📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ვაუჩერის გაცემისა და გადატანის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 11.02.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №13/ნ
სარეგისტრაციო კოდი 430030000.22.022.017086
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/02/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,713 სიტყვა · ~9 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საჯარო სკოლებისთვის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების სწავლებისათვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფის წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 90% 09.03.2016 საჯარო სკოლის თითოეული მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის თანამდებობრივი სარგოს, წამყვანი მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის და მენტორი მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის ფუნქციური დანამატის ხარჯების და „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საპენსიო შენატანის დასაფინანსებლად საჯარო სკოლებისათვის ყოველთვიური დამატებითი დაფინანსების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 90% 01.07.2024 სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებების სასწავლო-სააღმზრდელო სისტემის მოქმედების წესებისა და სამუშაო რეჟიმის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 90% 13.07.2018 ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებების ერთ ბავშვზე/აღსაზრდელზე გათვლილი ვაუჩერით დაფინანსების, სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სახელმწიფო სტანდარტის დანერგვის, მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებებში ბავშვის/აღსაზრდელის რეგისტრაციისა და მიღება-ამორიცხვის წესის დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 90% 30.06.2023 საქართველოს მოქალაქეებისა და „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 20<sup>13</sup> მუხლით გათვალისწინებული პირების, რომლებიც ბოლო 2 წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და რომელთა სრული ზოგადი განათლება აღიარებულ იქნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით, აგრეთვე, „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 20<sup>13</sup> მუხლით გათვალისწინებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირების, რომლებსაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესაბამისი ინფრასტრუქტურისა და საგანმანათლებლო პროგრამების არარსებობის გამო არ ჰქონდათ სრული ზოგადი განათლების მიღების შესაძლებლობა და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს საქართველოში (გარდა ოკუპირებული ტერიტორიისა) მოქმედ სკოლაში, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხვისა და დაფინანსების წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 90% 07.07.2020

დოკუმენტის ტექსტი

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ვაუჩერის გაცემისა და გადატანის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ერთობლივი ბრძანება   №13/ნ/№29 2016 წლის 11 თებერვალი ქ. თბილისი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ვაუჩერის გაცემისა და გადატანის წესის დამტკიცების შესახებ „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „მ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, „ზოგადი განათლების დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 სექტემბრის №476 დადგენილებით განსაზღვრული ვაუჩერის გაცემისა და გადატანის უზრუნველყოფის მიზნით ,  ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ვაუჩერის გაცემისა და გადატანის წესი ამ ბრძანების დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ვაუჩერის გაცემისა და გადატანის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 30-31 აგვისტოს №168/ნ-№373 ერთობლივი ბრძანება. მუხლი 3🔗 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრითამარ სანიკიძეფინანსთა მინისტრინოდარ ხადური დანართი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ვაუჩერის გაცემისა და გადატანის წესი მუხლი 1🔗. ვაუჩერის გაცემის საფუძველი 1. ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერი (შემდგომში – ვაუჩერი) გაიცემა „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სასკოლო ასაკს მიღწეული ბავშვის სრული ზოგადი განათლების დასაფინანსებლად. სახელმწიფო უზრუნველყოფს სრული ზოგადი განათლების დაფინანსებას საქართველოს ტერიტორიაზე კანონმდებლობის შესაბამისად არაუმეტეს 12 წლის განმავლობაში. 2. ვაუჩერის გაცემა ხორციელდება იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის თანხის გადაცემის გზით, სადაც სწავლობს მოსწავლე. მუხლი 2🔗. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებზე ვაუჩერის გაცემის წესი  1. ვაუჩერის გაცემა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის წარმოებს საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი ზოგადი განათლების დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული და გაზრდილი ვაუჩერის ოდენობების შესაბამისად. 2. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლებას ვაუჩერით სახელმწიფო დააფინანსებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას მინიჭებული აქვს შესაბამისი ავტორიზაცია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 3. სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭოს მიერ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის ავტორიზაციის მინიჭების ან ცვლილების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, წერილობით აწვდის სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას (შემდგომში – მართვის სისტემა) და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ეკონომიკურ დეპარტამენტს  შემდეგ ინფორმაციას: ა) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დასახელება ქართულ და ინგლისურ ენებზე; ბ) საიდენტიფიკაციო კოდი; გ) მისამართი (რეგიონის და თვითმმართველი ქალაქის/მუნიციპალიტეტის მითითებით); დ) მინიჭებული ავტორიზაციის ხანგრძლივობა; ე) საფეხური, რაზეც მინიჭებული აქვს ავტორიზაცია; ვ) მოსწავლეთა ზღვრული ოდენობა; ზ) ზოგადსაგანმანათლებლო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების ენა. 4. სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭოს მიერ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის ავტორიზაციის გაუქმების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, წერილობით აწვდის მართვის სისტემას და სამინისტროს ეკონომიკურ დეპარტამენტს ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ინფორმაციას. 5. მართვის სისტემა ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისიწინებულ ინფორმაციას, მიღებიდან  არაუგვიანეს ორი სამუშაო დღისა, ასახავს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო სისტემაში. 6. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაზე ვაუჩერი არ გაიცემა მოსწავლის მიერ მოსწავლის სტატუსის შეჩერების შემთხვევაში ამ დებულებით გათვალისწინებული წესისა და ვადების დაცვით. 7. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება არ არის უფლებამოსილი სხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან გადმოსული მოსწავლისგან მოითხოვოს დროის იმ პერიოდის ვაუჩერული დაფინანსების ანაზღაურება, რომელიც ამ წესის მე-6 მუხლის შესაბამისად მიმღებ დაწესებულებას არ ერიცხება. 8. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ოპტიმიზაციის ან ლიკვიდაციის შემთხვევაში თითოეულ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ვაუჩერი გადაეცემა ოპტიმიზირებული ან ლიკვიდირებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების უფლებამონაცვლეს (გარდა კერძო სამართლის იურიდიული პირის სახით დაფუძნებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა). ოპტიმიზირებული ან ლიკვიდირებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან მოსწავლის სხვა (არაუფლებამონაცვლე) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის შემთხვევაზე ვრცელდება ამ წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირობები. 