შვილად აყვანის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
- მოქმედი 91%
- მოქმედი 91%
- მოქმედი 91%
- მოქმედი 91%
- მოქმედი 90%
- მოქმედი 90%
- მოქმედი 90%
- მოქმედი 90%
- მოქმედი 90%
- მოქმედი 90%
ცვლილებები (4)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №01-73/ნ |
|
2017 წლის 27 დეკემბერი ქ. თბილისი |
,,შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ხ“ ქვეპუნქტის, მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის და მე-6 პუნქტის, 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 34-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 46-ე მუხლის მე-3 პუნქტის და 58-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 79-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს თანდართული შვილად აყვანის თანდართული წესი (დანართი №1) და შვილად აყვანის კომისიის მუშაობის წესი (დანართი №2).
|
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,შვილად აყვანის პროცედურებისა და ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის №50/ნ ბრძანება.
|
| მუხლი 3 |
ბრძანება ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან.
|
|
შვილად აყვანის წესის დამტკიცების შესახებ
,,შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ხ“ ქვეპუნქტის, მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის და მე-6 პუნქტის, 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 34-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 46-ე მუხლის მე-3 პუნქტის და 58-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 79-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული შვილად აყვანის თანდართული წესი (დანართი №1) და შვილად აყვანის კომისიის მუშაობის წესი (დანართი №2).
მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,შვილად აყვანის პროცედურებისა და ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის №50/ნ ბრძანება.
მუხლი 3 |
ბრძანება ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიდავით სერგეენკო 📎 დანართები (1)danarti 4 cv - it.docx.docx ⬇
ეს წესი განსაზღვრავს შვილად აყვანის პროცედურებს, გასაშვილებელი ბავშვისა და მშვილებლების/მშვილებლის აღრიცხვის, ასევე რეესტრის წარმოების პროცედურებს, ადგენს გასაშვილებელი ბავშვისა და მშვილებელების/მშვილებლის თავსებადობის შეფასების, შვილად აყვანის შესახებ დასკვნის მომზადებისა და გაცემის, აგრეთვე, შვილად აყვანის საკითხებში მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოების საქმიანობის, შვილად აყვანასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, შვილად აყვანის თაობაზე ინფორმაციისა და გაშვილებულ ბავშვთა ბიოგრაფიული მონაცემების შენახვისა და გაცემის წესს. 1. მშვილებელი (მშვილებლები)– მშვილებელი პირი (პირები), რომელიც (რომლებიც) აკმაყოფილებს (აკმაყოფილებენ) გასაშვილებელი ბავშვის შვილად აყვანისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და რეგისტრირებულია (რეგისტრირებული არიან) რეესტრში. 2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო – სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო, რომელიც არის მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო, აგრეთვე საერთაშორისო შვილად აყვანის ურთიერთობებში – ცენტრალური ორგანო, ხოლო მისი ტერიტორიული ერთეული – მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო საქართველოს ტერიტორიაზე. 3. ამ პროცედურებში გამოყენებულ სხვა ტერმინებს გააჩნიათ იგივე მნიშვნელობა, რაც გათვალისწინებულია „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ‘‘ საქართველოს კანონით. მუხლი 3. შვილად აყვანის პროცედურების განმახორციელებელი უფლებამოსილი ორგანოები 1. შვილად აყვანის პროცედურების განმახორციელებელი უფლებამოსილი ორგანოა სააგენტო. 2. სააგენტო (მეურვეობისა და მზრუნველობის ცენტრალური ორგანო): ა) უზრუნველყოფს შვილად აყვანის საკითხებში სახელმწიფო პოლიტიკის გატარებას, ბავშვის ინტერესების უპირატესად გათვალისწინების პრინციპის შესაბამისად; ბ) კოორდინაციას უწევს მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანოების საქმიანობას; გ) აწარმოებს რეესტრს, უზრუნველყოფს მის სისტემატიზებასა და დამუშავებას; დ) უზრუნველყოფს საერთაშორისო შვილად აყვანასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელებას; ე) უზრუნველყოფს ან/და ორგანიზებას უწევს სავალდებულო მოსამზადებელი კურსის ჩატარებას ბავშვის შვილად აყვანის მსურველი პირებისთვის; ვ) ახორციელებს შვილად აყვანის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. მხოლოდ სააგენტოა უფლებამოსილი, განახორციელოს საერთაშორისო გაშვილება. 4. სააგენტო ვალდებულია 18 წელს მიღწეული პირის/ნაშვილების მოთხოვნით მიაწოდოს მას მისი ბიოგრაფიული მონაცემები, აგრეთვე მისი ბიოლოგიური მშობლის (მშობლების) შესახებ ინფორმაცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში, „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონის 65-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად. ბიოლოგიური მშობლის ან/და მშვილებლის გარდაცვალების შემთხვევაში, გარდაცვლილი პირის მიმართ არ მოქმედებს „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონის 65-ე მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნები. 5. სააგენტო ვალდებულია უზრუნველყოს ამ მუხლის მე-4 პუნქტში აღნიშნული ინფორმაციის შენახვა, წინამდებარე წესის მე-15 მუხლის შესაბამისად. 6. მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, თავის სამოქმედო ტერიტორიაზე: ა) უზრუნველყოფს ბავშვის უფლებების დაცვას და შვილად აყვანის პროცედურების ყველა ეტაპზე, ახორციელებს გასაშვილებელი ბავშვის წარმომადგენლობას; ბ) უზრუნველყოფს კონსულტაციების გაწევას ბავშვის გაშვილების ან მიტოვების განზრახვის მქონე პირებისთვის; გ) უზუნველყოფს ბავშვის შვილად აყვანის მსურველი პირების კონსულტაციის გაწევას შვილად აყვანის შესახებ, რაც დასტურდება სააგენტოს დირექტორის ბრძანებით დამტკიცებული ფორმით; დ) უზრუნველყოფს გასაშვილებელი ბავშვისთვის საჭირო კონსულტაციების გაწევას მისი ასაკის, ჯანმრთელობისა და განვითარების დონის გათვალისწინებით; ე) უზრუნველყოფს ბავშვის შვილად აყვანის მსურველი პირების (პირის) განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტების მიღებას; ვ) ახორციელებს პირისათვის გასაშვილებელი ბავშვის სტატუსის მინიჭებას; ზ) ახორციელებს ბავშვის შვილად აყვანის მსურველი პირ(ებ)ის რეესტრში რეგისტრაციას; თ) ახორციელებს ბავშვის ბიო-ფსიქო-სოციალურ შეფასებას სააგენტოს დირექტორის ბრძანებით დამტკიცებული ფორმით; ი) უზრუნველყოფს ბავშვის შვილად აყვანის მსურველი პირების (პირის) რეესტრში, მათ შორის ადგილობრივ რეესტრში აღრიცხვას; კ) უზრუნველყოფს ბავშვის შვილად აყვანის პროცესის განხორციელებას და სასამართლო წარმოების პროცესში მონაწილეობას; ლ) საჭიროების შემთხვევვაში, უზრუნველყოფს ბავშვის შვილად აყვანის შემდგომ, მშვილებლისთვის დახმარების გაწევას, მათ შორის, ახალ გარემოში ბავშვის ფსიქო-სოციალური ადაპტაციისთვის; მ) ახორციელებს „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 7. მხოლოდ მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანოა უფლებამოსილი მიიღოს ბიოლოგიური მშობლის (მშობლების) თანხმობა ბავშვის გაშვილებასა და მიტოვებაზე. მუხლი 4. პირის მუდმივად ცხოვრების ფაქტის დადგენა 1. შვილად აყვანის მიზნებისთვის: ა) საქართველოს მოქალაქეობის მქონე, აგრეთვე საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი საქართველოს ტერიტორიაზე მუდმივ მაცხოვრებლად ჩაითვლება, თუ იგი მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, რეგისტრირებულია „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზაში“ და მშვილებლად რეგისტრაციის შესახებ განაცხადის წარდგენის მომენტში, ფაქტობრივად იმყოფება/ცხოვრობს საქართველოს ტერიტორიაზე; ბ) უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე პირი საქართველოს ტერიტორიაზე მუდმივ მაცხოვრებლად ჩაითვლება თუ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მის სახელზე გაცემულია საქართველოში მუდმივი ბინადრობის მოწმობა, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულია „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზაში“ და მშვილებლად რეგისტრაციის შესახებ განაცხადის წარდგენის და ბავშვის შვილად აყვანის მომენტში, ფაქტობრივად იმყოფება/ცხოვრობს საქართველოს ტერიტორიაზე; გ) უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე პირი უცხო ქვეყანაში მუდმივ მაცხოვრებლად ჩაითვლება, თუ: გ.