ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის 2015 წლის ანგარიში საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 49-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის შესრულების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 17/12/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის 2015 წლის

ანგარიში

საქართველოს კანონის ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 49-ე მუხლის თანახმად, საჯარო დაწესებულება ვალდებულია, საჯარო ინფორმაციასთან დაკავშირებით ყოველი წლის 10 დეკემბერს საქართველოს პარლამენტს, საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგინოს, აგრეთვე „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოაქვეყნოს ანგარიში.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით გაცნობებთ, რომ 2015 წლის 10 დეკემბრის მონაცემებით მიმდინარე წლის 1 იანვრიდან, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით, ფიზიკური და იურიდიული პირებიდან მიღებულ იქნა 180 წერილობითი მომართვა და განცხადება. სრულყოფილი პასუხი მიეწოდა 176 განმცხადებელს/მომართვის ავტორს, ხოლო 4 მომართვა დამუშავების პროცესშია.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 38-ე მუხლისა და ,,საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, მოთხოვნილი დოკუმენტების მოცულობის გათვალისწინებით, საჯარო ინფორმაციის მიღების მსურველ პირებს, გაეგზავნათ შეტყობინება საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის მოთხოვნით.

საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნით, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში, საანგარიშო პერიოდის მანძილზე, შემოვიდა ერთი წერილობითი მომართვა, რომლის საფუძველზეც სამართლებრივ აქტში შეტანილი იქნა შესაბამისი ცვლილება.

 ადამიანური რესურსების ელექტრონულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, მიმდინარე წელს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში შეგროვებული, დამუშავებული და შენახული იქნა დაწესებულების 336 თანამშრომლის პერსონალური მონაცემები.

საჯარო მოსამსახურეების მიერ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევისა და პასუხისმგებელი პირებისათვის დისციპლინური სასჯელის დადების ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები მიღებული იქნა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო ინფორმაციის გაცემასა და ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირების მიერ.

ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი  შოთა მურღულია