9. იმ შემთხვევაში თუ ამ წესში მითითებული კონკრეტული ვადის ათვლის ან კონკრეტული ვადის დასრულების დღე, ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, ვადა აითვლება ან ვადა დასრულდება მომდევანო სამუშაო დღეს. მუხლი 3🔗. ვაუჩერის მისაღებად წარსადგენი ინფორმაცია 1. სამინისტრო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაზე ვაუჩერს გასცემს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის საფუძველზე. 2. მართვის სისტემა სამინისტროს წარუდგენს: ა) ინფორმაციას ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო სისტემაში არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით ელექტრონული ფორმის შესაბამისად, რაც მოიცავს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების: ა.ა) სრულ დასახლებას; ა.ბ) საიდენტიფიკაციო კოდს; ა.გ) საბანკო რეკვიზიტებს; ა.დ) მაღალმთიან რეგიონში/სოფელში/დაბაში მდებარეობაზე მითითებას (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ა.ე) მოსწავლეთა სრულ რაოდენობას (გარდა სტატუსშეჩერებული მოსწავლეებისა); ა .ვ ) ქართული და არაქართულენოვანი სექტორების მოსწავლეთა საერთო რაოდენობა კლასების მიხედვით; ა.ზ) ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამის განხორციელების ენა. ბ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ბალანსზე რიცხული ადმინისტრაციული შენობების რაოდენობას, რომელიც გამოიყენება სასწავლო პროცესისათვის და რომელშიც სწავლა მიმდინარეობს ზოგადი განათლების საფეხურზე/საფეხურებზე, შესაბამისი საფეხურის/საფეხურების მითითებით. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას მართვის სისტემა სამინისტროს წარუდგენს წლის განმავლობაში სამჯერ, შემდეგი ვადების დაცვით: ა) ყოველი წლის 1 ოქტომბრამდე – 25 სექტემბრის მდგომარეობით; ბ) ყოველი წლის 1 თებერვლამდე – 25 იანვრის მდგომარეობით; გ) ყოველი წლის 1 ივნისამდე −  10 მაისის მდგომარეობით. 4. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო სისტემაში ასახავს ინფორმაციას მოსწავლეთა შესახებ სახელის, გვარის, პირადი ნომრის, დაბადების თარიღის, მოქალეობის, კლასის, სექტორის (რომელზეც ირიცხება მოსწავლე) მითითებით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საბანკო რეკვიზიტები, ასევე, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ბალანსზე რიცხული ადმინისტრაციული შენობების რაოდენობის შესახებ, რომელიც გამოიყენება სასწავლო პროცესისათვის და რომელშიც სწავლა მიმდინარეობს ზოგადი განათლების საფეხურზე/საფეხურებზე, შესაბამისი საფეხურის/საფეხურების რაოდენობის მითითებით. მუხლი 4🔗. კერძო სამართლის იურიდიული პირის – ახალდაფუძნებული  ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის ვაუჩერის გაცემის წესი 1. ახალდაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირი – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება  (შემდგომში – ახალდაფუძნებული კერძო სკოლა) ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ავტორიზაციის მინიჭების შემდეგ, ვაუჩერით დაფინანსების მიღების მიზნით, 5 სამუშაო დღის ვადაში  სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს – შესაბამის საგანმანათლებლო რესურსცენტრს (შემდგომში – რესურსცენტრს) წარუდგინოს დაფუძნებისა და ავტორიზაციის მინიჭების დოკუმენტაცია, რომელსაც მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, რესურსცენტრი წარუდგენს მართვის სისტემას. ამ პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში სამინისტროს ტერიტორიული ორგანოსათვის ინფორმციის წარუდგენლობა ახალდაფუძნებულ კერძო სკოლას ართმევს უფლებას მოითხოვოს ვაუჩერის შესაბამისი თანხის გადარიცხვა ავტორიზაციის მინიჭების თვიდან, ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად. ამ შემთხვევაში, ახალდაფუძნებულ კერძო სკოლას  ვაუჩერის შესაბამისი თანხა გადაერიცხება ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი ვადების შესაბამისად. 2. მართვის სისტემა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის მიღებიდან არაუგვიანეს ორი სამუშაო დღისა, უზრუნველყოფს ახალდაფუძნებული კერძო სკოლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო სისტემაში შესაბამის წვდომას. 