1. ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის, №1, 2, 3, 4, სამუსიკო სკოლების პედაგოგთა ერთი თვის ანაზღაურება შედგება საბაზისო განაკვეთს (62,5 ლარი) დამატებული საათობრივი ანაზღაურება–უმაღლესი მუსიკალური განათლების (კონსერვატორია) მქონე პედაგოგებზე 17 ლარის, საშუალო ტექნიკური განათლების მქონე პედაგოგებზე 14 ლარის ოდენობით, ამასთან, გამოყენებული სააათობრივი დატვირთვა არ უნდა აღემატებოდეს თვეში 40 საათს.
2. მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის პედაგოგთა ერთი თვის შრომის ანაზღაურება განისაზღვროს საბაზისო განაკვეთს (62,5 ლარი) დამატებული სკოლამდელი აღზრდის პედაგოგთა საათობრივი ანაზღაურება: პედაგოგს, რომელიც ეწევა მხოლოდ პედაგოგიურ საქმიანობას –
22 ლარი და თანამშრომელს, ადმინისტრაციული საქმიანობის ანაზღაურებასთან ერთად პედაგოგიური საქმიანობის შემთხვევაში – 18 ლარი. გამოყენებული საათობრივი დატვირთვა არ უნდა აღემატებოდეს თვეში 18 საათს.
3. ააიპ-ის საშტატო ნუსხით დამტკიცებული ერთი და იმავე კატეგორიების მუშაკთა შრომის ანაზღაურების გათანაბრება განხორციელდეს 2016 წლის 1-ლი იანვრიდან.
4. ამ მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით დადგენილი სახელფასო განაკვეთები, ასევე, ააიპ-ის სხვა თანამშრომელთა (ადმინისტრაციის გარდა) სახელფასო განაკვეთების მატება განხორციელდეს ახალი სასწავლო წლიდა