შპს „პსპ დაზღვევა“–ს ორგანიზაციულ სამართლებრივი ფორმის შეცვლასთან დაკავშირებით სიცოცხლის დაზღვევის და დაზღვევის (არა სიცოცხლისა) ლიცენზიებში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურდიული პირის – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება №05/3-ლ
2015 წლის 21 დეკემბერი
ქ. თბილისი
შპს „პსპ დაზღვევას“ ორგანიზაციულ -სამართლებრივი ფორმის შეცვლასთან დაკავშირებით სიცოცხლის დაზღვევის და დაზღვევის (არა სიცოცხლისა) ლიცენზიებში ცვლილების შეტანის შესახებ
„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63 -ე მუხლის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე -13 მუხლის „ა“ და „დ“ პუნქტების, „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის, ამავე კანონის 22 -ე მუხლის და 28 -ე მუხლის მე–2 პუნქტის, 2013 წლის 2 მაისის საქართველოს მთავრობის №102 დადგენილებით დამტკიცებული სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, ამავე დებულების მე -4 მუხლის მე -2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის და სს „პსპ დაზღვევას“ 2015 წლის 18 დეკემბრის №01-6036 მომართვის საფუძველზე , ვბრძანებ:
1. შპს „პსპ დაზღვევის“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 204545572) ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის შეცვლასთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2010 წლის 16 აპრილის №302 განკარგულებაში (საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2011 წლის 1 აპრილის №350 განკარგულებით შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით) შევიდეს შემდეგი ცვლილება:
ა) ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„სს „პსპ დაზღვევაზე“ დაზღვევის (არა სიცოცხლისა) და სიცოცხლის დაზღვევის საქმიანობაზე ლიცენზიების გაცემის თაობაზე“;
ბ) ბრძანების ტექსტში სიტყვები „შპს „პსპ დაზღვევა“ შეიცვალოს სიტყვებით „სს „პსპ დაზღვევა“.
2. სს „პსპ დაზღვევაზე“–ზე (საიდენტიფიკაციო კოდი: 204545572) გაიცეს სალიცენზიო მოწმობის ფორმები შესაბამისი ცვლილებების გათვალისწინებით დადგენილი წესით.
3. წინამდებარე ბრძანება 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.
4. წინამდებარე ბრძანებით გათვალისწინებული ცვლილებების შესახებ მონაცემები შეტანილ იქნას მზღვეველთა უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.
5. წინამდებარე ბრძანების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
6. ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
სამსახურის უფროსი იოსებ გოგოლაშვილი