საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
„მუხლი 108. ფრენის უსაფრთხოების წესების დარღვევა
1. აეროდრომის რაიონში აეროდრომის გამოსაცნობი მარკირებული ნიშნებისა და მოწყობილობების მსგავსი ნიშნებისა და მოწყობილობების განლაგება, ან აეროპორტის ან აეროდრომის ადმინისტრაციის მიერ ნების დაურთველად პიროტექნიკური ნაწარმის დაწვა, ან ისეთი ობიექტების მოწყობა, რომლებიც ხელს უწყობს ფრინველთა მასობრივ თავმოყრას, ან ლაზერული გამოსხივების მქონე საშუალებების გამოყენება, რაც საშიშია საჰაერო ხომალდების ფრენისათვის, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.
2. შენობებსა და ნაგებობებზე ღამისა და დღის მარკირებული ნიშნებისა და მოწყობილობების განთავსების წესების შეუსრულებლობა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
3. სააეროდრომო მოწყობილობების, საჰაერო ხომალდების სააეროდრომო ნიშნებისა და მოწყობილობების დაზიანება –
გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.
4. აეროპორტის, აეროდრომის ან ფრენის რადიო- და შუქუზრუნველყოფის ობიექტების ტერიტორიაზე სათანადო ნებართვის გარეშე გავლა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან.
ქუთაისი, 11 დეკემბერი 2015 წ. N4621-Iს |
რა შეცვალა ამ აქტმა
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს კანონი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 11.12.2015.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 11.12.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №4621-Iს. სარეგისტრაციო კოდი — 020000000.05.001.018019.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 11.12.2015 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, №4621-Iს, 11.12.2015, სარეგისტრაციო კოდი 020000000.05.001.018019 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.12.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3110601/