„ყვარლის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზების, საწყისი საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის დამტკიცების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 10 თებერვლის N4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №54 |
|
2015 წლის 21 დეკემბერი ქ. ყვარელი |
შეტანილ იქნეს ცვლილება „ყვარლის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზების, საწყისი საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის დამტკიცების შესახებ““ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 10 თებერვლის №4 დადგენილებაში (შემდგომში - დადგენილება), www.matsne.gov.ge 13/02/2015 წ. 040110030.35.164.016156 და:
1. დადგენილების მე-2 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. მუნიციპალიტეტის ქონების შემძენი-მუნიციპალიტეტის ქონების (გარდა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა) პრივატიზების პროცესში მონაწილეობის უფლების მქონე ქონების შემძენი ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი ან ასეთ პირთა გაერთიანება, რომლის ქონებაშიც მუნიციპალიტეტის ან საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს მონაწილეობის წილი 25% ნაკლებია, ხოლო მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პრივატიზებისას კანონით განსაზღვრული პირი.“ 2. დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 მუხლი: „მუხლი 21. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზების განსაკუთრებული პირობები 1. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობად საინვესტიციო ვალდებულების არსებობის შემთხვევაში მყიდველი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებამდე აუქციონის ჩატარებიდან 1 თვის ვადაში წარმოადგინოს საინვესტიციო ვალდებულების არანაკლებ 10 პროცენტის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადა არანაკლებ 4 თვით უნდა აღემატებოდეს საინესტიციო ვალდებულების შესრულების ვადას. უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის ამ პუნქტში მითითებული თანხის ოდენობის შემცირების შესახებ გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით იღებს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო.“. 2. უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია მისი მოქმედების განმავლობაში უზრუნველყოფს მყიდველის მიერ შესასრულებელი ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგად დაკისრებული პირგასამტეხლოს მოთხოვნის დაკმაყოფილებას. 3. მყიდველი ვალდებულია უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის თანხის ოდენობის შემცირების შემთხვევაში 1 თვის ვადაში შეავსოს იგი სრულ ოდენობამდე. 4. მყიდველის მიერ შესასრულებელი ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგად მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების განმკარგავის მიერ ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში უპირობო და გამოუხმობის საბანკო გარანტიის თანხა სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში. 5. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზების მიზნით დადებული შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების დარღვევის გამო ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის შემთხვევაში პრივატიზებული ქონება მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ბრუნდება, ხოლო ამ ქონებაზე რეგისტრირებული მესამე პირის (პირთა) იპოთეკის უფლება (უფლებები) უქმდება, თუ აღნიშნული ქონების იპოთეკით დატვირთვამდე საჯარო რეესტრში უძრავი ნივთის შესახებ ჩანაწერში რეგისტრირებულია საპრივატიზებო ვალდებულების (ვალდებულებების) ამსახველი შესაბამისი ინფორმაცია. ამასთან, მყიდველს მუნიციპალიტეტი არ აუნაზღაურებს გადახდილ თანხებსა და გაწეულ ხარჯებს.“ 3. დადგენილების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. აუქციონატორი უზრუნველყოფს საჯარო აუქციონის ფორმით მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებას ადგილობრივ ან სხვა ბეჭვდით საიონფორმაციო გამოცემაში და ვებგვერდზე www.eauction.ge.“ 4. დადგენილების მე-5 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. საჯარო აუქციონის ფორმით მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას, საჯარო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი არის ადმინისტრაციული ორგანოს დაპირება, რომელიც შეიცავს მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების ძირითად პირობებს და მხარეთა უფლებამოვალეობებს. აღნიშნული ოქმის საფუძველზე, 15 კალენდარული დღის ვადაში, ფორმდება ხელშეკრულება, რომელსაც ხელს აწერენ მუნიციპალიტეტის ქონების შემძენი და მუნიციპალიტეტის ქონების მმართველი.“. 5. დადგენილების მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საჯარო აუქციონის ფორმით მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას, აუქციონატორისა და მუნიციპალიტეტის ქონების შემძენის მიერ ხელმოწერილი ოქმის საფუძველზე, 15 კალენდარული დღის ვადაში, ფორმდება წერილობითი ხელშეკრულება.“. 