ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№219
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/12/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის ანგარიში

 

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით რეგისტრირებულია  6 განცხადება, აქედან 1 შემთხვევაში დაინტერესებული პირი იყო მოქალაქე, 3 შემთხვევაში – არასამთავრობო ორგანიზაცია, 1 შემთხვევაში – პოლიტიკური პარტია, 1 მოთხოვნა შემოვიდა სხვა საჯარო დაწესებულებიდან. საჯარო ინფორმაციაში შესწორების მოთხოვნა აღნიშნულ პერიოდში არ დაფიქსირებულა.

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული,  საჯარო ინფორმაციის გაცემის ყველა მოთხოვნა სრულად დაკმაყოფილდა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ ვადებში და წესით. საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირია საკრებულოს აპარატის   მთავარი   სპეციალისტი   ნინო   ჯმუხაძე.            სხდომების   დახურვის   შესახებ გადაწყვეტილება მიღებული არ ყოფილა.

საჯარო ინფორმაციის გაცემაზე მიღებული გადაწყვეტილებები არ გასაჩივრებულა.

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მოსამსახურეთა პერსონალური მონაცემები დაცულია მატერიალური სახით.

ონის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  თანანამშრომლების   მიერ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დარღვევასა და მათთვის დისციპლინარული სახდელის დადების შემთხვევას ადგილი არ ჰქონია.

 

საკრებულოს თავმჯდომარე                    შუქურა ჯაფარიძე