შპს „მტკვარი ჰესის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე

მიღების თარიღი 08.12.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №2622
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.020447
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 16/12/2015
matsne.gov.ge 629 სიტყვა · ~3 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

შპს „ქართული საინვესტიციო ჯგუფი ენერგიის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე საქართველოს მთავრობის განკარგულება 94% 05.05.2016 შპს „თეგეტა მოტორსის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე საქართველოს მთავრობის განკარგულება 94% 12.03.2015 შპს „გრინპაკის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე საქართველოს მთავრობის განკარგულება 92% 27.10.2016 სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 92% 14.03.2017 სს „ვენჯორჯიას“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე საქართველოს მთავრობის განკარგულება 92% 25.05.2015

დოკუმენტის ტექსტი

შპს „მტკვარი ჰესის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; } p {margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; } p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; font-weight:bold;} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; } p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; } span.CommentTextChar { } span.CommentSubjectChar { font-weight:bold;} span.BalloonTextChar { } span.HeaderChar { } span.FooterChar { } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } span.PlainTextChar { } p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:62.95pt 56.7pt 62.95pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს მთავრობის განკარგულება №2622 2015 წლის 8 დეკემბერი ქ. თბილისი შპს „მტკვარი ჰესის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე 1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 49​1 მუხლის პირველი პუნქტისა და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2013 წლის 6 სექტემბრის  №1037-Iს საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დადგინდეს „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების შპს „მტკვარი ჰესისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 6 ოქტომბრის №679 განკარგულების მე-2 პუნქტის „ბ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულისაგან განსხვავებული შემდეგი საპრივატიზებო პირობა: საქართველოს მთავრობას, შპს „მტკვარი ჰესსა“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის 2015 წლის 16 ივლისს გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმით (ცვლილებებით და შესწორებებით) განსაზღვრული ჰიდროელექტროსადგურის სამშენებლო სამუშაოების განახლება და ოპერირების დაწყება, ამავე ურთიერთგაგების მემორანდუმით გათვალისწინებული პირობებით. 2. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 49​1 მუხლის პირველი პუნქტისა და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2013 წლის 6 სექტემბრის №1037-Iს საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დადგინდეს „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების შპს „მტკვარი ჰესისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 6 აპრილის №269 განკარგულების   მე-2 პუნქტის „გ − ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულისაგან განსხვავებული შემდეგი საპრივატიზებო პირობები: ა) „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების შპს „მტკვარი ჰესისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 6 აპრილის №269 განკარგულებით გადაცემულ მიწის ნაკვეთზე (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №62.05.58.093) გამათანაბრებელი რეზერვუარის მშენებლობა, რომელიც უნდა დასრულდეს არაუგვიანეს ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ურთიერთგაგების მემორანდუმით განსაზღვრული ჰიდროელექტროსადგურის ოპერირების დაწყების ვალდებულების შესრულებისათვის დადგენილი ვადისა; ბ) „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების შპს „მტკვარი ჰესისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 6 აპრილის №269 განკარგულებით გადაცემულ მიწის ნაკვეთზე (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №62.05.58.094) მშენებარე გვირაბის გამოსასვლელი პორტალის, სადაწნევო მილსადენების მონტაჟისა და გვირაბის გამოსასვლელ პორტალთან მისასვლელი გზის მშენებლობა, რომელიც უნდა დასრულდეს არაუგვიანეს ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ურთიერთგაგების მემორანდუმით განსაზღვრული ჰიდროელექტროსადგურის ოპერირების დაწყების  ვალდებულების შესრულებისათვის დადგენილი ვადისა; გ) ამ განკარგულების პირველი პუნქტითა და საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 6 ოქტომბრის №679 განკარგულების მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით (ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული ცვლილების გათვალისწინებით) განსაზღვრული საპრივატიზებო პირობის შესრულება. 3. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 49​1 მუხლის საფუძველზე, შპს „მტკვარი ჰესი“ (ს/ნ 205271043) გათავისუფლდეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა (უფლებამონაცვლე − საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო) და შპს „მტკვარი ჰესს“ შორის 2009 წლის 8 ოქტომბერს და 2010 წლის 11 ივნისს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებების შესაბამისად, ამ განკარგულების საფუძველზე შესაბამისი ცვლილების ხელშეკრულების გაფორმებამდე, მასზე დაკისრებული/ დასაკისრებელი პირგასამტეხლოსაგან, იმ პირობით, რომ შპს „მტკვარი ჰესი“ ჯეროვნად შეასრულებს ამ განკარგულების პირველი და მეორე პუნქტებით გათვალისწინებულ საპრივატიზებო პირობებს. 4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები. პრემიერ-მინისტრი                                                                 ირაკლი ღარიბაშვილი