3. ახალდაფუძნებული კერძო სკოლა ვალდებულია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო სისტემასთან წვდომის მინიჭების შემდეგ, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო სისტემაში ასახოს  ამ წესის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია. 4. მართვის სისტემა ვალდებულია, ახალდაფუძნებული კერძო სკოლისათვის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო სიტემაში წვდომის უზრუნველყოფის შესახებ ინფორმაციის მიწოდებიდან 10 დღეში, სამინისტროს წარუდგინოს ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია. 5. სამინისტრო ახალდაფუძნებული კერძო სკოლის – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის ვაუჩერის შესაბამისი თანხის გადარიცხვას განახორციელებს ავტორიზაციის მინიჭების თვიდან: ა) მხოლოდ იმ მოსწავლეებზე, რომლებიც არ ირიცხებოდნენ სხვა სკოლებში, შესაბამისი სასწავლო წლის 25 სექტემბრის მდგომარეობით, იმ შემთხვევაში თუ საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების უფლება ახალდაფუძნებულმა კერძო სკოლამ მოიპოვა 25 სექტემბრიდან 25 იანვრამდე; ბ) მხოლოდ იმ მოსწავლეებზე, რომლებიც არ ირიცხებოდნენ სხვა სკოლებში შესაბამისი სასწავლო წლის 25 იანვრის მდგომარეობით, იმ შემთხვევაში, თუ საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების უფლება ახალდაფუძნებულმა კერძო სკოლამ მოიპოვა 25 იანვრიდან 20 მაისამდე; გ) მხოლოდ იმ მოსწავლეებზე, რომლებიც არ ირიცხებოდნენ სხვა სკოლებში შესაბამისი სასწავლო წლის 10 მაისის მდგომარეობით, იმ შემთხვევაში, თუ საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების უფლება ახალდაფუძნებულმა კერძო სკოლამ მოიპოვა 10 მაისიდან 25 სექტემბრამდე. 6 . სამინისტრო, ახალდაფუძნებული კერძო სკოლისათვის ავტორიზაციის მინიჭების თვეში  ვაუჩერის თანხის, გადარიცხვისას, ვაუჩერის თანხის ოდენობას იანგარიშებს ავტორიზაციის მინიჭების დღიდან შესაბამისი თვის დასრულებამდე დარჩენილი კალენდარული დღეების  რაოდენობის შესაბამისი თვის კალენდარულ დღეების რაოდენობასთან თანაფარდობის პროპორციულად . მუხლი 5🔗. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ახალდაფუძნებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის ვაუჩერის გაცემის წესი 1. ახალდაფუძნებული საჯარო სკოლა ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ავტორიზაციის მინიჭების შემდეგ, 5 სამუშაო დღის ვადაში  რესურსცენტრს წარუდგინოს დაფუძნებისა და ავტორიზაციის მინიჭების დოკუმენტაცია, რომელსაც მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, რესურსცენტრი წარუდგენს მართვის სისტემას. ამ პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში სამინისტროს ტერიტორიული ორგანოსათვის ინფორმაციის წარუდგენლობა ახალდაფუძნებულ საჯარო სკოლას ართმევს უფლებას მოითხოვოს ვაუჩერის შესაბამისი თანხის გადარიცხვა ავტორიზაციის მინიჭების თვიდან, ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად. ამ შემთხვევაში, ახალდაფუძნებულ საჯარო სკოლას  ვაუჩერის შესაბამისი თანხა გადაერიცხება ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი ვადების შესაბამისად. 2. მართვის სისტემა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის მიღებიდან არაუგვიანეს ორი სამუშაო დღისა, უზრუნველყოფს ახალდაფუძნებული საჯარო სკოლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო სისტემაში შესაბამის წვდომას. 3. ახალდაფუძნებული საჯარო სკოლა ვალდებულია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო სისტემასთან წვდომის მინიჭების შემდეგ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო სისტემაში ასახოს  ამ წესის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია. 4. მართვის სისტემა ვალდებულია, ახალდაფუძნებული საჯარო სკოლისათვის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო სიტემაში წვდომის უზრუნველყოფის შესახებ ინფორმაციის მიწოდებიდან 10 დღეში, სამინისტროს წარუდგინოს ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია. 5. სამინისტრო ახალდაფუძნებული საჯარო სკოლისათვის ვაუჩერის