ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2015 წლის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№03/1532
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/12/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2015 წლის ანგარიში

 

ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად გაცნობებთ:

   ა) 2015 წლის განმავლობაში ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოვიდა 53 განცხადება;

   ბ) მუნიციპალიტეტის გამგებლისა და გამგეობის იურიდიული სამსახურის გადაწყვეტილებით 41 განცხადება დაკმაყოფილდა;

   გ) ერთ განცხადებაზე პასუხი გაიცემა ,,საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენის შემთხვევაში.

  დ) საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი ეთქვა 11 განცხადებას შემდეგი საფუძვლით: საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად “საჯარო ინფორმაცია ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადეგნილი წესით პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციისა“ ამავე კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად „საჯარო დაწესებულება ვალდებულია არ გაახმაუროს პერსონალურის მონაცემები თვით ამ პირის თანხმობის ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში _ სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების გარეშე, თანამდებობის პირთა (აგრეთვე თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატთა) პერსონალური მონაცემების გარდა“.

   ე) 2015 წლის განმავლობაში შეგროვდა საჯარო მონაცემთა ბაზა და საჯარო დაწესებულებათა პერსონალური მონაცემები ინახება მუნიციპალიტეტის გამგეობაში;

   ვ)  საჯარო მოსამსახურეთა მიერ კოდექსის მოთხოვნები არ დარღვეულა;

  ზ)  საჯარო ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემაზე თანხა არ გადახდილა.

 
      გამგებელი                                                                      ილია მზექალაშვილი