ყაზბეგისა და დუშეთის მუნიციპალიტეტებში მოსახლეობის ბუნებრივი გაზით უწყვეტი მომარაგების ღონისძიებათა შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1711
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.024434
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 07/09/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1711

2017 წლის 16 აგვისტო

ქ. თბილისი

ყაზბეგისა და დუშეთის მუნიციპალიტეტებში მოსახლეობის ბუნებრივი გაზით უწყვეტი მომარაგების ღონისძიებათა შესახებ

1. ყაზბეგისა და დუშეთის მუნიციპალიტეტებში არსებული მძიმე სოციალური და კლიმატური პირობების გათვალისწინებით, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ მისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან უზრუნველყოს ყაზბეგის მუნიციპალიტეტსა და დუშეთის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში (სეთურნში, ზაქათკარში, ჯაღმიანში, ბედონში, ბენიან-ბეგონში, იუხოში, მუდურუში, წკერეში, ციხიანში, სვიანა-როსტიანსა და ქოროღოში, აგრეთვე იმ სოფლებში, რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭათ) მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის (აბონენტების) მიერ 2015 წლის 15 ოქტომბრიდან 2016 წლის 15 მაისამდე და 2016 წლის 15 ოქტომბრიდან 2017 წლის 15 მაისამდე პერიოდში შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული შეღავათის ზემოთ საყოფაცხოვრებო მიზნებისათვის მოხმარებული ბუნებრივი გაზის ღირებულების ანაზღაურება 843 690,18 ლარის ოდენობით.

2. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ უზრუნველყოს პირველი პუნქტის შესაბამისად შპს „სოკარ ჯორჯია გაზთან“ შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება და მის მიერ წარდგენილი და ყაზბეგისა და დუშეთის მუნიციპალიტეტების გამგეობების მიერ სათანადოდ დამოწმებული ანგარიშის საფუძველზე, პირველი პუნქტის შესაბამისად გამოყოფილი თანხის ფარგლებში დავალიანების ანაზღაურება.

3. დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინადადებების საფუძველზე, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოს ამ განკარგულების პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებისთვის საჭირო რესურსის მოძიება, მათ შორის, საქართველოს მთავრობის წინაშე წინადადების წარმოდგენა „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ასიგნებების ფარგლებში საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსათვის დამატებით თანხის გამოყოფის თაობაზე.

 

პრემიერ-მინისტრი                                                 გიორგი კვირიკაშვილი