შესაბამისი თანხის გადარიცხვას განახორციელებს ავტორიზაციის მინიჭების თვიდან: ა) მხოლოდ იმ მოსწავლეებზე, რომლებიც არ ირიცხებოდნენ სხვა სკოლებში, შესაბამისი სასწავლო წლის 25 სექტემბრის მდგომარეობით, იმ შემთხვევაში თუ საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების უფლება ახალდაფუძნებულმა საჯარო სკოლამ მოიპოვა 25 სექტემბრიდან 25 იანვრამდე; ბ) მხოლოდ იმ მოსწავლეებზე, რომლებიც არ ირიცხებოდნენ სხვა სკოლებში შესაბამისი სასწავლო წლის 25 იანვრის მდგომარეობით, იმ შემთხვევაში, თუ საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების უფლება ახალდაფუძნებულმა საჯარო სკოლამ მოიპოვა 25 იანვრიდან 20 მაისამდე; გ) მხოლოდ იმ მოსწავლეებზე, რომლებიც არ ირიცხებოდნენ სხვა სკოლებში შესაბამისი სასწავლო წლის 10 მაისის მდგომარეობით, იმ შემთხვევაში, თუ საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების უფლება ახალდაფუძნებულმა საჯარო სკოლამ მოიპოვა 10 მაისიდან 25 სექტემბრამდე. 6. სამინისტრო, ახალდაფუძნებული საჯარო სკოლისათვის ავტორიზაციის მინიჭების თვეში ვაუჩერის თანხის         გადარიცხვისას, ვაუჩერის თანხის ოდენობას იანგარიშებს ავტორიზაციის მინიჭების   დღიდან შესაბამისი თვის დასრულებამდე დარჩენილი კალენდარული დღეების რაოდენობის შესაბამისი თვის კალენდარულ დღეების რაოდენობასთან  თანაფარდობის პროპორციულად. მუხლი 6🔗. ვაუჩერის გაცემა მოსწავლის მობილობისას, მოსწავლის სტატუსის შეჩერებისას და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან გარიცხვის/ამორიცხვის შემთხვევაში 1. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მობილობის დროს ვაუჩერი მიმღებ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას გადაეცემა: ა) 1 ოქტომბრიდან, თუ მოსწავლე იმავე კალენდარული წლის 11 მაისიდან 25 სექტემბრის ჩათვლით მობილობით გადავიდა სხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, ასევე, თუ აღიდგინა მოსწავლის სტატუსი; ბ) 1 თებერვლიდან, თუ მოსწავლე ერთსა და იმავე სასწავლო წლის 2 6 სექტემბრიდან 25 იანვრის ჩათვლით  მობილობით გადავიდა სხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, ასევე, თუ აღიდგინა მოსწავლის სტატუსი. გ) 1 ივნისიდან, თუ მოსწავლე ერთსა და იმავე სასწავლო წლის 2 6 იანვრიდან 10 მაისის ჩათვლით მობილობით გადავიდა სხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, ასევე, თუ აღიდგინა მოსწავლის სტატუსი. 2. იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას, საიდანაც გაირიცხა/ამოირიცხა მოსწავლე, უნარჩუნდება ვაუჩერის გადარიცხული თანხის ოდენობა: ა) 1 თებერვლამდე,  თუ მოსწავლე გაირიცხა/ამოირიცხა ერთსა და იმავე სასწავლო წლის  26 სექტემბრიდან 25 იანვრის ჩათვლით; ბ) 1 ივნისამდე, თუ მოსწავლე გაირიცხა/ამოირიცხა ერთსა და იმავე სასწავლო წლის  26 იანვრიდან 10 მაისის ჩათვლით; გ) 1 ოქტომბრამდე, თუ მოსწავლე გაირიცხა/ამოირიცხა იმავე კალენდარული წლის 11 მაისიდან 25 სექტემბრის ჩათვლით. 3. მოსწავლის მიერ მოსწავლის სტატუსის შეჩერების შემთხვევაში შესაბამის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას ვაუჩერის გადარიცხული თანხის ოდენობა შეუნარჩუნდება: ა) 1 ოქტომბრამდე, თუ მოსწავლეს სტატუსი შეუჩერდა იმავე კალენდარული 11 მაისიდან 25 სექტემბრის ჩათვლით. ბ) 1 თებერვლამდე,  თუ მოსწავლეს სტატუსი შეუჩერდა ერთსა და იმავე სასწავლო წლის 26 სექტემბრიდან 25 იანვრის ჩათვლით; გ) 1 ივნისამდე, თუ მოსწავლეს სტატუსი შეუჩერდა ერთსა და იმავე სასწავლო წლის 26 იანვრიდან 10 მაისის ჩათვლით. მუხლი 7🔗. ვაუჩერის გადარიცხული თანხის უკან დაბრუნება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის გაუქმების შემთხვევაში სამინისტროს მიერ ვაუჩერის თანხის გადარიცხვის შემდგომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის გაუქმების შემთხვევაში, იურიდიული პირი ვალდებულია სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე დააბრუნოს ავტორიზაციის გაუქმების დღიდან შესაბამისი პერიოდის დასრულებამდე დარჩენილი კალენდარული დღეების რაოდენობის შესაბამისი პერიოდის კალენდარული დღეების რაოდენობასთან  თანაფარდობის პროპორციული ვაუჩერის თანხის ოდენობა.