ა) მუდმივად ცხოვრობს მისი მოქალაქეობის ქვეყანაში და არ აკმაყოფილებს ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის პირობებს; გ.ბ) მუდმივად ცხოვრობს სხვა უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე, სადაც სარგებლობს მუდმივად ცხოვრების უფლებით და არ აკმაყოფილებს ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის პირობებს; დ) საქართველოს მოქალაქეობის მქონე, აგრეთვე, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი უცხო ქვეყანაში მუდმივ მაცხოვრებლად შეიძლება ჩაითვალოს თუ იგი მუდმივად ცხოვრობს უცხო ქვეყანაში და არ აკმაყოფილებს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირობებს. 2. მშვილებლად რეგისტრაციის შესახებ განაცხადის წარდგენის და ბავშვის შვილად აყვანის მომენტში საქართველოში მუდმივ მაცხოვრებლად ჩაითვლება საქართველოს მოქალაქეობის მქონე, აგრეთვე საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი: ა) რომლის ძირითადი სამუშაო ადგილია უცხო ქვეყანაში არსებული საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საქართველოს საერთაშორისო წარმომადგენლობითი მისიით – საერთაშორისო ორგანიზაცია; ბ) რომელიც შრომითი ურთიერთობებიდან გამომდინარე დროებითი ცხოვრების/ბინადრობის უფლებით, აგრეთვე, სამ თვეზე მეტი ვადით სასწავლო ან/და სამუშაო მივლინებით, იმყოფება უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე. 3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული პირობები უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტებისა და სოციალური მუშაკის დასკვნის ერთობლიობით, რომელიც თავის მხრივ უნდა მოიცავდეს, ინფორმაციას ამა თუ იმ სახელმწიფოსთან პირის პირადი, აგრეთვე, სოციალური კავშირებსა და პირის განზრახვას შესაბამის სახელმწიფოში ცხოვრებასთან დაკავშირებით. მუხლი 5. გასაშვილებელ ბავშვთა აღრიცხვა 1. გასაშვილებელი ბავშვის სტატუსი ენიჭება 18 წლამდე პირს: ა) რომლის მშობელიც (მშობლებიც) სასამართლომ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარა; ბ) რომელიც არის ობოლი; გ) რომელიც სასამართლომ მიტოვებულად აღიარა; დ) რომლის მშობელს (მშობლებს) სასამართლოს მიერ ჩამოერთვა (ჩამოერთვათ) მშობლის უფლება; ე) რომლის ყველა კანონიერი წარმომადგენელი თანახმაა მის გაშვილებაზე. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო უზრუნველყოფს ბავშვისათვის გასაშვილებელი სტატუსის მინიჭებისათვის საჭირო პროცედურების განხორციელებას და დოკუმენტების შეგროვებას. 3. პირს გასაშვილებელი ბავშვის სტატუსი ენიჭება მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანოს გადაწყვეტილებით, რის შემდეგაც გასაშვილებელი ბავშვის შესახებ მონაცემები აღირიცხება რეესტრში. 4. გასაშვილებელი ბავშვის სტატუსის მინიჭების შესახებ დოკუმენტაცია მიეწოდება მეურვეობისა და მზრუნველობის ცენტრალურ ორგანოს გადაწყვეტილების მიღებიდან მომდევნო სამუშაო დღეს. მუხლი 6. ბავშვის გაშვილებაზე თანხმობა და ბავშვის მიტოვება 1. ბავშვის მიტოვების ან ბავშვის გაშვილების მსურველი პირი მიმართავს მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივ ორგანოს. 2. მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანოს უფლებამოსილი პირი ვალდებულია სააგენტოს დირექტორის მიერ დამტკიცებული ფორმის შესაბამისად, კონსულტაცია გაუწიოს მშობელს, მშობლის უფლება-მოვალეობებისა და ბავშვის მიტოვების ან ბავშვის გაშვილების შედეგების თაობაზე და შესთავაზოს პრევენციული სახის სახელმწიფო სერვისები (მომსახურებები). 3. თუ პირი არ ცვლის ბავშვის მიტოვების ან ბავშვის გაშვილების თაობაზე გადაწყვეტილებას, იგი ავსებს ბავშვის გაშვილებაზე თანხმობის და ბავშვის მიტოვების შესახებ შესაბამისი ფორმის განაცხადს, მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანოს წარმომადგენლის (სააგენტოს შესაბამისი ტერიტორიული ერთეულის – სოციალური მუშაკის/იურისტის/ხელმძღვანელის ან ერთ-ერთი მათგანის) თანდასწრებით. 4. ბავშვის მიტოვებულად აღიარება ხდება სასამართლოს გადაწყვეტილებით, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიმართვის საფუძველზე, თუ: ა) ის არის ნაპოვნი ბავშვი და მისი აღმოჩენიდან 6 კვირის ვადაში, მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივ ორგანოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შედეგად ვერ დადგინდა ამ ბავშვის ან/და მისი მშობლის (მშობლების) ვინაობა; ბ) ის არის ნაპოვნი ბავშვი და ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში და იმავე ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების შედეგად დადგინდა ამ ბავშვის ან/და მისი მშობლის (მშობლების) ვინაობა, მაგრამ ის (ისინი) თავს არიდებს (არიდებენ) მშობლის უფლებების განხორციელებას და მოვალეობების შესრულებას, შეტყობინებიდან 7 დღის ვადაში არ ცხადდება (ცხადდებიან) მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივ ორგანოში ან მასთან (მათთან) დაკავშირება შეუძლებელია; გ) ბავშვის მშობელმა (მშობლებმა) საკუთარი ქმედებით ან უმოქმედობით გამოხატეს (გამოხატა) მისი მიტოვება და/ან ისინი (ის), სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული პრევენციისა და რეინტეგრაციის ღონისძიებების მიუხედავად, თავს არიდებენ (არიდებს) მშობლის უფლებების განხორციელებასა და მოვალეობების შესრულებას ან ბავშვის 24-საათიან სახელმწიფო ზრუნვაში ყოფნის ხანგრძლივობა აღემატება 3 თვეს (გარდა მშობლის (მშობლების) ჯანმრთელობის არასათანადო მდგომარეობის ან მშობლის (მშობლების) პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის შემთხვევისა) და ბავშვის მშობლებს (მშობელს) შეჩერებული ან შეზღუდული აქვთ (აქვს) მშობლის უფლება-მოვალეობები. 5. მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო, ბავშვის მზრუნველობის ფორმაში შემდგომი განთავსების მიზნით, იღებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს. მუხლი 7. გასაშვილებელი ბავშვის მიმართ შვილად აყვანის პროცესის შეჩერება/აღდგენა/შეწყვეტა 1. იმ გასაშვილებელი ბავშვის შვილად აყვანის პროცესი ჩერდება, რომლის მიმართაც დაწყებულია მამობის დადგენის პროცედურები. ამ პუნქტით განსაზღვრული გასაშვილებელი ბავშვი თუ შეთავაზებულია მშვილებლისთვის, ეს მშვილებელი უფლებამოსილია თანხმობა განაცხადოს მიიღოს მომდევნო შეთავაზება, რაც მის მიერ უნდა დასტურდებოდეს წერილობით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შვილად აყვანის პროცესი შეჩერდება, მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივ ორგანოსთვის განცხადებით მიმართვის დღიდან, თუ დაინტერესებული პირი წარადგენს მის მიერ სასამართლოსთვის ან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის, გასაშვილებელი ბავშვის მიმართ მამობის დადგენის მოთხოვნით მიმართვის დამადასტურებელ დოკუმენტს. 3. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო უფლებამოსილია ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დაწესებულებებიდან გამოითხოვოს ინფორმაცია გასაშვილებელი ბავშვის მიმართ მამობის დადგენის საქმისწარმოების მიმდინარეობის შესახებ. 4. შვილად აყვანის პროცესი შეწყდება გასაშვილებელი ბავშვის მიმართ: ა) მამობის დადგენის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღიდან; ბ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მამობის დადგენის მოწმობის გაცემის დღიდან. 5. შეჩერებული შვილად აყვანის პროცესი გაგრძელდება გასაშვილებელი ბავშვის მიმართ: ა) მამობის დადგენაზე უარის თქმის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღიდან; ბ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მამობის დადგენის მოწმობის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების დღიდან, თუ ამოიწურა აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვადა. 6. ამ მუხლით განსაზღვრული გარემოებების დადასტურების დღიდან, 5 სამუშაო დღის ვადაში, ბავშვის შვილად აყვანის პროცესის შეჩერების/გაგრძელების/შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო, რომელიც ეცნობება დაინტერესებულ პირს (პირებს) და დაუყოვნებლივ ეგზავნება: ა) სასამართლოს – თუ ბავშვის შვილად აყვანის შესახებ განცხადება მიღებულია განსახილველად; ბ) მეურვეობისა და მზრუნველობის ცენტრალურ ორგანოს. 