საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
29.12.2004 ძალადაკარგული 19.12.2008
გამომცემი ორგანო
ნომერი
№987
სარეგისტრაციო კოდი
040.150.000.05.001.001.722
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 4, 17/01/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (6)

შემდგომი ცვლილებები (6)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

ეს კანონი „სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ და „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონების საფუძველზე განსაზღვრავს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში – ეროვნული სააგენტო) მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის (შემდგომში – საფასური) განაკვეთებს და მათი გადახდის წესსა და პირობებს.

    მუხლი 2. ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის ცნება

ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასური არის სარეგისტრაციო მოქმედებისა და საინფორმაციო მომსახურებისათვის კანონით დადგენილი სავალდებულო გადასახდელი დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით.

    მუხლი 3. საფასურის დაწესება

საფასური წესდება და მისი ოდენობა განისაზღვრება ამ კანონით.

    მუხლი 4. მომსახურების სახეები

ამ კანონის შესაბამისად საფასური გადაიხდევინება შემდეგი სახის მომსახურებისათვის:

ა) სარეგისტრაციო მომსახურება:

ა.ა) უძრავ ნივთზე უფლებების პირველადი და შემდგომი რეგისტრაცია;

ა.ბ) მოძრავ ნივთზე უფლებების რეგისტრაცია;

ბ) საინფორმაციო მომსახურება.

    მუხლი 5. დაჩქარებული სარეგისტრაციო მომსახურება

1. დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე ეროვნული სააგენტო სარეგისტრაციო წარმოებას ახორციელებს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შემოკლებულ ვადებში.

2. ეროვნული სააგენტო დაჩქარებულ სარეგისტრაციო მომსახურებას ახორციელებს შემდეგ ვადებში:

ა) პირველადი რეგისტრაცია – 1, 3 ან 5 სამუშაო დღის ვადაში;

ბ) შემდგომი რეგისტრაცია, მათ შორის, საკუთრების უფლების გადაცემის, დატვირთვის, შეზღუდვის ან შეწყვეტის (იპოთეკის გარდა) რეგისტრაცია – 1 ან 3 სამუშაო დღის ვადაში;

გ) იპოთეკა – 1 სამუშაო დღის ვადაში;

დ) მოძრავ ნივთზე უფლებების რეგისტრაცია – 1 ან 3 სამუშაო დღის ვადაში.

    მუხლი 6. საფასურის განაკვეთები და მომსახურების ვადები

1. უძრავ ნივთზე უფლების პირველადი რეგისტრაციისათვის, რომელიც მოიცავს: საკადასტრო რუკების მომზადებას, სააღრიცხვო ბარათების შევსებას, სარეგისტრაციო მოწმობების ან/და ამონაწერის გაცემას, დაწესებულია საფასურის შემდეგი განაკვეთები და ვადები:

ა) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეგისტრაცია – 10 სამუშაო დღე – საფასურის გარეშე;

ბ) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეგისტრაცია – 10 სამუშაო დღე – 36 ლარი;

გ) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეგისტრაციის დაჩქარებული მომსახურება – 1 სამუშაო დღე – 150 ლარი; 3 სამუშაო დღე – 108 ლარი; 5 სამუშაო დღე – 72 ლარი.

2. უძრავ ნივთზე უფლების შემდგომი რეგისტრაციის, მათ შორის, საკუთრების უფლების გადაცემის, დატვირთვის, შეზღუდვის ან შეწყვეტის (იპოთეკის გარდა) რეგისტრაციისათვის დაწესებულია საფასურის შემდეგი განაკვეთები და ვადები:

ა) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეგისტრაცია – 5 სამუშაო დღე – 7 ლარი; დაჩქარებული მომსახურება – 1 სამუშაო დღე – 35 ლარი; 3 სამუშაო დღე – 21 ლარი;

ბ) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეგისტრაცია – 5 სამუშაო დღე – 36 ლარი; დაჩქარებული მომსახურება – 1 სამუშაო დღე – 150 ლარი; 3 სამუშაო დღე – 108 ლარი;

გ) მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად უძრავი ნივთის გამოყენების უფლების (იპოთეკა) რეგისტრაცია – 3 სამუშაო დღე – 50 ლარი; დაჩქარებული მომსახურება – 1 სამუშაო დღე – 250 ლარი.

