„სასამართლოს მანდატურის სამსახურებრივი ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 25 სექტემბრის №1/203-2007 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1/189
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/12/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა  №1/189

2015 წლის 7 დეკემბერი

ქ. თბილისი

„სასამართლოს მანდატურის სამსახურებრივი ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 25 სექტემბრის №1/203-2007 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „სასამართლოს მანდატურის სამსახურებრივი ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 25 სექტემბრის №1/203-2007 გადაწყვეტილებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და გადაწყვეტილებით დამტკიცებული „სასამართლოს მანდატურის სამსახურებრივი ფორმის ტანსაცმელი და ატრიბუტიკის“ პლანშეტი 1-ის პირველი-მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. დათბუნებული ქურთუკი – საშუალო სიგრძის, მდგარი საყელოთი, საყელო – მოსახსნელი ბეწვით, გვერდითი გაჭრილი ჯიბეებით, მარცხენა კალთა შიგნით გაჭრილი ჯიბით, მარჯვენა მკლავზე სამკლავური ნიშნით, მარცხენა მხარეს – სამკერდე ნიშნით. ქურთუკის ბოლო მუშავდება რეზინიანი ქამრით მარცხენა და მარჯვენა მხარეებზე. მზადდება საზედაპირე ქსოვილისაგან – 100% პოლიესტერი, სამშრიანი წყალგაუმტარი. 1მ2 ქსოვილის წონა - არანაკლებ 200 გრამისა.

2. პულოვერი უსახელო – შავი ფერის, ამოღებული გულით. მზადდება ნახევრად შალის ქსოვილისაგან. ქსოვილის შემადგენლობა: შალი–40% (+/- 3%), ხელოვნური ბოჭკო – 60% (+/- 3%).

3. პერანგი გრძელმკლავიანი და მოკლემკლავიანი – ჩალისფერი, სახელო ჩაკერებული, რომელიც ბოლოვდება მანჟეტით. საყელო კლასიკური, ზურგის კალთა კოკეტკებზეა და კოკეტკის ქვევით კეთდება 2 მინაკეტი. მარჯვენა წინა კალთაზე ჯიბის ზემოთ ოქროსფერასოებიანი წარწერა სახელითა და გვარით, საყელოზე ორივე მხარეს ოქროსფერასოებიანი წარწერა „სმს", მარცხენა მხარეს სამკერდე ნიშნით, მარჯვენა მკლავზე სამკლავური ნიშნით. წინა კალთაზე 2 ჯიბეა განლაგებული მკერდის მიდამოებში, ჯიბეების შუაში ვერტიკალურად გასდევს ორმაგი მინაკეტი, ჯიბეების ზევით სარქველებია განლაგებული. მზადდება ბამბა პოლიესტერის ქსოვილისაგან. ქსოვილის შემადგენლობაში ბამბა უნდა იყოს არანაკლებ 18%-ისა.

4. მაისური – თეთრი ფერის. მზადდება ბამბა პოლიესტერის ქსოვილისაგან. ქსოვილის შემადგენლობაში ბამბა უნდა იყოს არანაკლებ 80%-ისა. 1 მ2 ქსოვილის წონა – არანაკლებ 145 გრამისა.

5. ჰალსტუხი – კლასიკური, შავი ფერის, შერეული ბოჭკოს ქსოვილისაგან დამზადებული, რეზინის შესაკრავით.

6. შარვალი ზაფხულის და ზამთრის – კლასიკური, შავი ფერის, სწორი სილუეტის, წინა ნახევარზე ქამრის მიკერების ადგილას მინაკეტით, დახრილი ჯიბეებით, მიკერებული ქამრით, ქამარი დამუშავებულია კორსაჟით, 6 საქამრით, უკანა მარჯვენა ნახევარზე ორკანტიანი ჯიბით, შარვლის წინა ნახევრები დამუშავებულია სარჩულზე. მზადდება ვისკოზა პოლიესტერის ქსოვილისაგან. ქსოვილის შემადგენლობა: ვისკოზა – 35% (+/- 3%), პოლიესტერი – 65% (+/- 3%).     1 მ2 ქსოვილის წონა ზაფხულის შარვლისათვის – არანაკლებ 180 გრამისა, ზამთრის შარვლისათვის – არანაკლებ 250 გრამისა.“.

2. ეს გადაწყვეტილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.

 

საქართველოს იუსტიციის

უმაღლესი საბჭოს მდივანი                                                   ლევან მურუსიძე