6. დადგენილების მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საჯარო აუქციონში გამარჯვებული პირი ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო პირობებიანი საჯარო აუქციონის შემთხვევაში საჯარო აუქციონის პირობებით გათვალისწინებულ ვადაში, იხდის მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრულ ღირებულებას. მუნიციპალიტეტის ქონების შემძენმა ოქმსა და ხელშეკრულებაში მითითებულ საბანკო ანგარიშზე უნდა შეიტანოს თანხა, რომელიც შეესატყვისება მის მიერ საჯარო აუქციონზე დასახელებულ საბოლოო ფასს ან/და საგარანტიო თანხას/ბეს და სრული ღირებულების ოდენობას შორის სხვაობას.“. 7. დადგენილების მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 და მე-5 პუნქტები: „4. მუნიციპალიტეტის ქონების საკუთრებაში პირობებით გადაცემისას უზრუნველყოფილი მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო დატვირთული ქონების მოთხოვნის უფლების მფლობელის საკუთრებაში გადასვლისას ან „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით რეალიზაციისას (მიუხედავად ასეთი რეალიზაციის ფორმისა) ახალ და ყოველ შემდგომ მესაკუთრეზე სრულად გადადის ქონების შემძენის მიერ მუნიციპალიტეტის წინაშე ნაკისრი საპრივატიზებო ვალდებულებები და შესაბამისი ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლება-მოვალეობები, თუ ქონების დატვირთვამდე მოთხოვნებისა და უფლებების შესაბამის მარეგისტრირებელი ორგანოში ქონების შესახებ ჩანაწერში რეგისტრირებულია საპრივატიზებო ვალდებულების (ვალდებულებების) ამსახველი შესაბამისი ინფორმაცია. 5. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზების მიზნით დადებული შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების დარღვევის გამო ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის შემთხვევაში პრივატიზებული ქონება ბრუნდება მუნიციპალიტეტის საკუთრებაში, ხოლო ამ ქონებაზე რეგისტრირებული მესამე პირის (პირთა) უფლება (უფლებები) უქმდება, თუ ქონების დატვირთვამდე საჯარო რეესტრში მოთხოვნებისა და უფლებების შესახებ ჩანაწერში რეგისტრირებულია საპრივატიზებო ვალდებულების (ვალდებულებების) ამსახველი შესაბამისი ინფორმაცია. ამასთანავე, ქონების შემძენს მუნიციპალიტეტი არ აუნაზღაურებს გადახდილ თანხებსა და გაწეულ ხარჯებს.“ 8. დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 მუხლი: „მუხლი 71. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოთხოვნებისა და უფლებების განკარგვის ფორმები და პირობები 1. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოთხოვნებისა და უფლებების პრივატიზება ხორციელდება აუქციონის ფორმით. 2. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოთხოვნებისა და უფლებების საკუთრებაში პირობით გადაცემისას ქონების შემძენს უფლება აქვს, საპრივატიზებო ვალდებულებების შესასრულებლად გირავნობით დათვირთოს შეძენილი მოთხოვნები და უფლებები მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის (რწმუნებულის) თანხმობის გარეშე. 3. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოთხოვნებისა და უფლებების საკუთრებაში პირობით გადაცემაზე, მისი თავისებურებების გათვალისწინებით ვრცელდება ამ წესის მე-7 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები.“. 9. დადგენილების მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 9. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზებისას, საწყისი საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრის წესი მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას, საწყისი საპრივატიზებო საფასური განისაზღვრება არანაკლებ დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) დასკვნის საფუძველზე დადგენილი ფასის ოდენობით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი საწყისი საპრივატიზებო საფასურის გათვალისწინებით, საწყის საპრივატიზებო საფასურს განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით.“ 10. დადგენილების მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის საწყისი საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრის წესი მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის აუქციონის ფორმით პრივატიზებისას, საწყისი საპრივატიზებო საფასური განისაზღვრება არანაკლებ დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) დასკვნის საფუძველზე დადგენილი ფასის ოდენობით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი საწყისი საპრივატიზებო საფასურის გათვალისწინებით, საწყის საპრივატიზებო საფასურს განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით.“. 11. დადგენილების მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 11. წილების და აქციების საწყისი საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრის წესი მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული წილების/აქციების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას საწყისი საპრივატიზებო საფასური განისაზღვრება არანაკლებ დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტის) დასკვნის საფუძველზე დადგენილი ფასის ოდენობით, მინიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი საწყისი საპრივატიზებო საფასურის გათვალისწინებით, საწყის საპრივატიზებო საფასურს განსაზღვრავს განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით.“ |
|