„მოსამართლის განსაკუთრებული ჩაცმულობის ფორმის - მანტიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2011 წლის 8 აპრილის №1/69 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1/109
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/12/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა  №1/1 09

2015 წლის 7 აგვისტო

ქ. თბილისი

„მოსამართლის განსაკუთრებული ჩაცმულობის ფორმის – მანტიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2011 წლის 8 აპრილის №1/69 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

1. „მოსამართლის განსაკუთრებული ჩაცმულობის ფორმის – მანტიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2011 წლის 8 აპრილის №1/69 გადაწყვეტილებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და გადაწყვეტილებით დამტკიცებული დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„მოსამართლის განსაკუთრებული ჩაცმულობის ფორმა – მანტია

 

საქმის სასამართლო განხილვაში მოსამართლე მონაწილეობს განსაკუთრებული ჩაცმულობით – მანტიით.

მანტია არის სწორი სილუეტის, იატაკიდან 20 სმ-ით დაცილებული. კალთა და ზურგი დამუშავებულია კოკეტკებით, კოკეტკის ქვემოთ კალთაზე თითოეულ მხარეს სამ-სამი ნაკეცით, ზურგზე შუაში ერთი შემხვედრი ნაკეცით, ხოლო გვერდებზე ორი შემხვედრი და თითო განიერი ნაკეცით.

კალთისა და ზურგის კოკეტკა სახელოს ჩაკერების ადგილას გაფორმებულია 4 სმ-იანი დაგოფრილი დეტალით. სახელო ჩაკერებულია ნაკეცებით, ერთი შემხვედრი ნაკეცი შუაში და თითო-თითო აქეთ-იქეთ. სახელოს ბოლო დამუშავებულია 7 სმ-ის სიგანის მანჟეტით.

მანტია იკვრება ფარული ღილით და ღილკილოთი, საყელო დგარი. მანტიას ახლავს ორი ცალი თეთრი საყელო, რომელიც გაფორმებულია წითელი კანტით. მანტიის საყელო მაგრდება ღილით და ღილკილოთი.

მანტია იკერება აბრეშუმის ტიპის ქსოვილისაგან. ქსოვილის შემადგენლობაა: 63%(+/- 2%) პოლიესტერი, 32%(+/- 2%) ვისკოზა, 5%(+/- 2%) ელასტინი (ლიკრა), ქსოვილის გრამაჟი 220-250 გრ/მ2.

მანტიის ფერია მუქი შავი.“.

 

2. ეს გადაწყვეტილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.

 

საქართველოს იუსტიციის

უმაღლესი საბჭოს მდივანი                                                ლევან მურუსიძე