1. ბავშვის შვილად აყვანის მსურველმა საქართველოში მუდმივად მცხოვრებმა პირმა, უნდა მიმართოს მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივ ორგანოს (ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით), შესაბამისი განაცხადის ფორმით და წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ბ) ქორწინების შემთხვევაში, ქორწინების მოწმობის ასლი; განქორწინების შემთხვევაში, განქორწინების მოწმობის ასლი; მეუღლის გარდაცვალების შემთხვევაში, გარდაცვალების მოწმობის ასლი; გ) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა ფორმა IV-100/ა; დ) სამედიცინო-ნარკოლოგიური და ფსიქიატრიული შემოწმების შესახებ ცნობა (თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა ფორმა IV-100/ა არ მოიცავს ან ინფორმაციას); ე) ამონაწერი, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან, რომლის ოჯახის სოციალური მდგომარეობა აღემატება ბავშვის მინდობით აღზრდის მიზნით გადაცემისათვის სახელმწიფოს მიერ დადგენილ სტანდარტებს და სარეიტინგო ქულის მინიჭების დღიდან არ არის გასული ერთი წელი; ვ) ნასამართლობის შესახებ ცნობა; ზ) მსჯავრდების შესახებ ცნობა; თ) შვილად აყვანის მსურველი პირების მიერ სავალდებულო მოსამზადებელი კურსის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი – სერტიფიკატი. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფოს მიერ დადგენილი სტანდარტი არ ვრცელდება შვილად აყვანის უპირატესი უფლების მქონე პირებზე. 3. განაცხადის წარდგენა ადასტურებს, რომ შვილად აყვანის მსურველი პირი თანახმაა რეესტრში აღრიცხვის მიზნით: ა) დაუბრკოლებლად შეუშვას სოციალური მუშაკი თავის საცხოვრებელ ბინაში და მისცეს მას საშუალება შეამოწმოს სოციალური თუ ყოფითი პირობები; ბ) ობიექტური პასუხები გასცეს სოციალური მუშაკის შეკითხვებს, არ შეცვალოს ფაქტები, მოთხოვნისამებრ წარადგინოს დამატებითი დოკუმენტები და განსხვავებული აზრის არსებობისას დააფიქსიროს საკუთარი შენიშვნები, განცხადების წარდგენის გზით; გ) სააგენტომ ნებისმიერი წყაროდან მოიპოვოს საჭირო ინფორმაცია მისი (მათი) პერსონალური და სხვა მონაცემების შესახებ, რაც უკავშირდება რეესტრში აღრიცხვას; დ) მუდმივი საცხოვრებელი ადგილის ან/და იმ გარემოებების შეცვლის შემთხვევაში, რომელიც გავლენას ახდენს რეესტრში აღრიცხვაზე (სოციალურ-ეკონომიკური; დემოგრაფიული, ჯანმრთელობის; ნასამართლობის და სხვა), დაუყოვნებლივ აცნობოს მეურვეობისა და მზრუნველობის ტერიტორიულ ორგანოს. 4. რეესტრში აღრიცხვასთან დაკავშირებით შვილად აყვანის მსურველ პირს უფლება აქვს: ა) გაეცნოს მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივ ორგანოში, მის შესახებ არსებულ ინფორმაციას; ბ) მოითხოვოს მის შესახებ მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივ ორგანოში არსებული საქმის მასალები; გ) მოითხოვოს განაცხადში დაფიქსირებული მონაცემების ცვლილება; დ) ისარგებლოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებებით. 5. განაცხადის წარდგენისას, თუ ბავშვის შვილად აყვანის მსურველი პირი ვერ აკმაყოფილებს მშვილებლის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრულ მოთხოვნებს და/ან სრულყოფილი სახით არ არის წარმოდგენილი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაცია, სოციალური მუშაკი არ ახორციელებს ბავშვის შვილად აყვანის მსურველი პირ(ებ)ის შეფასებას და რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას, 7 სამუშაო დღის განმავლობაში, მეურვეობისა და მზრუნველობის ტერიტორიული ორგანო, წერილობითი ფორმით აცნობებს განმცხადებელს/განმცხადებლებს. 6. განაცხადის წარდგენიდან, თუ ბავშვის შვილად აყვანის მსურველი პირი აკმაყოფილებს მშვილებლის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრულ მოთხოვნებს და აგრეთვე, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაცია წარმოდგენილია სრულად, სოციალური მუშაკი, განაცხადის რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 20 სამუშაო დღისა, ახორციელებს ბავშვის შვილად აყვანის მსურველი პირის შეფასებას და წერს დასკვნას. 7. თუ შეფასება დადებითია, სოციალური მუშკის დასკვნის მომზადების დღიდან 7 სამუშაო დღის ვადაში, მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას პირის მშვილებლად რეესტრში აღრიცხვაზე აყვანის თაობაზე. 8. თუ შეფასება უარყოფითია, სოციალური მუშაკის დასკვნის მომზადების დღიდან 7 სამუშაო დღის ვადაში, მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას პირის მშვილებლად რეესტრში აღრიცხვაზე აყვანის უარის შესახებ. 9. მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება 5 სამუშაო დღის განმავლობაში წერილობითი ფორმით უნდა ეცნობოს განმცხადებელს, ხოლო თუ შეფასება დადებითია, გადაწყვეტილება, აღრიცხვის ელექტრონულ ფორმასთან ერთად ეგზავნება სააგენტოს. 10. „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით და მე-15 მუხლით გათვალისწინებული გასაშვილებელი ბავშვის შვილად აყვანის უპირატესი უფლების მქონე პირებზე შვილად აყვანის პროცედურების განხორციელების დროს არ მოქმედებს რიგითობის პრინციპი. 11. მშვილებელი შეიძლება იყოს ნებისმიერი სრულწლოვანი პირი, გარდა იმ პირისა: ა) რომელსაც ჩამოერთვა მშობლის უფლება ან ადრე ჰყავდა შვილად აყვანილი პირი, იყო არასრულწლოვანი პირის მეურვე/მზრუნველი ან მინდობით აღსაზრდელად გადაცემული ჰყავდა პირი, მაგრამ ეს ურთიერთობა გაუქმდა მის მიერ მოვალეობათა არაჯეროვნად შესრულების გამო; ბ) რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეზღუდული აქვს მშობლის უფლება-მოვალეობები მშობლის უფლებების განუხორციელებლობისა და მოვალეობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად განხორციელების/შესრულების გამო; გ) რომელსაც აღენიშნება შემდეგი დაავადებები: გ.ა) ტუბერკულოზი (მწვავე) ნებისმიერი ლოკალიზაციის, ინფექციის გამავრცელებელი ფორმით; გ.ბ) შინაგანი ორგანოების დაავადებები დეკომპენსაციის სტადიაში; გ.გ) ნერვული სისტემის, საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის მნიშვნელოვნად გამოხატული დაავადებები და დაზიანებები, რაც გამოიწვევს მოძრაობასა და კოორდინაციის მნიშვნელოვან დარღვევას; გ.დ) ნებისმიერი ლოკალიზაციის ავთვისებიანი, ონკოლოგიური დაავადებები; გ.ე) ნარკომანია, ტოქსიკომანია, ალკოჰოლიზმი; გ.ვ) ინფექციური დაავადებები მათი დისპანსერული აღრიცხვიდან მოხსნამდე; გ.ზ) ფსიქიკური და ქცევითი აშლილობები; გ.თ) ყველა დაავადება და ტრავმა, რომელმაც გამოიწვია მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მინიჭება, რომელიც ახდენს გავლენას ბავშვის სრულფასოვან აღზრდა-განვითარებაზე; დ) რომელსაც სასამართლომ მსჯავრი დასდო მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის, აგრეთვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXIV თავით გათვალისწინებული დანაშაულისათვის და ნასამართლობა არ აქვს მოხსნილი ან გაქარწყლებული საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. გარდა ამ პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რა დროსაც, პირი არ შეიძლება იყოს მშვილებელი, მიუხედავად იმისა, მოხსნილი ან გაქარწყლებული აქვს თუ არა ნასამართლობა; ე) რომელიც ნასამართლევია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე, 112-ე, 126-ე მუხლის 11 ნაწილითა და მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 137-ე, 138-ე, 139-ე, 140-ე, 141-ე, 1422, 1431, 1432, 1441, 1442, 1443, 171-ე, 172-ე, 1721, 253-ე, 2551 2552 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, მიუხედავად იმისა, მოხსნილი ან გაქარწყლებული აქვს თუ არა ნასამართლობა. მუხლი 9. მშვილებელთა უფლება - მოვალეობები 1. მშვილებელი: ა) ვალდებულია და თანახმაა მუდმივი საცხოვრებელი ადგილის, დემოგრაფიული (ოჯახის წევრთა რაოდენობის გაზრდა ან შემცირება), სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ან იმგვარი ცვლილების შესახებ, რაც გავლენას მოახდენდა რეესტრში აღრიცხვის გადაწყვეტილებაზე, ერთი თვის ვადაში, აცნობოს მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივ ორგანოს, რეესტრში დაფიქსირებული ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით; ბ) თანახმაა სააგენტომ, ნებისმიერი წყაროდან მოიპოვოს საჭირო ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება რეესტრში მშვილებლად რეგისტრაციას; გ) თანახმაა, სააგენტოს რეესტრში აღრიცხვაზე ყოფნის პერიოდში, რეგისტრაციის დღიდან, ყოველი მომდევნო წლის დასრულებამდე გაიაროს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი შეფასება „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“; დ) ვალდებულია, მეურვეობისა და მზრუნველობის ტერიტორიული ორგანოს, აცნობოს მოსალოდნელი ან განხორციელებული შვებულების/მივლინების ან გეგმური მკურნალობის შესახებ, რაც უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი დოკუმენტაციით. 