ყაზბეგისა და დუშეთის მუნიციპალიტეტებში მოსახლეობის ბუნებრივი გაზით უწყვეტი მომარაგების ღონისძიებათა შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1763
2015 წლის 25 აგვისტო
ქ. თბილისი
ყაზბეგისა და დუშეთის მუნიციპალიტეტებში მოსახლეობის ბუნებრივი გაზით უწყვეტი მომარაგების ღონისძიებათა შესახებ
1. ყაზბეგისა და დუშეთის მუნიციპალიტეტებში არსებული მძიმე სოციალური და კლიმატური პირობების გათვალისწინებით, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ მისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან უზრუნველყოს ყაზბეგის მუნიციპალიტეტსა და დუშეთის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში (სეთურნი, ზაქათკარი, ჯაღმიანი, ბედონი, ბენიან-ბეგონი, იუხო, მუდურუ, წკერე, ციხიანი, სვიანა-როსტიანი და ქოროღო) მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის (აბონენტების) მიერ 2013 წლის 15 ოქტომბრიდან 2014 წლის 15 მაისამდე და 2014 წლის 15 ოქტომბრიდან 2015 წლის 15 მაისამდე პერიოდში საყოფაცხოვრებო მიზნებისათვის მოხმარებული და აუნაზღაურებელი/გადაუხდელი ბუნებრივი გაზის დავალიანების ასანაზღაურებლად 898 722,18 ლარის გამოყოფა.
2. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ უზრუნველყოს პირველი პუნქტის შესაბამისად შპს „სოკარ ჯორჯია გაზი – ქართლთან“ შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება და მის მიერ წარდგენილი და ყაზბეგისა და დუშეთის მუნიციპალიტეტების გამგეობების მიერ სათანადოდ დამოწმებული ანგარიშის საფუძველზე, პირველი პუნქტის შესაბამისად გამოყოფილი თანხის ფარგლებში დავალიანების ანაზღაურება.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ყაზბეგისა და დუშეთის მუნიციპალიტეტებში მოსახლეობის ბუნებრივი გაზით უწყვეტი მომარაგების ღონისძიებათა შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „ყაზბეგისა და დუშეთის მუნიციპალიტეტებში მოსახლეობის ბუნებრივი გაზით უწყვეტი მომარაგების ღონისძიებათა შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 25.08.2015.
- როდის იქნა მიღებული „ყაზბეგისა და დუშეთის მუნიციპალიტეტებში მოსახლეობის ბუნებრივი გაზით უწყვეტი მომარაგების ღონისძიებათა შესახებ“?
- „ყაზბეგისა და დუშეთის მუნიციპალიტეტებში მოსახლეობის ბუნებრივი გაზით უწყვეტი მომარაგების ღონისძიებათა შესახებ“ მიღებულია 25.08.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №1763. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.019814.
- სად არის „ყაზბეგისა და დუშეთის მუნიციპალიტეტებში მოსახლეობის ბუნებრივი გაზით უწყვეტი მომარაგების ღონისძიებათა შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 25.08.2015 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „ყაზბეგისა და დუშეთის მუნიციპალიტეტებში მოსახლეობის ბუნებრივი გაზით უწყვეტი მომარაგების ღონისძიებათა შესახებ“, №1763, 25.08.2015, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.019814 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.08.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2966653/