თბილისის 2015 წლის ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიური ფესტივალის საკანდიდატო კომიტეტის წევრების განსაზღვრის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1201
2010 წლის 10 სექტემბერი
ქ. თბილისი
თბილისის 2015 წლის ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიური ფესტივალის საკანდიდატო კომიტეტის წევრების განსაზღვრის შესახებ
ქ. თბილისის მიერ 2015 წელს ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიური ფესტივალის გამართვის მასპინძელი ქალაქის სტატუსის მოპოვების, ფესტივალის მაღალ დონეზე ჩატარებისა და ორგანიზების უზრუნველყოფის მიზნითб დამტკიცდეს თბილისის 2015 წლის ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიური ფესტივალის საკანდიდატო კომიტეტის შემადგენლობა:
გიორგი უგულავა – ქ. თბილისის მერი, თბილისის ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიური ფესტივალის (TEYOF) საკანდიდატო კომიტეტის თავმჯდომარე
დავით ნამგალაური – საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე
გია ნაცვლიშვილი – საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე
მამუკა ახვლედიანი – ქ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე
ლევან დავითულიანი – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, კომიტეტის წევრი
მიხეილ დოლიძე – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, კომიტეტის წევრი
ეკატერინე ზღულაძე – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, კომიტეტის წევრი
პაპუნა პეტრიაშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სახაზინო სამსახურის უფროსი, კომიტეტის წევრი
ირინე ქურდაძე – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, კომიტეტის წევრი
ლევან კოპლატაძე – თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გენერალური დირექტორი, კომიტეტის წევრი
გიორგი კარბელაშვილი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, კომიტეტის წევრი
გიორგი ჭანტურია – სსიპ – საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი, კომიტეტის წევრი.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური