„სასამართლოს მანდატურის სამსახურებრივი ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 25 სექტემბრის №1/203-2007 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა №1/189
2015 წლის 7 დეკემბერი
ქ. თბილისი
„სასამართლოს მანდატურის სამსახურებრივი ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 25 სექტემბრის №1/203-2007 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „სასამართლოს მანდატურის სამსახურებრივი ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 25 სექტემბრის №1/203-2007 გადაწყვეტილებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და გადაწყვეტილებით დამტკიცებული „სასამართლოს მანდატურის სამსახურებრივი ფორმის ტანსაცმელი და ატრიბუტიკის“ პლანშეტი 1-ის პირველი-მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დათბუნებული ქურთუკი – საშუალო სიგრძის, მდგარი საყელოთი, საყელო – მოსახსნელი ბეწვით, გვერდითი გაჭრილი ჯიბეებით, მარცხენა კალთა შიგნით გაჭრილი ჯიბით, მარჯვენა მკლავზე სამკლავური ნიშნით, მარცხენა მხარეს – სამკერდე ნიშნით. ქურთუკის ბოლო მუშავდება რეზინიანი ქამრით მარცხენა და მარჯვენა მხარეებზე. მზადდება საზედაპირე ქსოვილისაგან – 100% პოლიესტერი, სამშრიანი წყალგაუმტარი. 1მ2 ქსოვილის წონა - არანაკლებ 200 გრამისა.
2. პულოვერი უსახელო – შავი ფერის, ამოღებული გულით. მზადდება ნახევრად შალის ქსოვილისაგან. ქსოვილის შემადგენლობა: შალი–40% (+/- 3%), ხელოვნური ბოჭკო – 60% (+/- 3%).
3. პერანგი გრძელმკლავიანი და მოკლემკლავიანი – ჩალისფერი, სახელო ჩაკერებული, რომელიც ბოლოვდება მანჟეტით. საყელო კლასიკური, ზურგის კალთა კოკეტკებზეა და კოკეტკის ქვევით კეთდება 2 მინაკეტი. მარჯვენა წინა კალთაზე ჯიბის ზემოთ ოქროსფერასოებიანი წარწერა სახელითა და გვარით, საყელოზე ორივე მხარეს ოქროსფერასოებიანი წარწერა „სმს", მარცხენა მხარეს სამკერდე ნიშნით, მარჯვენა მკლავზე სამკლავური ნიშნით. წინა კალთაზე 2 ჯიბეა განლაგებული მკერდის მიდამოებში, ჯიბეების შუაში ვერტიკალურად გასდევს ორმაგი მინაკეტი, ჯიბეების ზევით სარქველებია განლაგებული. მზადდება ბამბა პოლიესტერის ქსოვილისაგან. ქსოვილის შემადგენლობაში ბამბა უნდა იყოს არანაკლებ 18%-ისა.
4. მაისური – თეთრი ფერის. მზადდება ბამბა პოლიესტერის ქსოვილისაგან. ქსოვილის შემადგენლობაში ბამბა უნდა იყოს არანაკლებ 80%-ისა. 1 მ2 ქსოვილის წონა – არანაკლებ 145 გრამისა.
5. ჰალსტუხი – კლასიკური, შავი ფერის, შერეული ბოჭკოს ქსოვილისაგან დამზადებული, რეზინის შესაკრავით.
6. შარვალი ზაფხულის და ზამთრის – კლასიკური, შავი ფერის, სწორი სილუეტის, წინა ნახევარზე ქამრის მიკერების ადგილას მინაკეტით, დახრილი ჯიბეებით, მიკერებული ქამრით, ქამარი დამუშავებულია კორსაჟით, 6 საქამრით, უკანა მარჯვენა ნახევარზე ორკანტიანი ჯიბით, შარვლის წინა ნახევრები დამუშავებულია სარჩულზე. მზადდება ვისკოზა პოლიესტერის ქსოვილისაგან. ქსოვილის შემადგენლობა: ვისკოზა – 35% (+/- 3%), პოლიესტერი – 65% (+/- 3%). 1 მ2 ქსოვილის წონა ზაფხულის შარვლისათვის – არანაკლებ 180 გრამისა, ზამთრის შარვლისათვის – არანაკლებ 250 გრამისა.“.
2. ეს გადაწყვეტილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.
საქართველოს იუსტიციის
უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სასამართლოს მანდატურის სამსახურებრივი ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 25 სექტემბრის №1/203-2007 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „სასამართლოს მანდატურის სამსახურებრივი ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 25 სექტემბრის №1/203-2007 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 07.12.2015.
- როდის იქნა მიღებული „სასამართლოს მანდატურის სამსახურებრივი ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 25 სექტემბრის №1/203-2007 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „სასამართლოს მანდატურის სამსახურებრივი ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 25 სექტემბრის №1/203-2007 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 07.12.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. დოკუმენტის ნომერი — №1/189.
- სად არის „სასამართლოს მანდატურის სამსახურებრივი ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 25 სექტემბრის №1/203-2007 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 07.12.2015 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „სასამართლოს მანდატურის სამსახურებრივი ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 25 სექტემბრის №1/203-2007 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №1/189, 07.12.2015 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.12.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3123623/