სსიპ- აფხაზეთის №2 საჯარო სკოლის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№-
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/12/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სსიპ - აფხაზეთის №2 საჯარო სკოლის 2015 წლის ანგარიში

 

სსიპ - აფხაზეთის №2 საჯარო სკოლა განთავსებულია კოლეჯ „იკაროსის“ პირველ სართულზე. სკოლის საერთო ფართობია 871.744 კვ.მ. სკოლაში სასწავლო პროცესი დაიწყო 2015 წლის 15 სექტემბერს. სასწავლო წლის დასაწყისში სკოლაში 104 მოსწავლე ირიცხებოდა. მოსწავლეთა დიდი ნაწილი ცხოვრობს კომპაქტურად სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე. მოსწავლეთა კონტიგენტს წარმოადგენს, როგორც დევნილი ასევე ადგილობრივი მოზარდები.

ამ ეტაპზე სკოლაში ირიცხება 107 მოსწავლე. აქედან სოციალურად დაუცველი-19 მოსწავლე. ობოლი-5 მოსწავლე. მრავალშვილიანი ოჯახიდან - 4 მოსწავლე. დევნილი-69 მოსწავლე, ხოლო 37 ადგილობრივი მოსწავლე.

მოსწავლეთა რაოდენობა კლასებში:

 

დაწყებითი საფეხური:

41 მოსწავლე

საბაზო საფეხური:

20 მოსწავლე

საშუალო საფეხური:

46 მოსწავლე.

      

სკოლაში მუშაობს: 20 პედაგოგი, მათ შორის სერტიფიცირებულია 8 მასწავლებელი, სპეც-პედაგოგი-1, ადმინისტრაცია - საქმის მწარმოებელი, დირექცია - დირექტორი, დირექტორის მოადგილე, ბუღალტერი; შტატგარეშე დასაქმებულნი-3 თანამშრომელი.

სკოლის პედკოლექტივი სასწავლო პროცესის დაწყებას და შემდგომში წარმართვას შეუდგა მობილიზებულად. სასწავლო პროცესის დაწყებამდე შეირჩა კათედრის გამგეები, რომლებმაც დროულად და სწორად გაანაწილეს საათები, ამავე დროს დაისახეს უახლოეს მომავალში სამუშაო გეგმა. მოსწავლეთა მოტივაციისა და სწავლა-სწავლების ხარისხის მართვის მიზნით კათედრების სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს მრავალფეროვან აქტივობებს, რომელთა ნაწილი სასწავლო წლის პირველ სემესტრში განხორციელდა. აღვნიშნავ, რომ სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სამუშაოები მიმდინარეობდა შეუფერხებლად. მოსწავლეთა სასწავლო პროცესის დაგეგმვაში ჩართულობის და შეფასების პრინციპების გამჭვირვალობის მიზნით მოსწავლეებთან ერთად შემუშავდა შეფასების კრიტერიუმები. ჩატარდა სასწავლო გეგმით გათვალისწინებული შემაჯამებელი სამუშაოები, ხარისხის შემოწმების აქტივობები.

სკოლაში მოქმედებს დამტკიცებული შინაგანაწესი, სკოლის წესდება.

სკოლის განვითარების სტრატეგიული გეგმის თანახმად, სკოლას გააჩნია მისია და ხედვა. ორივე მათგანი თითოეული ჩვენთაგანისათვის მოტივაციის საშუალებაა, მისია და ხედვა არის მომავლის განაცხადი, რომელიც აღწერს სკოლისთვის ოპტიმალურად სასურველ მომავალს. შევქმნათ ისეთი სასკოლო გარემო, რომელიც შეძლებს თითოეული მოზარდის აკადემიური, სოციალური და ფიზიკური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას.

სსიპ აფხაზეთის №2 საჯარო სკოლის მისიის მთავარი გზავნილი სასწავლო პროცესის ორგანიზებისთვის კომფორტული და უსაფრთხო პირობების შექმნაა. სკოლაში უზრუნველყოფილია სასწავლო პროცესისთვის სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების მუდმივი კონტროლი და დაცვა. ჩვენი მისიაა სკოლამ აღზარდოს თავისუფალი, ეროვნული, ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მქონე პიროვნება, რომელსაც ექნება განვითარებული გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევები, დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული სამოქალაქო ცნობიერება და პასუხისმგებლობა ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე. შევუქმნათ და ჩამოვუყალიბოთ პირობები ხარისხიანი, თანადროული განათლების მისაღებად, რათა მაქსიმალურად შეძლონ საკუთარი პოტენციალის გამოყენება და წარმატების მიღწევა. შევქმნათ სკოლაში ნდობაზე დამყარებული თანამშრომლობითი ურთიერთობები.

სსიპ აფხაზეთის №2 საჯარო სკოლის ხედვაა შექმნას საზოგადოების მონაწილეობით დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებული გამჭირვალე, უსაფრთხო სასწავლო გარემო და მოსწავლე-ახალგაზრდობას მიეცეს შესაძლებლობა მიიღოს თანამედროვე განათლება და გამოავლინოს შესაძლებლობები და მოხდეს მათი ინტეგრაცია თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად.

2015 წლის სექტემბრის თვეში სკოლის პედკოლექტივი ჩაერთო პროფესიული განვითარების სქემაში.

მოგეხსენებათ დირექტორი სკოლაში არის ორგანიზატორი და პედაგოგიური კოლექტივის ხელმძღვანელი, რომელზედაც დამოკიდებულია როგორც მნიშვნელოვანი დაწესებულების ფუნქციონირების უზრუნველყოფა, ასევე პედაგოგიური კადრების მართვა და მუშაობის კვალიფიციური დონის ყოვედღიური ამაღლება. სსიპ აფხაზეთის #2 საჯარო სკოლის პედაგოგიური, მოსწავლეთა და მშობელთა კოლექტივი დირექტორის ხელმძღვანელობით, ცდილობს სკოლაში ჩამოაყალიბოს უპირველესად პიროვნება, რომელსაც შეეძლება ცოდნის იმ დონის მიღება, რაც აუცილებელია ნორმალური არსებობისათვის, ქვეყნის აღმშენებლობისათვის. საქმისადმი სიყვარული, პროფესიონალიზმი ის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, რაც ყველა პედაგოგის მუშაობის ორიენტირია.

 სკოლის დირექტორი ნ. ჯალაღონია