წლიური ანგარიში (2014 წლის 10 დეკემბრიდან 2015 წლის 10 დეკემბრამდე)

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/12/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო ინფორმაციის შესახებ

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს წლიური ანგარიში

 

(201 4 წლის 10 დეკემბრიდან 201 5 წლის 10 დეკემბრამდე)

 

ა) საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში 201 4 წლის 10 დეკემბრიდან 201 5 წლის 10 დეკემბრამდე საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით სულ შემოსულია 1 97 განცხადება.

201 4 წლის 10 დეკემბრიდან 201 5 წლის 10 დეკემბრამდე საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნის არცერთი შემთხვევა არ არის დაფიქსირებული.

ბ) საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში შემოსული 197 განცხადებიდან:

1. საჯარო ინფორმაცია, განმცხადებლის მოთხოვნის შესაბამისად, გაიცა - 140 შემთხვევაში;

2. მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ - 3 6 შემთხვევაში;

3. განხილვის პროცესშია - 8 განცხადება;

4. სხვა ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების სფეროს განეკუთვნებოდა - 5 განცხადებაში აღნიშნული საკითხი დაშესაბამისად, განცხადებები გადაეგზავნა უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებს;

5. საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა - 8შემთხვევაში.

ამასთან, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროდან საჯარო ინფორმაცია გაიცემოდა ადმინისტრაციული დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს უფროსის ნანა ბღარაშვილისა და იურიდიული დეპარტამენტის უფროსის ალექსანდრე დარახველიძის მიერ.

გ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის ცალკეული სტრუქტურული ქვედანაყოფები, მათთვის დებულებით დაკისრებული საჯარო უფლებამოსილების ფარგლებში, ახორციელებდნენ პერსონალური მონაცემების შეგროვებას, დამუშავებასა და შენახვას. სამინისტროში დაცულია პერსონალური მონაცემები როგორც ელექტრონული, ისე მატერიალური სახით. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში ინახება ელექტრონული ფორმით არსებული პერსონალური მონაცემები. აღნიშნულ მონაცემებზე წვდომა აქვთ მხოლოდ იმ მოსამსახურეებს, რომლებსაც, მათი სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე, მინიჭებული აქვთ ამგვარი მონაცემების დამუშავებისა და შეგროვების უფლებამოსილება. დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში არსებული პერსონალური მონაცემების უსაფრთხოება უზრუნველყოფილია შესაბამისი ინფორმაციულ-ტექნოლოგიური საშუალებებით, რაც, თავის მხრივ, გამორიცხავს არაუფლებამოსილი პირებისათვის პერსონალურ მონაცემებზე წვდომას.

2014 წლის 10 დეკემბრიდან 2015 წლის 10 დეკემბრამდე სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ პერსონალური მონაცემების გაცემა ხორციელდებოდა მხოლოდ „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა“ და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ შემთხვევებში და კანონით გათვალისწინებული საფუძვლებით.

დ) საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან საანგარიშო პერიოდის განმავლობაში არ გამოვლენილა „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ მე-3 თავის მოთხოვნათა დარღვევისა და ამ საფუძვლით პასუხისმგებელ პირებზე დისციპლინური სახდელების დადების არცერთი ფაქტი.

ე) საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმისას ან/და საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას სამინისტრო ეყრდნობოდა საქართველოს კონსტიტუციასა და „საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსს“, ასევე, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №8დადგენილების, „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ივნისის №275 დადგენილების, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ზოგიერთი ნორმატიული აქტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 აპრილის №305 დადგენილებისა და „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტემბრის №507 დადგენილების მოთხოვნებს.

საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის გადაწყვეტილების მიღების საფუძველს წარმოადგენს „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი და „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ზოგიერთი ნორმატიული აქტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 აპრილის №305 დადგენილება და „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტემბრის №507 დადგენილება.

ვ) საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების ფაქტი არ დაფიქსირებულა.

ზ) სამინისტროს მიერ ინფორმაციის გაცემის, აგრეთვე, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებით საანგარიშო პერიოდში არ წარმოშობილა ხარჯები. ამასთან, ადგილი არ ჰქონია სამინისტროსათვის მხარის სასარგებლოდ გადასახდელი თანხის დაკისრებას.

 

მინისტრი                                          კახა კახიშვილი