უსაფრთხოების უზრუნველყოფის გადაუდებელი ღონის¬ძი¬ებ¬ების გატარების მიზნით საქართველოს ტერიტორიაზე ბელორუსის რესპუბლიკიდან ვეტე¬რი¬ნა¬რულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის იმპორტის და ტრანზიტის დროებით აკრძალვისა და იმპორტის პირობების შეცვლის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№976
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 30/07/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება№976

2013 წლის 30 ივლისი

ქ. თბილისი

უსაფრთხოების უზრუნველყოფის გადაუდებელი ღონის­ძი­ებ­ების გატარების მიზნით საქართველოს ტერიტორიაზე ბელორუსის რესპუბლიკიდან ვეტე­რი­ნა­რულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის იმპორტი ს და ტრანზიტი ს დროებით აკრძალ ვისა და იმპორტის პირობების შეცვლის თაობაზე

„ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №429 დადგენილებით დამტკიცებული ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის გან­ხორციელების წესი ს 21-ე მუხლის შესაბამისად, ბელორუსის რესპუბლიკის გროდნოსა და ვიტებსკის ოლქებში, ღორის აფრიკული ჭირის ვირუსის გავრცელების გამო უსაფრთხოების უზრუნველყოფის გადაუდებელი ღონის­ძი­ებ­ების გატარების მიზნით, ბელორუსის რესპუბლიკაში ეპიზოოტიური მდგომარეობის გაუმჯობესებამდე:

ა)აიკრძალოს ბელორუსის რესპუბლიკის გროდნოსა და ვიტებსკის ოლქებიდან საქართველოს ტერიტორიაზე ცოცხალი ღორის, ღორის ხორცის, ღორის საკვების, ღორის ხორცის პროდუქტებისა და კერატის სპერმის იმპორტი და ტრანზიტი, ხოლო ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული სხვა პროდუქტების იმპორტი განხორციელდეს მხოლოდ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ მათი დამზადების ადგილზე გაწეული კონტროლის შედეგების მიხედვით;

ბ) ბელორუსის რესპუბლიკის დანარჩენი ტერიტორიიდან შეიზღუდოს ცოცხალი ღორის, ღორის ხორცის, ღორის საკვების, ღორის ხორცის პროდუქტებისა და კერატის სპერმის იმპორტი და იგი განხორციელდეს მხოლოდ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ მათი დამზადების ადგილზე გაწეული კონტროლის შედეგების მიხედვით.

პრემიერ-მინისტრი ბ . ივანიშვილი