2. მშვილებელს უფლება აქვს: ა) გაეცნოს რეესტრში მის შესახებ არსებულ ინფორმაციას; ბ) მოითხოვოს სასურველი შვილად ასაყვანი ბავშვისა და მის შესახებ რეესტრში არსებულ მონაცემებში ცვლილებების შეტანა; გ) დასაბუთებული მიზეზით, ერთჯერადად, მოითხოვოს არ შეეთავაზოს გასაშვილებელი ბავშვი მისთვის სასურველი პერიოდის მითითებით (შეთავაზების შეჩერება); დ) ისარგებლოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებებით. 3. „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული მშვილებლის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი შეფასება ხორციელდება, რეესტრში აღრიცხვაზე აყვანის დღიდან ყოველი მომდევნო წლის დასრულებამდე. მუხლი 10. რეესტრის სუბიექტები და მათი მონაცემები 1. რეესტრის სუბიექტები არიან: ა) მშვილებელი; ბ) გასაშვილებელი ბავშვი. 2. რეესტრი შედგება გასაშვილებელ ბავშვთა და მშვილებელთა ბიოგრაფიული, სოციალური და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მონაცემებისგან. 3. რეესტრში დაცულია მშვილებელთა შემდეგი მონაცემები: ა) სახელი; ბ) გვარი; გ) პირადი ნომერი; დ) დაბადების თარიღი; ე) სქესი; ვ) მოქალაქეობა; ზ) ოჯახური მდგომარეობა; თ) ნასამართლობა; ი) ინფორმაცია ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ (შემოსავლები, ქონება); კ) ფაქტობრივი და რეგისტრირებული საცხოვრებელი ადგილის მისამართი და საკონტაქტო მონაცემები; ლ) ჯანმრთელობის მდგომარეობა; მ) შვილად ასაყვანი სასურველი ბავშვის მონაცემები (სქესი, ასაკის ქვედა და ზედა ზღვარი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ეროვნება, შვილად ასაყვან ბავშვთა რაოდენობა, განსაკუთრებული მოთხოვნები); ნ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის თარიღი და სარეიტინგო ქულა; ო) მშვილებლად რეესტრში აღრიცხვაზე აყვანის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების თარიღი, გადაწყვეტილების ნომერი და მიმღები ტერიტორიული ერთეული; პ) ბავშვის შვილად აყვანის შეთავაზების რაოდენობა. 4. რეესტრში დაცულია გასაშვილებელი ბავშვის შემდეგი მონაცემები: ა) სახელი; ბ) გვარი; გ) პირადი ნომერი; დ) დაბადების თარიღი; ე) სქესი; ვ) მოქალაქეობრივი მდგომარეობის შესახებ; ზ) ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი გაშვილებამდე; თ) ბიოლოგიური მშობლის/მშობლების სახელი, გვარი, პირადი ნომერი; ი) მეურვის ან მზრუნველის სახელი, გვარი პირადი ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); კ) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ; ლ) გასაშვილებელი ბავშვის აზრი (10 წლამდე ასაკის ბავშვის შემთხვევაში, ასაკის, ჯანმრთელობისა და სიმწიფის ხარისხის გათვალისწინებით); მ) გასაშვილებელი სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების რეკვიზიტები (გადაწყვეტილების მიმღები ერთეული და გადაწყვეტილების ნომერი და მიღების თარიღი – რიცხვი, თვე და წელი). 5. მშვილებლის რეესტრში აღრიცხვა ხორციელდება ტერიტორიული ერთეულის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თარიღის (რიცხვი, თვე, წელი) მიხედვით. მუხლი 11. რეესტრში აღრიცხვასთან დაკავშირებული დოკუმენტები 1. რეესტრში აღრიცხული გასაშვილებელი ბავშვის საქმეში ინახება შემდეგი დოკუმენტები: ა) პირადობის დამადასტურებელი საბუთი (დაბადების მოწმობა, პირადობის მოწმობა, პასპორტი) ან მისი ასლი; ბ) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (სამედიცინო დოკუმენტაცია IV-100/ა; არსებობის შემთხვევაში სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის აქტის ამონაწერი, ექსპერტიზის დასკვნა და სხვა); გ) სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილება (ბავშვის მიტოვებულად აღიარების, ბიოლოგიური მშობლ(ებ)ის უფლების ჩამორთმევის, გარდაცვლილად გამოცხადების, უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების შესახებ); დ) ბავშვის ბიოლოგიური მშობლის (მშობლების) და მეურვის/მზრუნველის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი (პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის ასლ(ებ)ი ასეთის არსებობის შემთხვევაში); ე) გასაშვილებელი სტატუსის მინიჭების საფუძვლების შესახებ (ბავშვის გაშვილებაზე თანხმობისა და მიტოვების შესახებ განაცხადი, ბავშვის მშობლების გარდაცვალების მოწმობა და სხვა); ვ) გასაშვილებელი ბავშვის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება; ზ) გასაშვილებელ ბავშვთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტაცია. 2. მშვილებლის საქმეში ინახება რეესტრში აღრიცხვაზე აყვანის გადაწყვეტილება, კანდიდატი პირის განაცხადის ფორმა და მასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტაცია. მუხლი 12. რეესტრის წარმოების ფორმა 1. რეესტრში მონაცემთა დამუშავება ხორციელდება ავტომატური (ელექტრონული) და არაავტომატური (დოკუმენტური) ფორმით. 2. მშვილებლის და გასაშვილებელი ბავშვის მონაცემები ელექტრონულად აღირიცხება სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ფორმის შესაბამისად. 3. ამ წესის მე-11 მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტები მატერიალური ფორმით ინახება მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანოში. მუხლი 13. რეესტრის მონაცემთა დაცვა 1. რეესტრში აღრიცხულ პირებთან დაკავშირებული ბიოგრაფიული, სოციალური, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მონაცემები კონფიდენციალურია კანონმდებლობით დადგენილი წესით და მხოლოდ ხელმისაწვდომია უფლებამოსილი პირებისთვის, რომლებსაც განსაზღვრავს სააგენტოს დირექტორი ადმინისტრაციული აქტით. 2. მშვილებელს უფლება აქვს მიიღოს შეთავაზებული გასაშვილებელი ბავშვის ბიოგრაფიული, სოციალური და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მონაცემები. 3. მშვილებლს, რომლსაც შეეთავაზა გასაშვილებელი სტატუსის მქონე ბავშვი, მაგრამ უარი თქვა მასზე, ეკისრებათ ვალდებულება არ გაამჟღავნონ მონაცემები ამ ბავშვის შესახებ. 4. გასაშვილებელ ბავშვს ან/და მის კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვს მოითხოვოს ბავშვის შესახებ რეესტრში არსებული ბიოგრაფიული, სოციალური და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მონაცემები. მუხლი 14. რეესტრიდან გასაშვილებელი ბავშვის ან მშვილებელთა მოხსნა 1. რეესტრის აღრიცხვიდან გასაშვილებელი ბავშვი მოიხსნება: ა) გაშვილების შემთხვევაში; ბ) გარდაცვალების შემთხვევაში; გ) სტატუსის შეცვლის შემთხვევაში; დ) სრულწლოვანების მიღწევის შემთხვევაში. 2. მშვილებელი რეესტრის აღრიცხვიდან მოიხსნება: ა) პირადი განცხადებით; ბ) ბავშვის შვილად აყვანის შემთხვევაში; გ) გარდაცვალებისას; დ) თუ მშვილებელი ვერ აკმაყოფილებს რეესტრში აღრიცხვისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს; ე) თუ მშვილებელმა ორჯერ უარი განაცხადა, რეესტრში მის მიერ მითითებული მონაცემების შესაბამისად შეთავაზებული გასაშვილებელი ბავშვის შვილად აყვანაზე. უარის თქმად ჩაითვლება, თუ შეთავაზებული გასაშვილებელი ბავშვის შვილად აყვანაზე მშვილებელი კანონით დადგენილ ვადაში არ განაცხადებს თანხმობას; ვ) თუ განაცხადში დეკლარირებული მონაცემები არასწორია (გარდა ტექნიკური უზუსტობისა) და დადგინდა, რომ ცრუ ინფორმაციის მითითების საფუძველზე იგი აღრიცხულია რეესტრში; ზ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. 3. რეესტრიის აღრიცხვიდან ბავშვის, მშვილებლის მოხსნაზე, გადაწყვეტილებას იღებს მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო და 3 სამუშაო დღის ვადაში უგზავნის სააგენტოს. 4. რეესტრის აღრიცხვიდან მოხსნა არ ართმევს უფლებას მშვილებელს ხელახლა მიმართოს მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივ ორგანოს რეესტრში აღრიცხვაზე აყვანის მიზნით. მუხლი 15. რეესტრში მონაცემთა შენახვის ვადები და პროცედურები 1. გასაშვილებელი ბავშვის მონაცემები, ამ წესის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების საფუძველზე მისი რეესტრიდან მოხსნის შემთხვევაში ნადგურდება რეესტრიის აღრიცხვიდან მოხსნიდან ერთი წლის შემდეგ. 2. გასაშვილებელი ბავშვის და მშვილებელი ოჯახის/პირის მონაცემები, მისი რეესტრიდან ამ წესის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოხსნის შემთხვევაში სააგენტოს მიერ ინახება 50 წლის ვადით. 3. მშვილებლის რეესტრში აღრიცხული ყველა მონაცემი სტატუსის მოხსნისას, გარდა მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისას, ნადგურდება რეესტრიდან მოხსნიდან ერთი წლის შემდეგ. 4. ამ მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ფორმდება აქტი, რომელშიც აისახება მონაცემთა განადგურების ფაქტი. 5. სააგენტოში არაავტომატური ან/და ავტომატური ფორმით არსებული მონაცემები ინახება უფლებამოსილ პირთან. არსებული გადაწყვეტილებები/დასკვნები და მე-9 მუხლით გათვალისწინებული სხვა საბუთები, დაარქივებული სახით ინახება 15 წლის ვადით.
