სავიზო განაცხადის ფორმების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 14.12.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №01-327
სარეგისტრაციო კოდი 480610000.22.030.016138
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 15/12/2015
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
14.12.2015 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი | საგარეო საქმეთა მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
შვილად აყვანის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მოქალაქე თენგიზი ლატარია საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ პარამედიკოსის კომპეტენციების დამტკიცების შესახებ ა(ა)იპ „თანადგომა და სამართლიანობა“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
სავიზო განაცხადის ფორმების დამტკიცების შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის
ბრძანება
№01-327
2015 წლის 14 დეკემბერი
ქ. თბილისი
სავიზო განაცხადის ფორმების დამტკიცების შესახებ
,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს:
ა) საქართელოს საგარეო საქმეთა სამინისტროსათვის, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისათვის, მესამე სახელმწიფოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში შექმნილი საქართველოს ინტერესთა სექციისა და საკონსულო დაწესებულებებისათვის წარსადგენი სავიზო განაცხადის ფორმა ამ ბრძანების დანართი №1 შესაბამისად;
ბ) საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე საქართველოს ვიზის გაცემის მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოსათვის წარსადგენი სავიზო განაცხადის ფორმა ამ ბრძანების დანართი №2-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ,,სავიზო განაცხადის ფორმებისა და მათი შევსების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2014 წლის 19 სექტემბრის №01-191 ბრძანება.
მუხლი 3🔗
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საგარეო საქმეთა მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი