რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 15/12/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

რუსთავის საქალაქო სასამართლოს ანგარიში

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ინფორმაციის თავისუფლების შესახებ მე-3 თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების მიზნით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილია საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურეები.

სასამართლოს საქმიანობის თავისებურებათა გათვალისწინებით, სასამართლოს მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემა მოიცავს: მოთხოვნილი მასალების ქსეროასლების ან ელექტრონული მატარებლის მეშვეობით მიწოდებას, სტატისტიკურ მონაცემთა გაცემას, სასამართლო საქმეების გაცნობას და ა.შ.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს ანგარიში

2015 წლის განმავლობაში რუსთავის საქალაქო სასამართლოში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით მოქალაქეთაგან, არასამთავრობო ორგანიზაციებიდან და ადვოკატთაგან შემოვიდა 27 განცახდება, საიდანაც სრულად დაკმაყოფილდა 16 განცხადება; ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 5 განცხადება; არ დაკმაყოფილდა 3 განცხადება, ხოლო სამმა განმცხადებელმა უარი განაცხადეს საჯარო ინფორმაციის მიღებაზე. 10 შემთხვევაში საქმე შეიცავდა მხარეების პერსონალურ მონაცემებს და საჭირო იყო სასამართლოს ადმინისტრაციული პერსონალის ძირითადი რესურსების მობილიზება. დანარჩენ - 17 შემთხვევაში განმცხადებლები ითხოვდნენ საჯარო ინფორმაციას სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმეების განხილვის შედეგებს, მიღებული გადაწყვეტილებების ასლებს, განხილული საქმეების რაოდენობას, სასამართლო პროცესების ვიდეო და ფოტო გადაღების სტატისტიკურ მონაცემს, ინფორმაციას სხვადასხვა სახის საქმეთა სასამართლოს წარმოებაში არსებობის შესახებ, ასევე სასამართლო მასალების და აქტების ქსეროასლებს სხვადასხვა კატეგორიის დავებზე.

საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ ყველა განცხადებაზე პასუხების გაცემა მოხდა წერილობითი სახით.

საჯარო ინფორმაციის გაცემას ახდენდნენ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურეები – სასამართლოს მენეჯერი, კანცელარიის უფროსი ან კანცელარიის და მოქალაქეთა მისაღების განყოფილების სპეციალისტი.

სასამართლოში საჯარო მოსამსახურეთა მხრიდან ინფორმაციის თავისუფლების საკითხებზე კოდექსის მოთხოვნათა დარღვევა არ მომხდარა და შესაბამისად, დისციპლინური სახდელი არავის დადებია.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს გახსნილი აქვს საკუთარი ინტერნეტ-ვებ-გვერდი rustavi.court.ge, რომლის საინფორმაციო მომსახურებით სარგებლობს მომხმარებული.

სასამართლოს თავმჯდომარე მამია ფხაკაძე