მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№112
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 29/01/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 112

2013 წლის 29 იანვარი

ქ. თბილისი

მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის შესახებ

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, სოფლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის მიზნით:

1. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ:

ა) უზრუნველყოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მესაკუთრეთა , მოსარგებლეთა ან/და ფაქტობრივ მფლობელთა მონაცემთა ბაზის შექმნა;

ბ) შემუშავებულ მონაცემთა ბაზიდან უზრუნველყოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდისთვის, არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირის - სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსთვის იმ პირთა მონაცემების მიწოდება, რომელთაც საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში გააჩნიათ 1.25 ჰექტრის ჩათვლით ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები.

2. ეთხოვოს არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს - სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს, შეიმუშაოს მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი, შეუთანხმოს არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს - სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდს და უზრუნველყოს პროექტის განახორციელება.

3. ეთხოვოს არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს - სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდს დააფინანსოს ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებები.

4. ეთხოვოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, უზრუნველყონ ამ განკარგულებით გათვალისწინებული პროექტის ფარგლებში მოსარგებლეთათვის სარგებლის გადაცემის და განაღდებისათვის საჭირო ღონისძიებების გატარება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მიერ შემუშავებული წესის შესაბამისად.

პრემიერ -მინისტრი                      ბ . ივანიშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 29.01.2013.
როდის იქნა მიღებული „მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის შესახებ“?
„მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის შესახებ“ მიღებულია 29.01.2013. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №112. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
სად არის „მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.01.2013 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის შესახებ“, №112, 29.01.2013, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.01.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2222653/