3. ერთი პირის საკუთრებაში არსებული მომიჯნავე ორი ან მეტი მიწის ნაკვეთის გაერთიანებით შექმნილი მიწის ნაკვეთის ერთ მიწის ნაკვეთად რეგისტრაციისათვის დაწესებულია საფასურის შემდეგი განაკვეთები და ვადები:

ა) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეგისტრაცია – 10 სამუშაო დღე – 7 ლარი; დაჩქარებული მომსახურება – 1 სამუშაო დღე – 35 ლარი; 3 სამუშაო დღე – 21 ლარი; 5 სამუშაო დღე – 14 ლარი;

ბ) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეგისტრაცია – 10 სამუშაო დღე – 36 ლარი; დაჩქარებული მომსახურება – 1 სამუშაო დღე – 150 ლარი; 3 სამუშაო დღე – 108 ლარი; 5 სამუშაო დღე – 72 ლარი.

4. მოძრავ ნივთზე უფლებების რეგისტრაციისათვის დაწესებულია საფასურის შემდეგი განაკვეთები და ვადები:

ა) მოძრავ ნივთზე უფლებების რეგისტრაცია – 5 სამუშაო დღე – 25 ლარი;

ბ) დაჩქარებული მომსახურება – 1 სამუშაო დღე – 125 ლარი; 3 სამუშაო დღე – 75 ლარი.

5. საჯარო რეესტრში დარეგისტრირებული ქონების შესახებ სარეგისტრაციო მოწმობის გაცემისათვის, ამონაწერის ხელახალი მომზადებისათვის დაწესებულია საფასურის შემდეგი განაკვეთები და ვადები:

ა) საჯარო რეესტრში დარეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასთან დაკავშირებული უძრავი ქონების შესახებ სარეგისტრაციო მოწმობის გაცემა, ამონაწერის ხელახალი მომზადება და გაცემა – 1 სამუშაო დღე – 4 ლარი;

ბ) საჯარო რეესტრში დარეგისტრირებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასთან დაკავშირებული უძრავი ქონების შესახებ სარეგისტრაციო მოწმობის გაცემა, ამონაწერის ხელახალი მომზადება და გაცემა – 1 სამუშაო დღე – 7 ლარი;

გ) საჯარო რეესტრში დარეგისტრირებული მოძრავი ქონების შესახებ ამონაწერის ხელახალი მომზადება და გაცემა – 1 სამუშაო დღე – 7 ლარი.

6. კანონმდებლობით დადგენილი რეგისტრაციას დაქვემდებარებული უფლების სარეგისტრაციოდ წარდგენის ვადის გასვლის შემდეგ დამატებით გადაიხდება მომსახურების საფასური ამ კანონით დადგენილი საფასურის სამმაგი ოდენობით.

7. საინფორმაციო მომსახურებისათვის დაწესებულია საფასურის შემდეგი განაკვეთები:

ა) საჯარო რეესტრში არსებული სარეგისტრაციო დოკუმენტაციის: განაცხადის, სარეგისტრაციო მოწმობის, ამონაწერის, ხელშეკრულებებისა და სხვა დოკუმენტაციის (გარდა საკადასტრო გეგმისა) დამოწმებული ასლების მომზადება წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე – 3 სამუშაო დღე – 0,50 ლარი ერთ გვერდზე;

ბ) საჯარო რეესტრში დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო გეგმის დამოწმებული ასლის მომზადება წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე:

ბ.ა) A4 ფორმატის ქაღალდის ერთი გვერდი – 1 ლარი;

ბ.ბ) A3 ფორმატის ქაღალდის ერთი გვერდი – 2 ლარი;

ბ.გ) A2 ფორმატის ქაღალდის ერთი გვერდი – 5 ლარი;

ბ.დ) A1 ფორმატის ქაღალდის ერთი გვერდი – 20 ლარი;

ბ.ე) A0 ფორმატის ქაღალდის ერთი გვერდი – 40 ლარი;

ბ.ვ) ზემოთ აღნიშნული საკადასტრო გეგმების დიგიტალური ვერსიის მომზადება და გაცემა – ქაღალდის ვერსიის ღირებულების ორმაგი ოდენობა;

გ) საჯარო რეესტრში არსებული ძალაში მყოფი ჩანაწერის შესახებ საინფორმაციო ცნობის მომზადება და გაცემა – 2 სამუშაო დღე – 7 ლარი;

