„სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია ლიმიტედი საქართველოსთვის“ სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2686
2015 წლის 11 დეკემბერი
ქ. თბილისი
„სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია ლიმიტედი საქართველოსთვის“ სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ტყის კოდექსის 52-ე მუხლისა და „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით დამტკიცებული ტყითსარგებლობის წესის 271 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამხრეთ კავკასიის გაზსადენის სისტემის გაფართოების (SCPX) პროექტის ფარგლებში, გაზსადენის მშენებლობისა და შემდგომი ექსპლუატაციის მიზნით, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ – ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული, ქვემო ქართლის სატყეო სამსახურის გარდაბანი-მარნეულის სატყეო უბნის ყოფ. საკოლმეურნეო ტყეში არსებული, 558 კვ.მ მიწის ფართობით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის (ხე-მცენარეების ჭრის უფლებით) ვადა „სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია ლიმიტედი საქართველოს“ (ს/ნ: 205011609) განესაზღვროს 49 (ორმოცდაცხრა) წლამდე.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი