დანართი
ექთნებისა და მეან-ექთნების რეესტრის შექმნისა და წარმოების
წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
ექთნებისა და მეან-ექთნების რეესტრის შექმნისა და წარმოების წესი
(შემდგომ – წესი) შემუშავებულია „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს
კანონის შესაბამისად და განსაზღვრავს ექთნებისა და მეან-ექთნების რეესტრში
ავტორიზაციის პირობებს და პროცედურას.
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
1. ამ წესის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი
მნიშვნელობა:
ა) სამინისტრო – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;
ბ) სააგენტო – სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ –
სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო;
გ) მაძიებელი – პირი, რომელსაც სურს მოიპოვოს ექთნის ან მეან-ექთნის
სახელმწიფო სერტიფიკატი/რეგისტრაციის მოწმობა და ამ მიზნით დადგენილი წესით
მიმართავს სააგენტოს;
დ) რეესტრი – ექთნებისა და მეან-ექთნების ელექტრონული რეესტრი, რომელშიც
ხორციელდება ექთნებისა და მეან-ექთნების ავტორიზაცია.
2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში.
მუხლი 3. ექთნებისა და მეან-ექთნების რეესტრის შექმნა და მისი
წარმოება
1. ექთნებისა და მეან-ექთნების რეესტრის (შემდგომ – რეესტრი) წარმოება
სახელმწიფო სერტიფიკატის/რეგისტრაციის მოწმობის გაცემის, მისი მოქმედების
შეჩერების, განახლების, გაუქმების, ასლის გაცემის შესახებ მონაცემთა
ერთიანი, სრული ბაზის შექმნის საფუძველია.
2. რეესტრის პროგრამულ მხარდაჭერას და ტექნიკურ უზრუნველყოფას
ახორციელებს სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ –
ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტო.
3. სააგენტო, როგორც ექთნებისა და მეან-ექთნების პროფესიული
განვითარებისა და რეგულირების ეროვნული საბჭოს სამდივნო, უზრუნველყოფს
რეესტრის წარმოებას და მართვას.
მუხლი 4. რეესტრში ავტორიზაცია
1. საექთნო/მეან-ექთნის საქმიანობის უფლების მოპოვების მიზნით,
მაძიებლის ავტორიზაცია რეესტრში ხორციელდება შემდეგი წესით:
ა) რეესტრში ავტორიზაციის მიზნით მაძიებელი ავსებს ელექტრონულ განაცხადს
მისამართზე - www.nursecertification.moh.gov.ge;
ბ) მაძიებელი რეესტრში უთითებს შემდეგ საიდენტიფიკაციო მონაცემებს,
რომლებიც ექვემდებარება სააგენტოს მიერ, სსიპ – სახელმწიფო სერვისების
განვითარების სააგენტოში რეალურ დროში გადამოწმებას:
ბ.ა) სახელი, გვარი;
ბ.ბ) პირადი ნომერი;
ბ.გ) დაბადების თარიღი (წელი, თვე, რიცხვი).
გ) ელექტრონული განაცხადის შევსებისას მაძიებელმა უნდა მიუთითოს
მიღებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის – დიპლომის შემდეგი
მონაცემები:
გ.ა) დიპლომის რეგისტრაციის ნომერი;
გ.ბ) დიპლომის სერია;
გ.გ) დიპლომით მინიჭებული კვალიფიკაცია;
გ.დ) დიპლომის გაცემის თარიღი;
გ.ე) კვალიფიკაციის/აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელი ორგანოს
სახელწოდება.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მონაცემებთან
ერთად სავალდებულოა დიპლომის სკანირებული ვერსიის რეესტრში ატვირთვა.
მაძიებელს, რომელიც ვერ წარადგენს დიპლომს, შეუძლია წარადგინოს
უფლებამოსილი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული კვალიფიკაციის
მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტი ან სსიპ – განათლების ხარისხის
განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული პროფესიული/უმაღლესი
განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი.
3. სააგენტო უფლებამოსილია, მაძიებელს დამატებით მოსთხოვოს
ავტორიზაციისთვის საჭირო სხვა დოკუმენტაცია.