მუხლი 16. საქართველოში მუდმივად მცხოვრები მშვილებლისთვის ბავშვის შეთავაზება 1. საქართველოში მუდმივად მცხოვრები მშვილებლისთვის გასაშვილებელი ბავშვის შეთავაზება ხდება ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით, რეესტრში არსებული რიგითობისა და ბავშვის შესახებ მშვილებლის განაცხადში მითითებული მონაცემების მოთხოვნათა შესაბამისად. შვილად აყვანის უპირატესი უფლების მქონე პირების მიმართ არ მოქმედებს რიგითობის პრინციპი. 2. შერჩეული მშვილებლის სურვილის შემთხვევაში, გასაშვილებელი ბავშვის მონახულება უნდა განხორციელდეს მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანოს წერილობითი მიმართვის საფუძველზე. აღნიშნული წერილობითი მიმართვა სავალდებულოა შესასრულებლად ყველა პირისათვის, მიუხედავად მათი სამართლებრივი და ორგანიზაციული ფორმისა, ბავშვის განთავსების ადგილის მიხედვით. 3. მშვილებელს უფლება აქვს შეთავაზებულ ბავშვს ჩაუტაროს სამედიცინო შემოწმება კანონიერი წარმომადგენლის თანხლებით. 4. ბავშვის შეთავაზების მიღების დღიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა მშვილებელი იღებს გადაწყვეტილებას ბავშვის შვილად აყვანის შესახებ და წერილობით აცნობებს მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივ ორგანოს. აღნიშნული ვადის გადაცილება ჩაითვლება შეთავაზებული ბავშვის შვილად აყვანაზე უარის თქმად. 5. სასურველი შვილად ასაყვანი ბავშვის შესახებ განცხადებაში მითითებული მონაცემების შესაბამისად, შეთავაზებული ბავშვის შვილად აყვანაზე უარის თქმის შემთხვევაში, მშვილებელი ინარჩუნებს რეესტრში არსებულ რიგითობას მხოლოდ მომდევნო შეთავაზებამდე. ამავე წესით, მომდევნო (მეორე) შეთავაზებული ბავშვის შვილად აყვანაზე უარის თქმის შემთხვევაში, მშვილებელი მოიხსნება რეესტრის აღრიცხვიდან. 6. შეთავაზებად არ ჩაითვლება, თუ მშვილებლის მიერ სამედიცინო შემოწმების შემდეგ დადგინდა, რომ შეთავაზებული ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ შეესაბამება მშვილებლის მიერ სასურველი შვილად ასაყვანი ბავშვის მონაცემებს. 7. გასაშვილებელი ბავშვი არ შეეთავაზება მშვილებელს: ა) რომელმაც ერთჯერადად, მოითხოვა არ შეეთავაზოს გასაშვილებელი ბავშვი მისთვის სასურველი პერიოდის მითითებით (შეთავაზების შეჩერება); ბ) მკურნალობის ან საქართველოს ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი შვებულების/მივლინების/დასაქმების პერიოდში, რაც უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი დოკუმენტაციით, გარდა მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას; გ) რომელიც არ არის რეგისტრირებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“; დ) რომელიც შეთავაზების მომენტში რეგისტრირებულია „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზაში“, ოჯახის სოციალური სტატუსი შეფასებულია დადგენილი წესით და მისი სარეიტინგო ქულა ნაკლებია მინდობით აღზრდის მიზნით გადაცემისათვის საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზღვრულ ქულაზე. მუხლი 17. შვილად აყვანის უპირატესი უფლება 1. გასაშვილებელი ბავშვის შვილად აყვანის უპირატესი უფლება აქვს მშვილებელს: ა) რომელსაც სურს შვილად აიყვანოს თავისი მეუღლის შვილი; ბ) რომელიც არის გასაშვილებელი ბავშვის ნათესავი, „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ზ“ პუნქტით განსაზღვრული პირთა წრიდან; გ) რომელსაც უკვე აყვანილი ჰყავს გასაშვილებელი ბავშვის დედმამიშვილი; დ) რომელსაც უკანასკნელი 6 თვის განმავლობაში მინდობით აღზრდაში ჰყავდა მინდობით აღსაზრდელი; ე) ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ მშვილებელს. 2. შვილად აყვანის უპირატესი უფლება აქვს საქართველოში ან უცხო ქვეყანაში მუდმივად მცხოვრებ პირს, რომელიც არის გასაშვილებელი ბავშვის ნათესავი „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირებიდან. 3. საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მშვილებელს, რომელიც სარგებლობს უცხო ქვეყნის მოქალაქეობით, არ შეეთავაზება რეესტრში აღრიცხული გასაშვილებელი ბავშვი, გარდა საერთაშორისო შვილად აყვანას დაქვემდებარებული ბავშვისა ან თუ ის გასაშვილებელი ბავშვისათვის არის „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ზ“ პუნქტით განსაზღვრული პირი. 4. ბავშვის მშობლები ან მშობელი – იმ შემთხვევაში თუ ბავშვის დაბადების მოწმობაში ფიქსირდება მხოლოდ ერთი მშობელი ან ორივე მშობელი, მაგრამ მეორე მშობელი გარდაცვლილია ან გამოცხადებულია უგზოუკვლოდ დაკარგულად ან თანხმობას აცხადებს ბავშვის გაშვილებაზე და მიტოვებაზე – ამ წესის მე-6 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, უფლებამოსილი არიან (არის) აირჩიონ (აირჩიოს) სასურველი მშვილებელი თუ მათ (მას) აღენიშნებათ (აღენიშნება) ნებისმიერი მე-3 -მე-4 სტადიის ავთვისებიანი ონკოლოგიური დაავადებები ან/და იმყოფებიან (იმყოფება) პალიატიურ მზრუნველობაში ან/და ტერმინალურ მდგომარეობაში. მუხლი 18. შვილად აყვანის შესახებ დასკვნა 1. შეთავაზებულ ბავშვზე თანხმობისას მშვილებელი ვალდებულია მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივ ორგანოს წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტები: ა) მეუღლის თანხმობა, თუ ბავშვი შვილად აჰყავს ერთ-ერთ მეუღლეს; ბ) ქორწინების შემთხვევაში, ქორწინების მოწმობის ასლი; განქორწინების შემთხვევაში, განქორწინების მოწმობის ასლი; მეუღლის გარდაცვალების შემთხვევაში, გარდაცვალების მოწმობის ასლი; გ) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა – ფორმა IV-100/ა; დ) სამედიცინო-ნარკოლოგიური და ფსიქიატრიული შემოწმების შესახებ ცნობა (თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა არ მოიცავს ამ ინფორმაციას); ე) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან, რომლითაც დასტურდება მშვილებლად რეგისტრაციის მსურველი პირის „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა; ვ) ნასამართლობის შესახებ ცნობა; ზ) მსჯავრდების შესახებ ცნობა. 2. თუ მშვილებელი გასაშვილებელი ბავშვის ნათესავია, მან დამატებით უნდა წარმოადგინოს ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი. 3. შეთავაზებული გასაშვილებელი ბავშვის შვილად აყვანაზე წერილობითი თანხმობის მიღებიდან, მშვილებლისა და შეთავაზებული ბავშვის თავსებადობის შეფასებას 8 სამუშაო დღის ვადაში ახდენს სოციალური მუშაკი ბავშვისა და მშვილებლის შესახებ არსებული შეფასებების/დასკვნების, დოკუმენტაციისა და ფაქტობრივად მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე. 4. მშვილებელთან გასაშვილებელი ბავშვის თავსებადობის დადგენის მიზნით წარმოებული შეფასებისას, სოციალური მუშაკი ითვალისწინებს მშვილებლის ოჯახში ბავშვის აღზრდისა და სრულფასოვანი განვითარებისთვის, ასევე მშვილებლის მხრიდან ამ საჭიროებების დაკმაყოფილებისთვის უპირატეს ასპექტებს (სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, ჯანმრთელობა, ოჯახური ურთიერთობები, ძლიერი/სუსტი მხარეები, მოტივაცია, სოციალური კონტაქტები, პიროვნული მახასიათებლები, დამხმარე ქსელი, ბავშვის ეთნიკური, რელიგიური, კულტურული თავისებურებები, ასაკობრივი სხვაობა (ზედა ზღვარი, ქვედა ზღვარი), ბავშვის ინფორმირებულობა, ბავშვის (10 წლამდე ბავშვის - ჯანმრთელობისა და განვითარების დონის გათვალისწინებით) პოზიცია შვილად აყვანასთან დაკავშირებით და სხვა), რაც დეტალურად აისახება თავსებადობის დასკვნაში. 5. შვილად აყვანის შესახებ დასკვნაში აღინიშნება: ა) მშვილებლის მონაცემები (სახელი და გვარი, პირადი ნომერი, დაბადების ადგილი და თარიღი, საცხოვრებელი ადგილი, სამუშაო ადგილი, ოჯახური მდგომარეობა, ჯანმრთელობის მდგომარეობა და ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან), პიროვნული მახასიათებლები, ბავშვის შვილად აყვანის მოტივაცია; ბ) გასაშვილებელი ბავშვის მონაცემები (სახელი და გვარი, პირადი ნომერი, დაბადების ადგილი და თარიღი, მშობლებისა და მეურვის/მზრუნველის ვინაობა, საცხოვრებელი ადგილი, ჯანმრთელობის მდგომარეობა), პიროვნული მახასიათებლები; გ) გასაშვილებელი ბავშვის სტატუსის მინიჭების საფუძველი; დ) მშვილებლის და ბავშვის რეესტრში აღრიცხვაზე აყვანის გადაწყვეტილებები; ე) გასაშვილებელი ბავშვის შეთავაზების საფუძველი; ვ) მშვილებლის და ბავშვის თავსებადობის დასკვნა. 