ინფორმაციის თავისუფლების შესახებ სსიპ „იუსტიციის სახლის“ წლიური ანგარიში (2014 წლის 10 დეკემბრიდან 2015 წლის 10 დეკემბრამდე)

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/12/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ინფორმაციის თავისუფლების შესახებ

სსიპ „იუსტიციის სახლის“ წლიური ანგარიში

(2014 წლის 10 დეკემბრიდან 2015 წლის 10 დეკემბრამდე)

 

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად წარმოგიდგენთ 2014 წლის 10 დეკემბრიდან 2015 წლის 10 დეკემბრამდე სსიპ „იუსტიციის  სახლში“ საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოსული განცხადებებისა და მათზე რეაგირების, ასევე, დაცული პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვისა და სხვისთვის გადაცემის შესახებ ანგარიშს:

 

ა) საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, სსიპ „იუსტიციის სახლში“საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით სულ შემოვიდა 17 განცხადება, რომლებიც,  განმცხადებელთა მითითებით ან უფლებამოსილი თანამდებობის პირის შეფასებით, შეიცავდა საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნას. აღნიშნული განცხადებებიდან  6 - შემოტანილ იქნა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ, 11 -  ფიზიკური პირების მიერ. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა  და „საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აგვისტოს  №219 დადგენილების შესაბამისად, სსიპ „იუსტიციის სახლში“ უზრუნველყოფილია საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გამოთხოვა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის - MY.GOV.GE - მეშვეობით. აღნიშნული სერვისის საშუალებით სსიპ „იუსტიციის სახლში“  საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე სულ შემოვიდა  4  მოთხოვნა.

 

რაც შეეხება საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნათა რაოდენობას, 2014 წლის 10 დეკემბრიდან 2015 წლის 10 დეკემბრამდე, მსგავსი მოთხოვნის არცერთი შემთხვევა არ არის დაფიქსირებული.

 

ბ) საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით, სსიპ „იუსტიციის სახლში“ შემოსული განცხადებებიდან:

 

1) 3 შემთხვევაში - განცხადებაში დასმული საკითხები ეხებოდა სხვა ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების სფეროს,  შესაბამისად,  განცხადებები გადაეგზავნა უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს;

 

2) იმ განცხადებებიდან, რომლებიც განეკუთვნებოდა სსიპ „იუსტიციის სახლის“ კომპეტენციას (14 განცხადება):

 

● 11 შემთხვევაში - გაიცა საჯარო ინფორმაცია განმცხადებლის მოთხოვნის შესაბამისად;

● 3  განცხადება -  განხილვის პროცესშია;

● საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ  გადაწყვეტილება მიღებული არ ყოფილა.

 

სსიპ „იუსტიციის  სახლში“ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის დაკმაყოფილების  თაობაზე გადაწყვეტილებები მიღებულია სსიპ „იუსტიციის სახლის“ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის,  თიკა ნებიერიძის მიერ.

 

გ) სსიპ „იუსტიციის სახლის“ სტრუქტურული ერთეულები მათთვის დებულებით დაკისრებული საჯარო უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებდნენ პერსონალური მონაცემების შეგროვებას, დამუშავებასა და შენახვას. სსიპ „იუსტიციის სახლში“ დაცულია პერსონალური მონაცემები, როგორც ელექტრონული, ისე მატერიალური სახით. დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში (დეს) ინახება ელექტრონული ფორმით არსებული პერსონალური მონაცემები. აღნიშნულ მონაცემებზე წვდომა აქვთ მხოლოდ იმ თანამდებობის პირებს, რომლებსაც მათი სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე მინიჭებული აქვთ ამგვარი მონაცემების დამუშავებისა და შეგროვების უფლებამოსილება. დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში არსებული პერსონალური მონაცემების უსაფრთხოება უზრუნველყოფილია შესაბამისი ინფორმაციულ-ტექნოლოგიური საშუალებებით, რაც თავის მხრივ გამორიცხავს არაუფლებამოსილი პირებისათვის პერსონალურ მონაცემებზე წვდომას.

 

2014 წლის 10 დეკემბრიდან 2015 წლის 10 დეკემბრამდე სსიპ  „იუსტიციის სახლის“ მიერ პერსონალური მონაცემების გაცემა ხორციელდებოდა მხოლოდ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით  და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ შემთხვევებში და კანონით გათვალისწინებული საფუძვლებით.

 

დ) სსიპ „იუსტიციის სახლის“ თანამშრომლების მხრიდან საანგარიშო პერიოდის განმავლობაში არ გამოვლენილა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  მე-3 თავის მოთხოვნათა დარღვევისა და ამ საფუძვლით პასუხისმგებელ პირებზე დისციპლინური სახდელების დადების არცერთი ფაქტი.

 

ე) საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით დაფიქსირდა ერთი ადმინისტრაციული საჩივარი. გასაჩივრებასთან დაკავშირებით საანგარიშო პერიოდში არ წარმოშობილა ხარჯები.

 

აღმასრულებელი დირექტორის

მოვალეობის შემსრულებელი                                                                             გ. აზაურაშვილი