4. მაძიებელი ვალდებულია ამ მუხლით განსაზღვრული დოკუმენტაცია
წარადგინოს ქართულ ენაზე ან/და სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი.
მუხლი 5. უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მონაცემთა ბაზა
1. უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა, ავტორიზაციის მიზნით, სააგენტოს
(სააგენტოში ან სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ
ერთეულში) მატერიალური ფორმით უნდა წარუდგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება;
ბ) უცხო ქვეყნის მოქალაქის პასპორტი;
გ) მიღებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – დიპლომი ან
უფლებამოსილი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული კვალიფიკაციის
მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტი, ან სსიპ – განათლების ხარისხის
განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული პროფესიული/უმაღლესი
განათლების აღიარების/ნამდვილობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
2. მაძიებელი ვალდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული
დოკუმენტაცია წარადგინოს ქართულ ენაზე ან/და ნათარგმნი და დამოწმებული
სანოტარო წესით.
მუხლი 6. მონაცემების დამუშავება
1. მაძიებლის მიერ რეესტრში შეტანილი მონაცემების დამუშავებას
ახორციელებს სააგენტო.
2. უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ მატერიალური ფორმით წარდგენილი
დოკუმენტაციის დამუშავებას და ამის საფუძველზე უცხო ქვეყნის მოქალაქეთა
შესაბამისი მონაცემთა ბაზის წარმოებას უზრუნველყოფს სააგენტო, მის მიერ
შემუშავებული ფორმით.
3. სააგენტო უფლებამოსილია მაძიებლის მიერ წარმოდგენილი/მოწოდებული
დოკუმენტების ნამდვილობის დასადასტურებლად გამოითხოვოს დამატებითი
ინფორმაცია შესაბამისი დაწესებულებებიდან/უწყებებიდან.
4. შესაბამისი საქმიანობის უფლების მინიჭების თაობაზე დადებითი
გადაწყვეტილების მიღების საფუძველია მაძიებლის მიერ
დოკუმენტაციის/მონაცემების სრულყოფილად წარდგენა.
5. მაძიებელი პასუხისმგებელია მის მიერ წარდგენილი/მიწოდებული
დოკუმენტაციის/ მონაცემების სისწორეზე. ყალბი დოკუმენტაციის/მონაცემების
წარდგენა იწვევს პასუხისმგებლობას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
6. შევსებული განაცხადი ჩაითვლება ხარვეზიანად იმ შემთხვევაში, თუ:
ა) წარდგენილი/ატვირთული დოკუმენტაცია არის არასრული/არაწაკითხვადი;
ბ) მაძიებლის მიერ შევსებული ინფორმაცია არ შეესაბამება ამ წესით და
საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს;
გ) წარდგენილი დოკუმენტაცია და განაცხადში შევსებული მონაცემები არ არის
ერთმანეთთან შესაბამისობაში.
7. განაცხადში ხარვეზის დაფიქსირების შემთხვევაში მის აღმოსაფხვრელად
მაძიებელს მიეცემა დამატებითი ვადა შეტყობინების მიღებიდან 30 კალენდარული
დღის ოდენობით.
8. მაძიებლისთვის განაცხადზე უარის თქმის საფუძველია:
ა) ხარვეზის აღმოფხვრისთვის დადგენილი ვადის ამოწურვა, თუ ამ ვადაში
მაძიებლის მიერ არ იქნება აღმოფხვრილი ხარვეზი;
ბ) მაძიებლის მიერ, საკუთარი გადაწყვეტილებით განაცხადის ელექტრონული
გაუქმება, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში – მის მიერ
სააგენტოსთვის წერილობითი მიმართვა განაცხადის გაუქმების შესახებ.
9. განაცხადის განხილვის შედეგის შესახებ ინფორმაცია მაძიებელს
მიეწოდება მოკლე ტექსტური და/ან ელექტრონულ სისტემაში გაკეთებული
შეტყობინების გზით.
10. მატერიალური ფორმით შეტანილი განაცხადის განხილვის შედეგის შესახებ
ინფორმაცია მაძიებელს მიეწოდება განაცხადში მითითებულ ელექტრონული ფოსტის
მისამართზე.