6. მშვილებლისთვის შეთავაზებული ბავშვის შვილად აყვანაზე მისი თანხმობის შემთხვევაში მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო ამზადებს დასკვნას სოციალური მუშაკის მიერ ჩატარებული კვლევის დასრულებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში, რომელიც მომზადებიდან 1 კვირის ვადაში მშვილებლის მიერ წარედგინება შესაბამის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს. თავი IV. საერთაშორისო შვილად აყვანა მუხლი 19. შვილად აყვანის სფეროში სახელმწიფოებთან ურთიერთობა 1. საერთაშორისო გაშვილებისას საქართველო ხელმძღვანელობს „ბავშვთა დაცვისა და საერთაშორისო გაშვილების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ ჰააგის კონვენციით ან აღნიშნული კონვენციის არაწევრ ქვეყნებთან - ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით ან ურთიერთშეთანხმების სხვა ფორმით. 2. იმ სახელმწიფოებთან სამართლებრივი ურთიერთობის განსაზღვრისას, რომლებიც არ არიან ჰააგის კონვენციის მონაწილენი, შესაძლებლობის ფარგლებში გათვალისწინებულ უნდა იქნეს ჰააგის კონვენციით დადგენილი მოთხოვნები. მუხლი 20. უცხო ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები მშვილებლების აღრიცხვა 1. უცხო ქვეყანაში მუდმივად მცხოვრებმა პირ(ებ)მა, რომელსაც სურს საქართველოში მუდმივად მცხოვრები ბავშვის შვილად აყვანა, დადგენილი წესით უნდა მიმართოს შესაბამის მიმღებ სახელმწიფოში ბავშვის საერთაშორისო შვილად აყვანაზე კომპეტენტურ ორგანოს. 2. იკრძალება უცხო ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები პირ(ებ)ის მიერ საქართველოს ცენტრალური ორგანოსთვის პირდაპირი მიმართვა ან რაიმე სხვა მოქმედება, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში ბავშვის შვილად აყვანას. 3. თუ მიმღები სახელმწიფოს კომპეტენტურმა ორგანომ დაადგინა, რომ მის სახელმწიფოში მუდმივად მცხოვრები პირი (პირები), რომელსაც (რომლებსაც) სურს (სურთ) შვილად აიყვანოს (აიყვანონ) საქართველოში მუდმივად მცხოვრები ბავშვი, აკმაყოფილებს (აკმაყოფილებენ) ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებს და მზად არის (არიან) ბავშვის შვილად აყვანისთვის, მიმღები სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანო, საქართველოს ცენტრალურ ორგანოს უგზავნის ანგარიშს, რომელიც უნდა მოიცავდეს ინფორმაციას შვილად აყვანის მსურველი პირების ვინაობის, წარმომავლობის, სოციალური გარემოს, კანონთან კონფლიქტის არსებობის/არარსებობის შესახებ, სამედიცინო ისტორიის, ბავშვის შვილად აყვანისთვის შესაბამისი უნარების და სასურველი ბავშვის მახასიათებლების (სქესი, ასაკი, რელიგიური კუთვნილება, წარმომავლობა, ეროვნება, ჯანმრთელობის მდგომარეობა) შესახებ. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ანგარიში, რომელიც ეგზავნება ცენტრალურ ორგანოს, უნდა მოიცავდეს შემდეგ დოკუმენტებს: ა) პირების/პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების (პირადობის მოწმობა ან პასპორტი) ასლები; ბ) შესაბამის უცხო ქვეყანაში მუდმივად ცხოვრების დამადასტურებელი საბუთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში; გ) რეგისტრირებული ქორწინების დამადასტურებელი დოკუმენტი მშვილებელი პირების მიერ ბავშვის შვილად აყვანის შემთხვევაში; განქორწინების შემთხვევაში, განქორწინების დამადასტურებელი დოკუმენტი; მეუღლის გარდაცვალების შემთხვევაში, გარდაცვალების დამადასტურებელი დოკუმენტი; დ) ჯანმრთელობის მდგომარეობის დამადასტურებელი დოკუმენტი; ე) მატერიალური/ფინანსური მდგომარეობის დამადასტურებელი დოკუმენტი; ვ) დოკუმენტი სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების/ნარკოლოგიურ ნივთიერებებზე დამოკიდებულების შესახებ; ზ) დოკუმენტი ნასამართლობის შესახებ, თუ ოჯახში ცხოვრობენ სხვა პირები, დოკუმენტი მათი ნასამართლობის შესახებ. მითითებული ინფორმაცია შეიძლება წარმოდგენილი იქნეს წარმოშობის სახელმწიფოში არსებული წესების შესაბამისად; თ) კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული რეკომენდაცია ბავშვის შვილად აყვანის შესახებ; ი) შვილად აყვანის მსურველი პირების მიერ მოსამზადებელი კურსის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი (თუ აღნიშნული არ არის ასახული ანგარიშში). 5. წარმოდგენილი საბუთები განიხილება მიღებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში, რის შემდეგაც მიიღება გადაწყვეტილება მშვილებელის რეესტრში აღრიცხვაზე აყვანის შესახებ. მიღებული გადაწყვეტილება 3 სამუშაო დღის განმავლობაში ეგზავნება მიმღები სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს. მუხლი 21. ბავშვის თავსებადობის დადგენა და შეთავაზება 1. საქართველოდან უცხო ქვეყანაში ბავშვის გაშვილება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნება ან მისი შვილად აყვანა საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირ(ებ)ის მიერ. 2. ბავშვი, რომელიც გასაშვილებელი ბავშვის სტატუსის მინიჭებიდან 8 თვის მანძილზე ვერ გაშვილდა საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე დადგინდა, რომ საუკეთესო ინტერესია მისი უცხო ქვეყანაში გაშვილება, ცენტრალური ორგანო საკუთარი ინიციატივით ამზადებს ანგარიშს, რომელსაც წარუდგენს უცხო ქვეყნის კომპეტენტურ ორგანოს. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვადა არ ვრცელდება ბავშვის შვილად აყვანის უპირატესი უფლების მქონე უცხო ქვეყანაში მუდმივად მქონე პირებზე. 4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვადა შესაძლებელია შეამციროს სასამართლომ ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით. 5. საქართველოდან უცხო ქვეყანაში ბავშვის გასაშვილებლად სავალდებულოა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დადგენა, რისთვისაც საჭიროა შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნა. 6. ცენტრალური ორგანო ადგენს იმ მშვილებლის ბავშვთან თავსებადობას, რომლის თვისებები და უნარ-ჩვევები ყველაზე უკეთ პასუხობენ გასაშვილებელი ბავშვის საჭიროებებს. 7. ბავშვის და მშვილებლის თავსებადობას ადგენს ცენტრალური ორგანო შვილად აყვანის კომისია. 8. თავსებადობის დადგენისას, შესაძლებლობის ფარგლებში მხედველობაში მიიღება ბავშვის ეთნიკური, რელიგიური და კულტურული წარმომავლობა. 9. შვილად აყვანის კომისია იღებს გადაწყვეტილებას ბავშვისა და მშვილებლის თავსებადობის შესახებ. მუხლი 22. მშვილებლის თანხმობა შეთავაზებულ ბავშვზე 1. მიმღები სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოსთვის ბავშვის შესახებ ანგარიშის წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ცენტრალურმა ორგანომ უნდა მიიღოს პასუხი, შეთავაზებულ ბავშვზე მშვილებლის პოზიციის შესახებ. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში, მიმღები სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოსგან პასუხის არ მიღების შემთხვევაში მიიჩნევა, რომ მშვილებელმა უარი განაცხადა შეთავაზებულ ბავშვზე. 3. უცხო ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები მშვილებლის მიერ ბავშვის მონახულების სურვილის შემთხვევაში, მონახულება შესაძლებელია ცენტრალური ორგანოს მიერ განსაზღვრულ ვადაში და პირობებით. 4. უცხო ქვეყანაში მუდმივად მცხოვრებ მშვილებელს უფლება აქვს ბავშვს საქართველოს ტერიტორიაზე ჩაუტაროს სამედიცინო შემოწმება ცენტრალური ორგანოს თანხმობით. ბავშვის სამედიცინო შემოწმებასთან დაკავშირებულ პირობებს ადგენს ცენტრალური ორგანო, რასაც აცნობებს მიმღები სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს. 5. ბავშვის მონახულების ან/და სამედიცინო შემოწმებისთვის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) განსაზღვრული ვადის დასრულებიდან, 5 სამუშაო დღის ვადაში, მიმღები სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანო წერილობით აცნობებს ცენტრალური ორგანოს მშვილებლის პოზიციას შეთავაზებული ბავშვის შვილად აყვანაზე. ამ ვადის გადაცილება ჩაითვლება ბავშვის შეთავაზებაზე უარის თქმად. 6. თუ უცხო ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები მშვილებელი თანახმაა შეთავაზებული ბავშვის შვილად აყვანაზე, მიმღები სახელმწიფოს კომპეტენტური და ცენტრალური ორგანოები იწყებენ შეთანხმების პროცედურებს შვილად აყვანის განხორციელებაზე. მუხლი 23. შეთანხმება საქართველოში მუდმივად მცხოვრები ბავშვის უცხო ქვეყანაში შვილად აყვანის პროცედურის განხორციელებაზე 1. თუ საქართველოს ცენტრალური ორგანო და მიმღები სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანო თანახმანი არიან, რომ შვილად აყვანა შეიძლება განხორციელდეს, მიმღები სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ ცენტრალურ ორგანოს წარედგინება ინფორმაცია ბავშვის მიმღებ სახელმწიფოში შესვლისა და მუდმივად ცხოვრების გარანტიების შესახებ. 