ქვეყნის ძირითადი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის დოკუმენტის შემუშავების მიზნით სამთავრობო კომისიის შექმნის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება№790
2013 წლის 11 ივლისი
ქ. თბილისი
ქვეყნის ძირითადი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის დოკუმენტის შემუშავების მიზნით სამთავრობო კომისიის შექმნის თაობაზე
1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტისა და 29-ე მუხლის შესაბამისად, ქვეყნის საშუალოვადიანი(2020 წლამდე) სოციალურ-ეკონომიკური სტრატეგიის დოკუმენტის (შემდგომში - დოკუმენტი) შემუშავების მიზნით შეიქმნას სამთავრობო კომისია (შემდგომში - კომისია)შემდეგი შემადგენლობით:
ნოდარ ხადური - საქართველოს ფინანსთა მინისტრი,კომისიის თანათავმჯდომარე
გიორგი კვირიკაშვილი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, კომისიის თანათავმჯდომარე
დავით ლეჟავა - საქართველოს ფინანსთა მინისტრი ს მოადგილე
ირაკლი მატკავა - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე
შოთა მურღულია - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე
თამარ ბერუჩაშვილი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე
დავით ლომიძე - საქართველოს შრომის , ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე
ილია კვიტაიშვილი - საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე;
მარიამ ვალიშვილი - საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე
ნინო შარაშიძე - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე
თამარ სანიკიძე - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე
თენგიზ გველესიანი - საქართველოს ფინანასთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი
გიორგი კაკაურიძე - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის უფროსი
ლალი ღოღობერიძე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეკონომიკური ანალიზისა და პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი.
2 . კომისიამ, 2013 წლის 1 აგვისტომდე, უნდა შეიმუშაოს დოკუმენტის პროექტი, რომელიც ასახავს საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტებს 2020 წლამდე და დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს მთავრობას. დოკუმენტი უნდა წარმოადგენდეს ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის და სხვა საშუალოვადიანი სტრატეგიული დოკუმენტების საფუძველს (მათ შორის სექტორულ დონეზე).
პრემიერ-მინისტრი ბ . ივანიშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ქვეყნის ძირითადი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის დოკუმენტის შემუშავების მიზნით სამთავრობო კომისიის შექმნის თაობაზე“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „ქვეყნის ძირითადი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის დოკუმენტის შემუშავების მიზნით სამთავრობო კომისიის შექმნის თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 11.07.2013.
- როდის იქნა მიღებული „ქვეყნის ძირითადი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის დოკუმენტის შემუშავების მიზნით სამთავრობო კომისიის შექმნის თაობაზე“?
- „ქვეყნის ძირითადი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის დოკუმენტის შემუშავების მიზნით სამთავრობო კომისიის შექმნის თაობაზე“ მიღებულია 11.07.2013. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №790. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
- სად არის „ქვეყნის ძირითადი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის დოკუმენტის შემუშავების მიზნით სამთავრობო კომისიის შექმნის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 11.07.2013 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „ქვეყნის ძირითადი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის დოკუმენტის შემუშავების მიზნით სამთავრობო კომისიის შექმნის თაობაზე“, №790, 11.07.2013, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.07.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2357431/