შპს “სადაზღვევო კომპანია ალფა“–ს ორგანიზაციულ სამართლებრივი ფორმის შეცვლასთან დაკავშირებით სიცოცხლის დაზღვევის და დაზღვევის (არა სიცოცხლისა) ლიცენზიებში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურდიული პირის – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის
ბრძანება №05/4-ლ
2015 წლის 23 დეკემბერი
ქ. თბილისი
შპს “სადაზღვევო კომპანია ალფა“ ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის შეცვლასთან დაკავშირებით სიცოცხლის დაზღვევის და დაზღვევის (არა სიცოცხლისა) ლიცენზიებში ცვლილების შეტანის შესახებ
„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის „ა“ და „დ“ პუნქტების, „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის, ამავე კანონის 22-ე მუხლის და 28-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 2013 წლის 2 მაისის საქართველოს მთავრობის №102 დადგენილებით დამტკიცებული სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, ამავე დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქ. თბილისის რეგიონალური ცენტრის საგადასახადო ინსპექციის შპს „ავერსი დაზღვევას“ რეგისტრაციის მონაცემებში ცვლილებების შეტანის შესახებ 2009 წლის №20839/005 ბრძანების (შპს „ავერსი დაზღვევა“–ს საფირმო სახელწოდების შეცვლა შპს „სადაზღვევო კომპანია ალფად“) და სს „სადაზღვევო კომპანია ალფას“ 2015 წლის 17 დეკემბრის №16913 მომართვის საფუძველზე:
ვბრძანებ:
1. შპს „სადაზღვევო კომპანია ალფას“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 204568896) ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის შეცვლასთან დაკავშირებით საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის 2009 წლის 9 ივლისის №09-07/1 განკარგულებაში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
ა) ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„სს „სადაზღვევო კომპანია ალფაზე“ დაზღვევის (არა სიცოცხლისა) და სიცოცხლის დაზღვევის საქმიანობაზე ლიცენზიების გაცემის თაობაზე“;
ბ) ბრძანების ტექსტში სიტყვები „შპს „ავერსი დაზღვევა“ შეიცვალოს სიტყვებით „სს „სადაზღვევო კომპანია ალფა“.
2. სს „სადაზღვევო კომპანია ალფაზე“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 204568896) გაიცეს სალიცენზიო მოწმობის ფორმები შესაბამისი ცვლილებების გათვალისწინებით დადგენილი წესით.
3. წინამდებარე ბრძანება 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.
4. წინამდებარე ბრძანებით გათვალისწინებული ცვლილებების შესახებ მონაცემები შეტანილ იქნას მზღვეველთა უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.
5. წინამდებარე ბრძანების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ, აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი №6) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
6. ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
სამსახურის უფროსი იოსებ გოგოლაშვილი