2. თუ მიმღები სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოდან მიღებულია გარანტიები ბავშვის მიმღებ სახელმწიფოში შესვლისა და მუდმივად ცხოვრების უფლების შესახებ, ცენტრალური ორგანო ასეთი გარანტიების მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში მიმართავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თხოვნით, რათა მიიღოს ინფორმაცია ბავშვის საქართველოს ტერიტორიიდან გასვლის დამაბრკოლებელი გარემოებების შესახებ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია 20 სამუშაო დღის ვადაში ცენტრალურ ორგანოს მიაწოდოს შესაბამისი ინფორმაცია. 3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიღებული შესაბამისი ინფორმაციის საფუძველზე, ცენტრალური ორგანო მიმღები სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს უგზავნის ინფორმაციას ბავშვის მიერ საქართველოს ტერიტორიდან გასვლის დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობის/არ არსებობის შესახებ, ინფორმაციის მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში. მუხლი 24. საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირის მიერ უცხო ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები ბავშვის შვილად აყვანა 1. უცხო ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები ბავშვის შვილად აყვანის მსურველი მშვილებლის შესახებ სააგენტოში არსებული საბუთები ეგზავნება საერთაშორისო გაშვილების განმახორციელებელ ოფიციალურ ორგანოს, ბავშვის წარმოშობის სახელმწიფოში. აღნიშნული საბუთები შეიძლება ხელზე მიეცეს მშვილებელს ბავშვის წარმოშობის ქვეყანაში წარსადგენად. 2. საბუთების თარგმნისა და სათანადოდ დამოწმების ხარჯები ეკისრება მშვილებელს. 3. შვილად აყვანის შემდგომი პროცედურები რეგულირდება ბავშვის წარმოშობის ქვეყნის კანონმდებლობით. მუხლი 25. საერთაშორისო შვილად აყვანის შემდგომი ანგარიშების წარდგენა 1. საქართველოში მუდმივად მცხოვრები მშვილებლის მიერ უცხო ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები ბავშვის შვილად აყვანის შემთხვევაში, ცენტრალური ორგანო ვალდებულია კომპეტენტურ ორგანოს მიაწოდოს შვილად აყვანის შემდგომი ანგარიში, თუ მხარეები შეთანხმდნენ აღნიშნულის თაობაზე. მშვილებელი ვალდებულია ცენტრალურ ორგანოს ხელი შეუწყოს ასეთი ანგარიშის მომზადებაში. 2. უცხო ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები მშვილებლის მიერ საქართველოში მუდმივად მცხოვრები ბავშვის შვილად აყვანის შემთხვევაში, მიმღები სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანო ვალდებულია ბავშვის შვილად აყვანიდან პირველი ორი წლის განმავლობაში, ყოველ 6 თვეში ერთხელ, ხოლო მესამე წელს ერთხელ წარმოუდგინოს ცენტრალურ ორგანოს ანგარიში შვილად აყვანილი ბავშვის შესახებ, თუ მხარეები არ შეთანხმდნენ ასეთი ანგარიშის უფრო ხშირად წარმოდგენის შესახებ. 3. ბავშვის შვილად აყვანიდან სამი წლის შემდეგ, ცენტრალურმა ორგანომ, საჭიროებისამებრ, შეიძლება მოითხოვოს შვილად აყვანილი ბავშვის შესახებ ანგარიშის მისთვის წარდგენა ბავშვის სრულწლოვანების მიღწევამდე ნებისმიერ დროს, რომელიც უნდა მოიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას: ა) შვილად აყვანამდე ბავშვის სახელის, გვარის, ბავშვის დაბადების თარიღის (რიცხვი/თვე/წელი) შესახებ; ბ) შვილად აყვანის შემდეგ ბავშვის სახელის და გვარის შესახებ; გ) რომელიც ასახავს ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობას (მოკლე ანამნეზი, გადატანილი დაავადებები, ძირითადი დაავადება, თანმხლები დაავადებები, გართულებები, ჩატარებული დიაგნოსტიკური გამოკვლევები და კონსულტაციები, ჩატარებული მკურნალობა, ქირურგიული ჩარევები (მათ შორის, დაგეგმილი ქირურგიული ჩარევები), რეკომენდაციები); დ) გარდაცვალების შემთხვევაში სიკვდილის მიზეზის (შესაბამისი სპეციალისტის დასკვნა) შესახებ; ე) განვითარების შეფასების შესახებ; ვ) ფსიქომეტრული, კოგნიტური და ფსიქო-ემოციური განვითარების შესახებ (უნარები, ჩვევები, მიდრეკილებები, ხასიათის თავისებურებები); ზ) ოჯახთან, საგანმანათლებლო დაწესებულებასთან, გარემოსთან ადაპტაციის შესახებ; თ) განათლების მიღების შესახებ; ი) მიმღებ ქვეყანაში ბავშვის სოციალურ, ენობრივ და ემოციურ საკითხებთან დაკავშირებით; კ) წარმოშობის ქვეყნის და შვილად აყვანის შესახებ ბავშვის ინფორმირებასთან და აღნიშნულზე ბავშვის (განვითარების დონის გათვალისწინებით) შეხედულებების შესახებ (კულტურა, რელიგია, ენა, ტრადიციები და სხვა). 4. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ანგარიში უნდა მოიცავდეს ინფორმაციას წარმოშობის სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მოთხოვნების შესაბამისად, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში მასში აისახება ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია. 5. ანგარიშები უნდა იქნეს წარდგენილი წარმოშობის სახელმწიფოს ოფიციალურ ენაზე, მიმღები სახელმწიფოს ოფიციალურ ენაზე დამოწმებული თარგმანით, თუ მხარეები არ შეთანხმდნენ სხვა პირობებზე. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების მომზადების (თარგმნა, ნოტარიულად დამოწმება) ვალდებულება ეკისრება მშვილებელს. 7. საქართველოში მუდმივად მცხოვრები მშვილებლის მიერ ამ მუხლით გათვალისწინებული მოვალეობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, პასუხისმგებლობა განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით. მუხლი 26. უცხო ქვეყნიდან ბავშვის შვილად აყვანის მსურველი საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირის ანგარიშის მომზადების მომსახურების საფასური გადახდის წესი 1. საქართველოში მუდმივად მცხოვრებმა პირმა (პირებმა), რომელსაც (რომლებსაც) სურს (სურთ) უცხო ქვეყნიდან ბავშვის შვილად აყვანა, ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით უნდა მიმართოს (მიმართონ) მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივ ორგანოს ამ წესის მე-8 მუხლით დადგენილი პირობების შესაბამისად. 2. უცხო ქვეყნიდან ბავშვის შვილად აყვანის მსურველი პირი (პირები) ვალდებულია (ვალდებული არიან) დამატებით წარმოადგინოს (წარმოადგინონ) სათანადო დოკუმენტაცია, რომელსაც ითვალისწინებს წარმოშობის სახელმწიფოს კანონმდებლობა, შესაბამისი კომპეტენტური ორგანოს მოთხოვნის შესაბამისად. 3. მშვილებლის შესახებ ანგარიშის მომზადება მოიცავს: სოციალური მუშაკის მიერ შვილად აყვანის მსურველი პირის (პირების) შეფასების განხორციელებას და მათ შესახებ დასკვნის მომზადებას, რეესტრში რეგისტრაციას, სააგენტოს მიერ ინფორმაციის მოძიებას უცხო ქვეყნის კომპეტენტური ორგანოდან, შეგროვებული დოკუმენტაციის უცხო ქვეყნის კომპეტენტური ორგანოსთვის წარდგენას, შვილად აყვანის პროცედურების განხორციელებას, შვილად აყვანასათან დაკავშირებული ინფორმაციის უცხო ქვეყნის კომპეტენტურ ორგანოებთან გაცვლას/შეთანხმებას და შვილად აყვანის შემდგომ ანგარიშების მომზადებას/გადაგზავნას. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გაწეული მომსახურებისა და ადმინისტრაციული ქმედებების განხორციელების საფასური შეადგენს 500 ლარს. 5. მშვილებლის შესახებ ანგარიშის მომზადებისათვის და სხვა ადმინისტრაციული სამუშაოს შესრულებისათვის საფასური გადაიხდება განაცხადის შეტანამდე უნაღდო ანგარიშსწორებით. 6. საფასური ჩაირიცხება სააგენტოს შესაბამის ანგარიშზე. 7. გაწეული მომსახურებისათვის გადახდილი საფასური სრულად ბრუნდება, თუ შვილად აყვანის მსურველი პირის (პირები) შეფასება არ განხორციელდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო ან ამ წესის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული პირობების შესაბამისად. თავი V. გარდამავალი დებულებები მუხლი 27. მშვილებლის ვალდებულებები და სამართლებრივი შედეგები 1. 2018 წლის პირველ იანვრამდე რეესტრში აღრიცხვაზე მყოფმა მშვილებელმა, სავალდებულო მოსამზადებელი კურსი უნდა გაიარონ და შესაბამისი სერტიფიკატი წარუდგინონ მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივ ორგანოს 2020 წლის 1 იანვრამდე. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს მშვილებლის რეესტრში აღრიცხვიდან მოხსნას.
