⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.07.2017)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შიდა აუდიტის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 12.12.2015
ძალაში შესვლა 01.01.2016
ძალის დაკარგვა 01.07.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
ნომერი №66/2015
სარეგისტრაციო კოდი 010240060.15.008.016230
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 14/12/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 988 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
12.12.2015 მიღება
01.01.2016 ძალაში შესვლა
01.07.2017 ძალის დაკარგვა
📜 ცვლილებების ისტორია (4)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია კომისიის მდივანი გიორგი ჯავახიშვილი კომისიის თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შიდა აუდიტის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება №66/2015 2015 წლის 12 დეკემბერი ქ. თბილისი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შიდა აუდიტის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის, 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“ მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ” 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შიდა აუდიტის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შიდა აუდიტის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო  მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2015 წლის 2 სექტემბრის №41/2015 დადგენილება. მუხლი 3🔗 ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან  2 კალენდარული დღის ვადაში. მუხლი 4🔗 ეს დადგენილება ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან. კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანიაკომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი დანართი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შიდა აუდიტის სამსახურის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა მუხლი 1🔗 საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი საფინანსო-ეკონომიკური/იურიდიული განათლება: ბაკალავრის ან კანონმდებლობის შესაბამისად, ბაკალავრთან გათანაბრებული ხარისხი; ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ ხუთწლიანი სამუშაო გამოცდილება, მათ შორის მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; დ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი. 2. აუცილებელი უნარ-ჩვევები: ა) ეფექტური ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი; ბ) ორგანიზატორული უნარ-ჩვევები; გ) შემოქმედებითი და ანალიტიკური უნარები; დ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი; ე) დროის ეფექტურად განაწილების უნარი. 3. სასურველი მოთხოვნები: ა) მაგისტრის ან კანონმდებლობის შესაბამისად, მაგისტრთან გათანაბრებული ხარისხი; ბ) საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება; გ) უცხო ენის ცოდნა. 4. საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“; გ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“; დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; ე) საქართველოს კანონი „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“; ვ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; ზ) საქართველოს კანონი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“; თ) საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ; ი) საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“; კ) საქართველოს კანონი „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“; ლ) ცესკოს რეგლამენტი; მ) „საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 6 თებერვლის №70 ბრძანებულება; ნ) „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანება; ო) „საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 25 აგვისტოს №672 ბრძანება; პ) „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანება; ჟ) სამსახურის დებულება. მუხლი 2🔗 საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შიდა აუდიტის სამსახურის სპეციალისტის (III კატეგორია) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისთვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 1. აუცილებელი მოთხოვნები: ა) უმაღლესი იურიდიული განათლება: ბაკალავრის ან კანონმდებლობის შესაბამისად, ბაკალავრთან გათანაბრებული ხარისხი; ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; გ) მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება, მათ შორის სპეციალობით მუშაობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება; დ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი. 2. აუცილებელი უნარ-ჩვევები: ა) ეფექტური ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი; ბ) ორგანიზატორული უნარ-ჩვევები; გ) დროის ეფექტურად განაწილების უნარი; დ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი. 3. სასურველი მოთხოვნები: ა) საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება; ბ) უცხო ენის ცოდნა. 4. საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“; გ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“; დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; ე) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; ვ) საქართველოს კანონი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“; ზ) საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ; თ) საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“; ი) ცესკოს რეგლამენტი; კ) „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანება. ლ) სამსახურის დებულება. მუხლი 3🔗 საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შიდა აუდიტის სამსახურის სპეციალისტის (II კატეგორია) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისთვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 1. აუცილებელი მოთხოვნები: ა) უმაღლესი საფინანსო-ეკონომიკური განათლება: ბაკალავრის ან კანონმდებლობის შესაბამისად, ბაკალავრთან გათანაბრებული ხარისხი; ბ) მუშაობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება, მათ შორის სპეციალობით მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება; გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა. 2. აუცილებელი უნარ-ჩვევები: ა) ეფექტური ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი; ბ) ორგანიზატორული უნარ-ჩვევები; გ) შემოქმედებითი და ანალიტიკური უნარები; დ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი; ე) დროის ეფექტურად განაწილების უნარი. 3. სასურველი მოთხოვნები: ა) მაგისტრის ან კანონმდებლობის შესაბამისად, მაგისტრთან გათანაბრებული ხარისხი იურისპრუდენციაში; ბ) საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება; გ) უცხო ენის ცოდნა. 4. საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“; გ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“; დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; ე) საქართველოს კანონი „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“; ვ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; ზ) საქართველოს კანონი „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“; თ) ცესკოს რეგლამენტი; ი) „საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 6 თებერვლის №70 ბრძანებულება; კ) „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანება; ლ) „საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 25 აგვისტოს №672 ბრძანება; მ) სამსახურის დებულება. მუხლი 4🔗 საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შიდა აუდიტის სამსახურის სპეციალისტის (II კატეგორია) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისთვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 1. აუცილებელი მოთხოვნები: ა) უმაღლესი იურიდიული განათლება: ბაკალავრის ან კანონმდებლობის შესაბამისად, ბაკალავრთან გათანაბრებული ხარისხი; ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; გ) სპეციალობით მუშაობის გამოცდილება; დ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი. 2. აუცილებელი უნარ-ჩვევები: ა) ეფექტური ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი; ბ) ორგანიზატორული უნარ-ჩვევები; გ) დროის ეფექტურად განაწილების უნარი; დ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი. 3. სასურველი მოთხოვნები: ა) საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება; ბ) უცხო ენის ცოდნა. 4. საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“; გ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“; დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; ე) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; ვ) საქართველოს კანონი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“; ზ) საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ; თ) საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“; ი) ცესკოს რეგლამენტი; კ) „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანება; ლ) სამსახურის დებულება.