დ) ყადაღის შესახებ ცნობის მომზადება და გაცემა – 1 სამუშაო დღე – 7 ლარი;

ე) საჯარო რეესტრში ნივთის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ არსებული დოკუმენტების შესწავლის მიზნით, ანალიზისა და შესაბამისი ინფორმაციის სისტემატიზაციის საფუძველზე ცნობის მომზადება და დაინტერესებულ პირზე გაცემა – 50 ლარი;

ვ) საკადასტრო რუკების ქაღალდის ვერსიის მომ-ზადება და დაინტერესებულ პირზე გაცემა:

 

ზ) საკადასტრო რუკების დიგიტალური ვერსიის მომზადება და გაცემა – ქაღალდის ვერსიის ღირებულების ორმაგი ოდენობა;

თ) ორთოფოტოების ქაღალდის ვერსიის მომზადება და დაინტერესებულ პირზე გაცემა:

 

მასშტაბი

A3

A2

A1

A0

1:1000

35 ლარი

50 ლარი

65 ლარი

80 ლარი

1:2000

40 ლარი

60 ლარი

80 ლარი

100 ლარი

 

ი) ორთოფოტოების დიგიტალური ვერსიის მომზადება და გაცემა – ქაღალდის ვერსიის ღირებულების ორმაგი ოდენობა;

კ) აეროსურათების ქაღალდის ვერსიის მომზადება და დაინტერესებულ პირზე გაცემა – ერთი კვ.კმ – 50 ლარი; აეროსურათების დიგიტალური ვერსიის მომზადება და გაცემა – ქაღალდის ვერსიის ღირებულების ორმაგი ოდენობა.

    მუხლი 7. საფასურის გადახდის წესი და პირობები

1. ეროვნული სააგენტოს მომსახურებით მოსარგებლე პირები ვალდებულნი არიან გადაიხადონ ამ კანონით დაწესებული საფასური.

2. საფასურის გადახდა ხორციელდება წინასწარ, შესაბამისი მომსახურების გაწევამდე, ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით.

3. უნაღდო ანგარიშსწორება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. ნაღდი ანგარიშსწორება ხორციელდება ეროვნული ვალუტით ბანკებში, დადგენილი ფორმის ქვითრის გაცემით.

5. საფასური ჩაირიცხება ეროვნული სააგენტოს ანგარიშზე.

    მუხლი 8. საფასურის გადახდისაგან გათავისუფლება

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარეგისტრაციო მომსახურების საფასურის გადახდისაგან და ამ კანონის მე-6 მუხლის მე-7 პუნქტის „ა“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საინფორმაციო მომსახურების საფასურის გადახდისაგან გათავისუფლებულნი არიან:

ა) აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოები;

ბ) ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები;

გ) სასამართლო ხელისუფლების ორგანოები.

    მუხლი 9. გადახდილი საფასურის დაბრუნების წესი და ზიანის ანაზღაურება

1. თუ საფასური გადახდილია ამ კანონით დადგენილ განაკვეთზე მეტი ოდენობით, საფასურის გადამხდელს უბრუნდება სხვაობა მის მიერ გადახდილ თანხასა და ამ კანონით დადგენილ განაკვეთს შორის.

2. გადახდილი საფასური მთლიანად ბრუნდება, თუ:

ა) ეროვნული სააგენტო კანონიერი საფუძვლის არსებობისას უარს აცხადებს მომსახურების განხორციელებაზე;

ბ) დაინტერესებული პირი მომსახურების დაწყებამდე უარს აცხადებს მომსახურებაზე;

გ) ეროვნული სააგენტოს მიერ მომსახურება არ განხორციელდა ამ კანონით დადგენილ ვადებში.

3. გადახდილი საფასურის ნაწილობრივ ან მთლიანად დაბრუნება ხორციელდება გადამხდელის განცხადების საფუძველზე. განცხადებას თან უნდა ერთვოდეს გადახდილი თანხის ნაწილობრივ ან მთლიანად დაბრუნების კანონიერი საფუძვლის არსებობის დასაბუთება.

4. პასუხისმგებლობა ეროვნული სააგენტოს მიერ მომსახურების კანონით დადგენილი ვადების დარღვევისათვის განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

    მუხლი 10. დასკვნითი დებულება

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი                   მ. სააკაშვილი

თბილისი,

2004 წლის 29 დეკემბერი.

№987-რს