
(მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, უარი ეთქვა მხოლოდ კომისიის 2015 წლის 7 მაისის №25/4 და 25/6 და 2015 წლის 25 ივნისის №34/2 გადაწყვეტილებებით კომერციულ საიდუმლოებად მიჩნეული და კომისიის 2015 წლის 7 მაისის №25/4 გადაწყვეტილებით ღიად ცნობილი ინფორმაციის მიწოდებაზე, რომელიც იმ მომენტისათვის სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ გასაჩივრებული იყო თბილისის საქალაქო სასამართლოში);
● ლ. ჯოხაძის 11.09.2015წ. №7050/01 წერილით – ელექტრონულად მიაწოდონ ელექტროენერგიის გატარების ტექნიკური პირობა
(მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. განემარტა, რომ ელექტროენერგიის გატარების ტექნიკური პირობა კომისიის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-
სამართლებრივი აქტებით დადგენილი და განსაზღვრული არ არის, მსგავსი ხასიათის დოკუმენტი კომისიაში არ მოიპოვება, რის გამოც კომისია მოკლებულია შესაძლებლობას, მიაწოდოს მოთხოვნილი ინფორმაცია);
● მ. კოზანაშვილის 16.09.2015წ. №7221/01 წერილით – 2015 წლის 16 ივლისის კომისიის საჯარო სხდომის ოქმიდან ამონარიდი მ. კოზანაშვილის საკითხის განხილვასთან დაკავშირებით
(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად);
● გ. ალავერდაშვილის 16.09.2015წ. №7200/01 წერილით – კომისიის 2012 წლის 29 მარტის
№9/2 გადაწყვეტილებისა და 2012 წლის 22 მარტის №4 დადგენილების გაგზავნა მის მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე
(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად);
● თ. ხოსროშვილის 09.10.2015 წ. №7805/01 წერილით – 2009 წლის 16 მარტის ქუთაისის
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ასლი, რომლითაც დაკმაყოფილდა სემეკის შუამდგომლობა და შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისს“ დაენიშნა სპეციალური მმართველი, ასვე მეორე და მესამე ინსტანციების გადაწყვეტილებები ამავე საქმეზე
(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად);
● ჯ. კვარაცხელიას 18.11.2015წ. №9339/01 წერილით – ელექტრონული ფორმით მიეწოდოს
შემდეგი ინფორმაცია: რომელი ნორმატიული აქტებით რეგილირდებოდა 2007 წლის
1 იანვრიდან 2007 წლის 31 დეკემბრამდე ქ. თბილისის ტერიტორიაზე წყალმომარაგება, ამგვარი აქტების ჩამონათვალი და ასლები; რომელი ორგანო აკონტროლებდა 2007 წლის
1 იანვრიდან 2007 წლის 31 დეკემბრამდე ქ. თბილისის ტერიტორიაზე წყალმომარაგების საკითხში დადგენილი წესების შესრულებას ან/და იხილავდა ამ წესების შეუსრულებლობასთან დაკავშირებულ დავებს; 2007 წლის 1 იანვრიდან 2007 წლის
31 დეკებრამდე ქ. თბილისის ტერიტორიაზე რომელი იურიდიული პირი/პირები იყო წყალმომარაგების ლიცენზიის მფლობელი, ლიცენზიის ასლი; რომელი ნორმატიული აქტებით რეგულირდებოდა 2007 წლის 1 იანვრიდან 2007 წლის 31 დეკემბრამდე ქ. თბილისის ტერიტორიაზე წყალმომარაგების ლიცენზიის მფლობელის უფლებები და მოვალეობები,
ასევე პასუხისმგებლობის ფორმები ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის, ამგვარი აქტების ჩამონათვალი და ასლები
(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად).
საანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ კომისიის მიერ მიღებული 5 (ხუთი) გადაწყვეტილებიდან არც ერთი არ გასაჩივრებულა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების, მათ შორის, მხარის სასარგებლოდ თანხის გადახდის ვალდებულება კომისიას არ ჰქონია.
საანგარიშო პერიოდში კომისიამ 1 (ერთ) სხდომასთან დაკავშირებით მიიღო გადაწყვეტილება აღნიშნული სხდომის ნაწილის დახურვის თაობაზე, იმის გამო, რომ კომპანიის მოთხოვნის საფუძველზე იხილებოდა ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად მიჩნევის საკითხი, რომელიც დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
კომისია საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმისას ან სხდომის ნაწილის დახურვისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით.
მოთხოვნის შემთხვევაში კომისია იღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის მფლობელი კომპანიების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე.
საანგარიშო პერიოდში მიღებულია 24 გადაწყვეტილება, რომელიც შეიცავს კომერციული საიდუმლოების შესახებ ინფორმაციას.
საანგარიშო პერიოდში კომისიამ მიიღო:
10 გადაწყვეტილება სრულად კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე;
14 გადაწყვეტილება ინფორმაციის ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე.
კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმის შესახებ კომისიას გადაწყვეტილება არ მიუღია.
