1. ამ კანონის 101 მუხლის 31 პუნქტში, 121 მუხლის პირველ პუნქტში, 151 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებსა და მე-6 პუნქტში მითითებული, სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებთან დაკავშირებული ნორმები ამოქმედდეს 2019 წლის 1 სექტემბრიდან.
2. 2019 წლის 1 სექტემბრამდე ამ კანონის 121 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ელექტრონული ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადების სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ინგლისურ ენაზე განთავსების ვალდებულება შემსყიდველ ორგანიზაციას წარმოეშობა, თუ შესასყიდი საქონლის ან მომსახურების სავარაუდო ღირებულება აღემატება 2 000 000 ლარს, ხოლო სამუშაოს სავარაუდო ღირებულება – 4 000 000 ლარს.
საქართველოს 2017 წლის 6
აპრილის
კანონი
№617
- ვებგვერდი, 21.04.2017