სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს 2015 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს 2015 წლის ანგარიში
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის საფუძველზე წარმოგიდგენთ, ყოველწლიურ ანგარიშს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით.
2015 წლის 7 დეკემბრამდე, სააგენტოში შემოსულია 16 განცხადება საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით. აქედან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-40 მუხლის I ნაწილის შესაბამისად, მოთხოვნილი ინფორმაცია გაიცა ყველა მოქალაქეზე და ორგანიზაციაზე დაუყოვნებლივ. საჯარო ინფორმაციის გაცემაზე არ დაფიქსირებულა უარის თქმის არცერთი შემთხვევა. საჯარო ინფორმაციის გაცემის ფორმასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული საჩივარი იქნა წარმოდგენილი ერთი განმცხადებლის მიერ, რომელიც არ დაკმაყოფილდა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ. სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება განმცხადებლის მიერ არ გასაჩივრებულა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ სააგენტოს ყველა თანამშრომელზე შეგროვებული და დამუშავებულია პერსონალური მონაცემები. იგივე ხორციელდება ახალი თანამშრომლის მიღების შემთხვევაშიც.
ინფორმაცია, თანამშრომელთა პერსონალური მონაცემების მომცველი საინფორმაციო ბაზისა და მასში განხორციელებული ცვლილებების შესახებ ყოველკვარტალურად მიეწოდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, შემდგომში საჯარო სამსახურის ბიუროსათვის გადასაცემად.
რაც შეეხება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის „დ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით მოთხოვნილ ინფორმაციას, ასეთი შემთხვევა სააგენტოში არ დაფიქსირებულა.
დირექტორი გურამ ჯალაღონია