საჯარო სამსახურის რეფორმის კონცეფციის შემმუშავებელი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№815
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 24/07/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება№815

2013 წლის 24 ივლისი

ქ. თბილისი

საჯარო სამსახურის რეფორმის კონცეფციის შემმუშავებელი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ

1.„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29‑ე მუხლის შესაბამისად, საჯარო სამსახურის რეფორმის კონცეფციის შემუშავების მიზნით შეიქმნას საკოორდინაციო საბჭო (შემდგომში – საბჭო) შემდეგი შემადგენლობით:

მაია ცქიტიშვილი ‑ საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსი , საბჭოს თავმჯდომარე

ალექსანდრე ბარამიძე ‑ საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე , საბჭოს თანათავმჯდომარე

გიორგი ჯავახიშვილი ‑ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე

თენგიზ შერგელაშვილი – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე

ქეთევან ნატრიაშვილი – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე

დავით სიგუა – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მრჩეველი

რომან კაკულია – ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ევროკავშირის დახმარების კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსი

ირაკლი კოტეტიშვილი – სსიპ – საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი, საბჭოს მდივანი

ირაკლი მელაშვილი – საქართველოს მთავრობის კანცელარიის რეგიონებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი

შალვა თადუმაძე – საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ,

საქართველოს მთავრობის კანცელარიის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი

ლევან იზორია – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე

დიმიტრი ქუმსიშვილი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე

კახა ამირანიძე – საქართველოს მთავრობის კანცელარიის ადმინისტრაციული დეპარტამენტის საკადრო საკითხთა სამსახურის უფროსი

2. საბჭოს მუშაობაში მონაწილეობის მიღება ეთხოვოთ :

ირინა იმერლიშვილი – საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე , საბჭოს თანათავმჯდომარე

ბექა მიქაუტაძე – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი .

3. საბჭომ მის მიერ მომზადებული დასკვნები და წინადადებები 2014 წლის 1 თებერვლამდე წარმოუდგინოს საქართველოს მთავრობას.

პრემიერ‑მინისტრი  ბ . ივანიშვილი