კომისიის აპარატის ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების დეპარტამენტი აწარმოებს კომისიის უწყებრივ რეესტრებს (მათ შორის, მიღებული და გაგზავნილი კორესპონდენციის რეესტრს). კომისიაში შემოსულ და კომისიის საქმიანობის შედეგად წარმოქმნილი სამართლებრივი, ეკონომიკური, სალიცენზიო და სამეცნიერო- ტექნიკური დოკუმენტები შედის კომისიის საარქივო ფონდში. საარქივო საქმისწარმოებაზე პასუხისმგებელია თავმჯდომარის ბრძანებით საგანგებოდ დანიშნული პირი.
კომისიაში შემოსული და გაგზავნილი საიდუმლო დოკუმენტაციის საქმისწარმოებაზე პასუხისმგებელია კომისიის თავმჯდომარის ბრძანებით საგანგებოდ დანიშნული პირი.
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, კომისიია აწარმოებს უწყებრივ სალიცენზიო რეესტრს, რომელშიც საანგარიშგებო პერიოდში შეტანილ იქნა 1 ახალი ჩანაწერი და ამოღებული – 10 ჩანაწერი, ხოლო 12 არსებულ ჩანაწერში შევიდა ცვლილება, რაც გამოწვეული იყო ამავე პერიოდში ლიცენზიების გაცემით, გაუქმებით და ცვლილების შეტანით.
კომისიის წარდგინებით, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული მონაცემები შეიტანება სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში და ლიცენზიის გაცემის თობაზე ინფორმაცია ქვეყნდება სსიპ
„საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე.
საანგარიშო პერიოდში კომისიის მიერ მოთხოვნილი, დამუშავებული და შენახული იქნა პერსონალური მონაცემები შემდეგი ფუნქციების განხორციელებისას:
თანამშრომელთა პირადი საქმეების შედგენისას;
სტაჟიორთა და პრაქტიკანტთა პირადი საქმეების შედგენისას;
ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის მიზნით გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეთა დოკუმენტაციის დამუშავებისას;
კომისიაში მოქალაქეების მიერ წარმოდგენილ განცხადებებში მითითებული პერსონალური მონაცემების დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში ელექტრონული ფორმით შენახვისას.
პერსონალური მონაცემების შესახებ ინფორმაციის შენახვა კომისიაში წარმოებს როგორც ელექტრონულად, ასევე მატერიალური ფორმით. ორივე შემთხვევაში ინფორმაციის შენახვის კანონმდებლობით დადგენილი წესი დაცულია. კომისიას გააჩნია მონაცემთა ბაზა, რომელიც შეიცავს თანამშრომელთა პერსონალურ მონაცემებს და მასზე წვდომა აქვს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს კომპეტენციის ფარგლებში.
კომისიის პასუხისმგებელ პირთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დარღვევისა და მათთვის დისციპლინური სახდელის დადების შემთხვევა არ მომხდარა.
კომისია ასრულებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 32-ე მუხლის მოთხოვნებს კომისიის სხდომათა საჯაროობის თაობაზე, კერძოდ: ღიად და საჯაროდ წარმართავს თავის სხდომებს, ასრულებს მოთხოვნას საჯარო მონაცემთა ბაზებისა და საჯარო დაწესებულებათა მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვისა და სხვისთვის გადაცემის თაობაზე.
ლიცენზიების გაცემის, მათი მოდიფიცირების ან გაუქმების, მათი მოქმედების შეჩერების, ტარიფების დადგენის, შეცვლის ან გაუქმების თაობაზე, აგრეთვე მოქალაქეებსა და კომისიის რეგულირებად სფეროში არსებულ კომპანიებს შორის, ან თავად ამ კომპანიებს შორის არსებულ დავებზე კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე ეწყობა საჯარო განხილვები. ცნობები საჯარო სხდომების ჩატარების შესახებ ქვეყნდება კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე.
საანგარიშო პერიოდში ჩატარდა კომისიის 80 სხდომა, რომლებზეც კომისიამ მიიღო 39 დადგენილება და 1648 გადაწყვეტილება. კომისიის სხდომები საჯაროა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სხდომა ან მისი ნაწილი დახურულია, და მათზე დასწრება ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია. კომისიის მიერ მიღებული დადგენილებები და გადაწყვეტილებები სისტემატურად ქვეყნდება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე www.gnerc.org და, შესაბამისად, უზრუნველყოფილია მათი საჯაროობაც.
„საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში არსებული საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2014 წლის 28 მარტის
#7 დადგენილებით განისაზღვრა საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების ვალდებულება და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი. 2014 წლის 25 დეკემბრის №52/15 გადაწყვეტილებით განისაზღვრა საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესი. ზემოაღნიშნული წესის შესაბამისად, კომისია უზრუნველყოფს საჯარო ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებას საკუთარ ვებგვერდზე.
მარეგულირებელი კომისიის ვებგვერდზე www.gnerc.org, ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და მისი პროაქტიულად გამოქვეყნების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, საჯარო ინფორმაცია ქვეყნდება სრულად. ნებისმიერ პირს აქვს შესაძლებლობა, გაეცნოს კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე საჯაროდ განთავსებულ ინფორმაციას.