დანართი №2 შვილად აყვანის კომისიის მუშაობის წესი მუხლი 1. ზოგადი დებულება ეს წესი განსაზღვრავს შვილად აყვანის კომისიის (შემდგომში – კომისია) უფლებამოსილებასა და საქმიანობის წესს.
მუხლი 2. კომისიის საქმიანობის საფუძვლები კომისიის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტები, ასევე წინამდებარე წესი.
მუხლი 3. კომისიის შემადგენლობა 1. კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) დირექტორის ბრძანებით. 2. კომისია შედგება 7 წევრისაგან, რომელთაგან 4 წევრი უნდა იყოს სააგენტოს ან/და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თანამშრომელი (მათ შორის, ერთი პირი, რომლის ფუნქციასაც წარმოადგენს საერთაშორისო შვილად აყვანის პროცედურების წარმოება), ხოლო 3 წევრი – ბავშვის კეთილდღეობის საკითხების მიმართულებით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციის ან/და სახელმწიფო დაწესებულების უფლებამოსილი (არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის) წარმომადგენელი. არასამთავრობო ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენლის კომისიის შემადგენლობაში შეყვანა ხდება ამ ორგანიზაციის წერილობითი მომართვის საფუძველზე. 3. კომისიის საქმიანობას ხელმძღვანელობს სააგენტოს დირექტორის ბრძანებით განსაზღვრული კომისიის თავმჯდომარე – შვილად აყვანის პროცედურების განმახორციელებელი ფუნქციის მქონე სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულში დასაქმებული პირი. 4. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს სააგენტოს დირექტორის ბრძანებით განსაზღვრული პირი. 5. კომისიას ჰყავს სააგენტოს დირექტორის ბრძანებით განსაზღვრული მდივანი – სააგენტოს მოხელე (სააგენტოში დასაქმებული პირი), რომელიც უზრუნველყოფს კომისიის საქმისწარმოებას, კომისიის სხდომის ოქმის შედგენასა და კომისიის თავმჯდომარის ცალკეული დავალებების შესრულებას. კომისიის მდივნად შესაძლებელია დაინიშნოს პირი, რომელიც არ არის კომისიის წევრი. კომისიის მდივნის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს შესაბამისი საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფის ფუნქციის მქონე სტრუქტურული ერთეულის მოხელე. 6. კომისიის წევრები და მდივანი კომისიის ფარგლებში უფლება-მოვალეობებს ახორციელებენ ანაზღაურების გარეშე. 7. ნებისმიერი პირი, მიუხედავად მისი სტატუსისა, რომელიც ესწრება/დაესწრო კომისიის სხდომას, ვალდებულია არ გაამჟღავნოს სხდომის ფარგლებში მიღებული ინფორმაცია, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევებისა. მუხლი 4. კომისიის საქმიანობის წესი 1. კომისიის საქმიანობას ორგანიზებას უწევს კომისიის თავმჯდომარე, რომელიც იწვევს და უძღვება კომისიის სხდომებს. 2. კომისიის საქმიანობას უზრუნველყოფს სააგენტოს შესაბამისი ფუნქციის მქონე სტრუქტურული ერთეული. 3. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი, მათ შორის, კომისიის თავმჯდომარე. გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, სხდომაზე დამსწრე წევრების ხმათა უმრავლესობით, ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა. 4. კომისიის სხდომაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი. სხდომაზე დამსწრე წევრის განსხვავებული მოსაზრების არსებობის შემთხვევაში ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. განსხვავებული მოსაზრება აისახება წერილობითი ფორმით და დაერთვება კომისიის სხდომის ოქმს. 5. მშვილებლისა და გასაშვილებელი ბავშვის თავსებადობის დადგენა ფორმდება კომისიის დადგენილების სახით, რომელიც არ არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. კომისიის დადგენილებას ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე. მუხლი 5. კომისიის უფლებამოსილება 1. მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული კრიტერიუმების გათვალისწინებით, კომისია ადგენს საქართველოში მუდმივად მცხოვრები საერთაშორისო შვილად აყვანას დაქვემდებარებული რეესტრში აღრიცხვაზე მყოფი ბავშვის თავსებადობას, როგორც რეესტრში აღრიცხვაზე მყოფ, ასევე უცხო ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ წარმოდგენილ რეესტრში არარეგისტრირებულ უცხო ქვეყანაში მცხოვრები შვილად აყვანის მსურველ პირთან/პირებთან. 2. გაცნობის მიზნით, კომისია უფლებამოსილია მოითხოვოს საქართველოდან უცხო ქვეყანაში შვილად აყვანილი ბავშვის შვილად აყვანის შემდგომი ანგარიშები. 3. კომისია უფლებამოსილია, აგრეთვე განიხილოს ბავშვის შვილად აყვანასთან დაკავშირებული სხვა საკითხებიც. მუხლი 6. კომისიის მიერ საკითხის განხილვა 1. კომისიის სხდომა შეიძლება გაიმართოს თავმჯდომარის ინიციატივით ან კოორდინატორის მიმართვის საფუძველზე, მაგრამ არანაკლებ ერთჯერ კალენდარული წლის ყოველი კვარტალის ბოლო თვის სრული კვირის ნებისმიერი დღისა. 2. საკითხის განხილვას კომისია იწყებს სოციალური მომსახურების სააგენტოს საერთაშორისო შვილად აყვანის საქმის წარმოების კოორდინატორის/მოხელის (შემდგომში – კოორდინატორი) მოხსენებით. 3. სხდომაზე განსახილველად შესაძლებელია წარდგენილ იქნეს ერთი ან რამდენიმე საკითხი. 4. გადაწყვეტილებისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დასადგენად შესაძლებელია სხდომაზე მოწვეულ იქნეს საერთაშორისო შვილად აყვანას დაქვემდებარებული ბავშვის სოციალური მუშაკი, მინდობით აღმზრდელი ან/და ამ ბავშვის სააღმზრდელო დაწესებულების ის თანამშრომელი, რომელიც ფლობს ინფორმაციას მის შესახებ. 5. კომისია უფლებამოსილია დაავალოს კოორდინატორს შესაბამისი მტკიცებულებების მოძიება. 6. საკითხის განხილვის შემდეგ კომისია იღებს გადაწყვეტილებას კენჭისყრით, კომისიის სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობით. კომისიის წევრები გადაწყვეტილებას იღებენ წარმოდგენილ მტკიცებულებათა ყოველმხრივ შეფასების საფუძველზე. 7. კომისია ბავშვისა და შვილად აყვანის მსურველი პირის/პირების თავსებადობას ადგენს შესაბამისი საკითხის განხილვის დღეს. 8. კოორდინატორი ვალდებულია საერთშორისო შვილად აყვანას დაქვემდებარებული ბავშვის შეთავაზებისათვის საჭირო პროცედურები განახორციელოს კომისიის მიერ დადგენილი თავსებადობის მიხედვით. 9. წინამდებარე წესის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საკითხის განხილვის შემთხვევაში, კომისია გასცემს რეკომენდაციას, რომლიც ეხმარება სააგენტოს და შესაბამის ტერიტორიულ ერთეულს განხილულ საქმეზე შემდგომი ქმედებების განხორციელების მიმართულებით. კომისიის რეკომენდაციის შეუსრულებლობა უნდა იყოს დასაბუთებული.
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია |