ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2015 წელს გაცემული საჯარო ინფორმაციის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყოველწლიური ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2015 წელს გაცემული საჯარო ინფორმაციის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყოველწლიური ანგარიში
2015 წლის განმავლობაში ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოსულია სულ 82 (ოთხმოცდაორი) განცხადება, მათ შორის 6 (ექვსი) განცხადება ისეთი ინფორმაციის მოთხოვნაზე, რომელიც ოფიციალური სახით არ ინახებოდა ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში, აღნიშნულიდან გამომდინარე ხსენებული განცხადებები საქართველოს კანონის ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ მე-80 მუხლის შესაბამისად გადაგზავნილ იქნა უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებში, ხოლო 76 (სამოცდათექვსმეტი) განცხადება საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე დაკმაყოფილდა ჩვენ მიერ. საჯარო დაწესებულების მიერ გაცემულ საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნით განცხადება ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში
2015 წელს არ დაფიქსირებულა, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით შემოსულ არცერთ განცხადებაზე ადმინისტრაციულ დაწესებულებას მიმდინარე წელს გადაწყვეტილება უარის თქმის შესახებ არ მიუღია.
საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნა დაკმაყოფილდა 76 (სამოცდათექვსმეტი) განცხადებაზე, რაზედაც გადაწყვეტილება მიღებულ იქნა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის - ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილების მთავარი სპეციალისტის დროებით მოვალეობის შემსრულებლის, სანდრო სორდიას მიერ.
საჯარო მოსამსახურეთა მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევას და შესაბამისად პასუხისმგებელი პირებისათვის დისციპლინური სახდელების დადების ფაქტს 2015 წლის განმავლობაში ადგილი არ ჰქონია.
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, საჯარო ინფორმაციის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ეყრდნობა საქართველოს კანონს ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ და ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“.
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი გოგოხია