1. შემსყიდველი ორგანიზაცია სახელმწიფო შესყიდვის მოსამზადებლად ახორციელებს ბაზრის კვლევას. ამ მიზნით იგი უფლებამოსილია რჩევის მისაღებად დამოუკიდებელ ექსპერტს, ორგანიზაციას ან/და პოტენციურ მიმწოდებელს მიმართოს, აგრეთვე შეაგროვოს საჭირო ინფორმაცია. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია უზრუნველყოს, რომ ბაზრის კვლევის განხორციელების პერიოდში მიღებული რჩევებისა და ინფორმაციის გამოყენებით არ დაირღვეს ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული კანონის მიზნები.
2. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია განახორციელოს აგრეთვე ბაზრის პირველადი კვლევა წლიური გეგმის შესამუშავებლად.
3. შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ბაზრის კვლევის განხორციელების წესი დგინდება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით.
[
4. ცენტრალური შემსყიდველი ორგანო კონსოლიდირებული ტენდერის მოსამზადებლად ახორციელებს ბაზრის კვლევას. აღნიშნული ბაზრის კვლევის განხორციელების წესი დგინდება საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტით.
(ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივნისიდან)]
5. ამ მუხლის მოთხოვნები არ ვრცელდება ამ კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებზე.
საქართველოს 2025 წლის 12 ნოემბრის კანონი №1056 – ვებგვერდი, 17.11.2025